„თეთრ კუნძულზე“ გატარებული არდადეგები გონებაში სამუდამოდ ჩაგებეჭდებათ. იბიცა სანაპიროებს მიღმა, ბევრ საინტერესო რამეს გთავაზობთ. ჩვენ ამ ცნობილი ესპანური კუნძულის 13 მთავარი ღირსშესანიშნაობა შეგირჩიეთ.

ბენირას სანაპირო/Benirrás Beach

ეს სანაპირო სუფთა წყლითა და ნაპირით გამოირჩევა. ყოველ კვირა დღეს, აქ გარკვეული ჯგუფები იკრიბებიან და მზის ჩასვლის წინ სხვადასხვა საკრავებზე უკრავენ. ხედი უდაოდ შთამბეჭდავია: წყალში აღმართული უცნაური ფორმის ქვები და დაისის ფერები.

იბიცას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი/Ibiza Museum of Contemporary Art

ამ პატარა კუნძულს საკმაოდ წონიანი საერთაშორისოდ ცნობილი მუზეუმი აქვს, სადაც საოცარ ხელოვნების ნიმუშებს აღმოაჩენთ. დროებითი გამოფენების სახით წარმოდგენილები არიან სხვადასხვა მოდის ბრენდებიც. ისტორიული შენობა შუშის იატაკითაა აღდგენილი.

ბარი ანიტა/Bar Anita

ეს პოპულარული ბარი სან კარლოსშია, პატარა ფოტოგენურ სოფელში, კუნძულის ჩრდილოეთით, სადაც 60-70-იან წლებში ჰიპური მოძრაობები ბობოქრობდა. ანიტა დღემდე სოციალური ჰაბია, სადაც ადგილობრივები და ტურისტები იკრიბებიან. კედელზე არტისტების ნამუშევრებს აღმოაჩენთ, ერთგვარ დონაციებს აქ მოხვედრის შემდეგ.

კალა კომტე/Cala Comte

კალა კომტე პატარა სანაპიროა მათთვის, ვისაც უყვარს ზღვა, მაგრამ არ უყვარს ქვიშა. წყალი ღრმა არაა და ბავშვებისთვის მშვენიერი ადგილია. აქ მთელ დღეს თავისუფლად გაიყვანთ და ულამაზეს მზის ჩასვლასაც რომელიმე რესტორნიდან დააკვირდებით.

ჰიპების ბაზრობა/Hippy markets

იბიცას ჰიპების ბაზრობები ფერადი, გასართობი ადგილია, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ სუვენირები, მიირთვათ გემრიელი საკვები და მოუსმინოთ ლაივ მუსიკას. Las Dalias ორშაბათობით და სამშაბათობითაა ღია, საღამოს 7-დან. Punta Arabi უძველესი ჰიპური ბაზრობაა და ყოველ ოთხშაბათს გიმასპინძლებთ. ამ ადგილებში საბავშვო სივრცეებიცაა მოწყობილი, სადაც პატარები დროს მხიარულად ატარებენ.

დალტ ვილა/Dalt Vila

დალტ ვილა ანუ „ზედა ქალაქი“ იბიცას ძველი უბანია და მთაზე მდებარეობს, ანტიკური კედლებითა და ზღვის ხედით. ის არამხოლოდ ტურისტული ღირსშესანიშნაობა, არამედ ადგილობრივებისთვისაც სასიამოვნო ლოკაციაა. აქ პატარა მაღაზიებს, გალერეებს, მუზეუმებს და რესტორნებს მიაგნებთ წვრილ ქუჩებზე.

კაფე დელ მარი/Café del Mar

ეს საკულტო კაფე 1980 წელს გაიხსნა და მუსიკის მოყვარულებს სასიამოვნო დროის გატარებას ჰპირდება. კაფე დელ მარს ბევრი ცნობილი ალბომის ჩანაწერი აქვს და დიდ ტერასაზე, კოქტეილებთან ერთად, დაუვიწყარ საღამოს მოგიწყობთ. ამ ადგილს იბიცაზე ყოფნის დროს, ერთხელ მაინც უნდა ესტუმროთ!

ეს ვედრა/Es Vedrà

ეს დაუსახლებელი კუნძულია, რომელსაც მსოფლიოში რიგით მესამე ყველაზე მაგნიტურ ადგილს უწოდებენ. ეს ვედრას შესახებ უამრავი მითი და ლეგენდა არსებობს, ამიტომაც თავს მისტიკურობით ნამდვილად მოგაწონებთ.

კაფე კრუასან შოუ/Croissant Show

ეს ადგილი იბიცას სული და გულია. აქ ადამიანები არამხოლოდ ყავის დასალევად და ფუნთუშეულის მისართმევად მოდიან, არამედ სხვებზე დასაკვირვებლად, მათთან სასაუბროდ და დამფუძნებლის, ანდრეს გულთბილი მასპინძლობის გამო. მეგობრული და ექსტრავაგანტური ანდრე, თავის პატარა დაწესებულებას მართლაც რომ შოუდ აქცევს. დილაობით აქ კლუბებიდან დაბრუნებულ ხალხს შენიშნავთ, რომლებიც ყავაზე და საუზმეზე სწორედ აქ მოდიან.

სან მარკას გამოქვაბულები/C’an Marça Caves

სტალაგმიტებითა და სტალაქტიდებით სავსე სან მარკა ხელოვნურ ჩანჩქერსაც მოიცავს. ზაფხულის ცხელ დღეებში აქ მოხვედრით ნამდვილად განიტვირთებით. შესასვლელში სხვადასხვა ტურებს შემოგთავაზებენ.

აკვარიუმი/Aquarium Cap Blanc

იბიცას აკვარიუმი დიდ გამოქვაბულში მდებარეობს. აქ ბევრ ულამაზეს თევზს იხილავთ და წყალქვეშა სამყაროს სულ სხვა ფერებში დაინახავთ. აკვარიუმის დათვალიერების შემდეგ, შეგიძლიათ აქვე მდებარე ტერასიან კაფეში რაიმე გემრიელი მიირთვათ.

სანაპირო სანსეტ აშრამი/Sunset Ashram

ეს ულამაზესი სანაპირო მზის ჩასვლის საყურებლად საუკეთესო ადგილია. ფონად დიჯეის მუსიკას მოისმენთ და სრულ რელაქსაციას მიიღებთ. უმჯობესი იქნება თუ სანაპიროს რესტორანში ადგილს წინასწარ დაჯავშნით, რადგანაც საღამოები აქ მუდამ გადატვირთულია.

იბიცას კათედრალი/Ibiza Cathedral

იბიცას კათედრალიდან საუცხოო ხედები იშლება ზღვაზე. ის მე-14/მე-15 საუკუნეებში ააგეს, თუმცა რელიგიურ ნაგებობად მოგვიანებით ჩამოყალიბდა. სურვილის შემთხვევაში, ადით მთაზე და გოთიკურ ტაძარს ხევიდან გადმოხედეთ.

10 ყველაზე ლამაზი სანაპირო იბიცაზე