You are on page 1of 8

პრეისტორიული მხატვრობა

ალტამირა,ვილენდორფის ვენუსი
ალტამირა,პრეისტორიული პერიოდის გამოქვაბულის
მხატვრობა,ესპანეთი.
• ხელოვნების პირველი ნიმუშები შუა პალეოლითურ ერაში
ჩნდება.პალეოლითის კლდის მხატვრობის ნიმუშები გვხვდება
როგორც ესპანეთში (ალტამირა),ისე საფრანგეთში (ლასკო) და
ალჟირში (ტასილის პეტროგლიფები).

• ჩვენ ვერ გავიგებთ ძველ ხელოვნებას,თუ არ გვეცოდინება,რა მიზანს


ემსახურებოდა ის.თუკი ვეცდებით ჩავწვდეთ პირველყოფილი
ხალხების გონებას ,მივხვდებით რას ნიშნავს სურათი სასიამოვნო
სანახაობად კი არ გვესახებოდეს ,არამედ მძლავრ იარაღად
იყენებდე.სწორედ ასე დაიწყო პრიმიტიულმა ადამიანმა
ხელოვნებაში პირველი ნაბიჯების გადადგმა.ის მის ცხოვრებისეულ
ინტერესებს,როგორებიც იყო ნადირობა ,თევზაობა თუ
გადარჩენისთვის ბრძოლა,ხელოვნებას უკავშირებდა.ცხოველთა
გამოსახვას მაგიური აქტის ძალა ჰქონდა და წარმატებულ
ნადირობას უწყობდა ხელს.
ალტამირას მღვიმის
აღმოჩენის ისტორია
• ალტამირას მღვიმე 1879 წელს ,მიწის მფლობელმა
მარსელინო სანც დე საუთუოლამ აღმოაჩინა
ქალიშვილთან ერთად.საუთუოლა მოყვარული
არქეოლოგი იყო,რომელმაც აღმოჩენა ქვის ხანით
დაათარიღა და სამეცნიერო საზოგადოებას დახმარება
უფრო ზუსტი იდენტიფიკაციისთვის სთხოვა,თუმცა
ერთადერთი ვინც გამოეხმაურა მადრიდელი მეცნიერი
ხუან ვილანოვა პიერია იყო,რომელმაც კვლევის
შედეგები 1880 წელს გამოაქვეყნა.

• მეცნიერები არ იყვნენ მზად ეღიარებინათ ძველი


ხალხების უნარი შეექმნათ ასეთი ოსტატური
ნახატები,რის გამოც საუთულოუ გამოქვაბულის
კედლების ყალბი წესით გაკეთებული ნახატებით
დაფარვაში დაადანაშაულეს,ყალბი სტიგმა მას
სიკვდილამდე დარჩა,მხოლოდ 1902 წელს ალტამირაში
განმეოებით ჩატარებულმა გათხრებმა დაადასტურა
ნახატების შექმნის დრო-ზედა პალეოლითი.ნახატების
სავარაუდო ასაკი 16 500 წელია,მათი ნამდვილობა
რენტგენოლოგიური გამოკვლევებით დადასტურდა.
• გამომდინარე იქიდან,რომ ამ პერიოდის ადამიანის
მთავარი საზრუნავი ცხოველზე ნადირობა და მისგან
თავდაცვა იყო,კედლის მხატვრობის მთავარი თემაც
ესაა.მისი კედლები მოხატულია ველური
ძუძუმწოვრებისა და ადამიანის ხელების ფერადი და
პოლიქრომული გამოსახულებებით.საოცარია,თუ
როგორი გაწაფული თვალი ჰქონდათ ამ დროის
ადამიანებს.პირველყოფილი ადამიანი ოსტატურად
ასრულებს ხელოვნების ნიმუშს,ის ახერხებს და
კედლის ბრტყელ ზედაპირზე ქმნის
სივრცეს,ცხოველთა ფორმებს ჩრდილების
საშუალებით მოცულობას აძლევს და სძენს იმ
კონკრეტული სახეობის ხასიათს.რთული
დასაჯერებელია,რომ გამოსახულებები
გამყინვარების ხანის ადამიანთა
შექმნილია.პრეისტორიული მხატვრობა
რეალისტური,თავისუფალი და თამამია,რის
მიღწევასაც უკვე დიდი ხანია ცდილობს
თანამედროვე მხატვრობა.
ვილენდორფის ვენუსი

ავსტრიის ტერიტორიაზე ,ზედა პალეოლითიდან


შემოგვრჩა პირველყოფილი ხელოვნების ნიმუში-
ვილენდორფის ვენუსი,რომელიც 1908 წელს
აღმოაჩინეს ავსტრიაში,სოფელ ვილენდორფის
მახლობლად.
ნაყოფიერების იდეის
აღსანიშნავად ,თეძო და მკერდი
აქცენტირებული ,გაზვიადებული,
უტრირებული
პროპორციისაა.სახე
განზოგადებული და თმით
დაფარულია,რითაც ხელოვანი
კონკრეტიკას არიდებს თავს და
აზოგადებს ქალურ საწყისს,ასევე
გვეუბნება, რომ ის არა
კონკრეტული ქალი,არამედ
ქალური საწყისის
განსაზღვრებაა.
ვილენდორფის ვენუსს შესაძლოა,რომ მაგიური ან
ქანდაკებაზე ხაზგასმულია ის ფორმები,რომლებიც ქალს
რიტუალური დანიშნულება ჰქონოდა.ვენუსი
მამაკაცისგან განასხვავებს და რომლების მომავალი ქალური ნაყოფიერების იდეის,არსის ქანდაკებაა
თაობების გაჩენისა და გამოკვებისთვისაა აუცილებელი . და არა ქალის.

You might also like