SlideShare a Scribd company logo
1 of 26
zogierTi kenkrovani da
samkurnalo mcenare
saqarTveloSi
აკაკი
აკაკი (ლათ. Celtis) — მცენარეების გვარი კანაფისებრთა ოჯახისა. უმეტესად ხეა, იშვიათად —
ბუჩქი. აერთიანებს 75-მდე სახეობას. გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ
სარტყელსა და ტროპიკებში. ზომიერი სარტყლის მშრალ ადგილებში გვხვდება
ფოთოლმცვივანი, ტროპიკებსა და სუბტროპიკებში ხშირად — მარადმწვანე სახეობები. აკაკის
მორიგეობით განლაგებული ფოთლები ჩვეულებრივ ასიმეტრიულია, დაკბილული,
იშვიათად — კიდემთლიანი. ნაყოფი — კურკიანაა, იჭმევა.
დასავლეთ საქართველოში გვხვდება სამხრეთის აკაკი (Celtis australis), აღმოსავლეთ
საქართველოში — კავკასიური (Celtis caucasica) და შიშველი აკაკი (Celtis dlabrata),
რომლებიც მთელ კავკასიაშია გავრცელებული. აკაკი სინათლისა და სითბოს მოყვარული,
გვალვაგამძლე მცენარეა. კარგად ეგუება მშრალ, ქვაღორღიან და კლდოვან ადგილებს. მის
მაგარ მერქანს იყენებენ სადურგლო საქმეში. ქერქი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს.
ანწლი და დიდგულა
ანწლი (Sambucus), ყვავილოვან მცენარეთა გვარი ცხრატყავისებრთა ოჯახისა. ბუჩქები ან მცირე ზომის
ხეებია, იშვიათად კი მრავალწლოვანი ბალახები. ანწლის ფოთლები ფრთისებრია, მოპირისპირედ
განლაგებული, ყვავილები ხუთწევრიანი, აქტინომორფული, ფარის ან ქოლგის მსგავსად შეკრებილი.
ნაყოფი წვნიანი, შავი ან წითლი კენკრაა. გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ზომიერ და
სუბტროპიკულ ზონებში (გარდა ცენტრალურ და სამხრეთ აფრიკისა). ცნობილია 40 სახეობა. მათ შორის
საქართველოში 2 - დიდგულა (Sambucus nigra) და საკუთრივ ანწლი (Sambucus ebulus), რომელიც
მყრალი ბალახოვანი მცენარეა. აქვს სწორი 0,5-1,5 მ სიმაღლის დაღარული ღერო, საგველასებრ
ყვავილედებად შეკრებილი ყვავილები, მრგვალი შავი ნაყოფი. იზრდება ტყის სარტყელში - ფოთლოვან
ტყეებში. ტყის პირებზე და სხვა ადგილებში, ზოგჯერ ქმნის რაყას. ყვავილი შეიცავს ეთეროვან ზეთს; ნაყენს
მედიცინაში იყენებენ.
გუმი
გოუმი, გომი, ნათსუგუმი, ვერცხლის ალუბლის კენკრა (Goumi, Gumi, Natsugumi, end Cherry silverberry) — ფშატის სახეობა,
რომლის სამშობლოა ჩინეთი, კორეა და იაპონია.
გოუმი ფოთლოვანი ან ნახევრად მარადმწვანე ბუჩქი ან პატარა ხე. იზრდება 2-8 მ სიმაღლის, 30 სმ დიამეტრის მუქი ყავისფერი
მერქნით; ფოთლებით 3-10 სმ სიგრძის და 2-5 სმ სიგანის, მომწვანო ზემოდან და მოვერცხლისფეროდან ფორთოხლისფერ–
მოყავისფრო ქვემოდან. ფერმკრთალი მოყვითალო–თეთრი 1.5 სმ სიგრძის ყვავილები სურნელოვანია და წარმოდგენილია
ჯგუფებად; ყვავის შუა გაზაფხულზე.
ნაყოფი გამოაქვს ივნისის შუა რიცხვებში. იწევა შემოდგომით.
ნაყოფი მრგვალი ან ოვალურია. 1 სმ–მდე სიგრძის, ვერცხლისფერი, ფორთოხლისფერი, მღვრიე მოწითალო, მოვერცხლისფრო
ან ყავისფერი. ნაყოფი წვნიანია და საკვებად ვარგისი, ტკბილია, მაგრამ ოდნავ მომჟაო.
ისევე, როგორც სხვა ჯიშის კენკროვანი მცენარეები, იზრდება ღარიბი ნიადაგის პირობებშიც.
ჩინელების ტრადიციების მიხედვით, აქვს სამკურნალო ღირებულებები. ის ამცირებს ქოლესტერინის რაოდენობას სისხლში და
შეიცავს სხვადასხვა სარგებელო ვიტამინს. თუმცა, მეცნიერული მტკიცებულება აღნიშნულზე, ჯერჯერობით, არ არსებობს.
გოუმი ზოგჯერ იზრდება ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, როგორც ეგზოტიკური და დეკორატიული სახეობა
ზღმარტლი
ზღმარტლი (Mespilus) — ფოთოლმცვივანი მცენარეების გვარი ვარდისებრთა ოჯახისა.
მისი ერთადერთი სახეობა — ჩვეულებრივი ზღმარტლი (Mespilus germanuca) ტანდაბალი (3-6 მ-მდე სიმაღლის) ეკლიანი ხე
ან ბუჩქია. აქვს ლანცეტა ან კვერცხისებრი მოკლეყუნწიანი ფოთლები და დიდი, თეთრი მარტოული ყვავილები;
ნაყოფი მომრგვალო კენკრაა; რბილობი მაგარი, უკვე გადამწიფებული რბილი და ტკბილია, იჭმევა.
ველურად გვხვდება ირანში, მცირე აზიაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, კავკასიაში, ყირიმსა და თურქმენეთში.
საქართველოში იზრდება ქვეტყედ მთის ქვედა და შუა სარტყელში, განსაკუთრებით მუხნარებში. მრავლდება თესლით,
ძირკვისა და ფესვის ამონაყარით, ამრავლებენ მყნობით. ნაყოფი შეიცავს შაქრებსა და C ვიტამინს;
ქერქი, ფოთლები და მკვახე ნაყოფი - მთრიმლავ ნივთიერებებს. მერქანს იყენებენ სახარატო ნაკეთობისათვის. თაფლოვანია.
აშენებენ ევროპის ზოგ ქვეყანასა და აშშ-ში.
კვრინჩხი
კვრინჩხი (ლათ. Prunus spinosa) — ეკლიანი ბუჩქი ან პატარა ხე ვარდისებრთა ოჯახის კურკოვანთა გვარისა.
მორფოლოგიური ნიშან-თვისებების მიხედვით ახლოს დგას ქლიავთან (P. domestica). მისი სიმაღლე 5 მ
აღწევს. დაკბილული და წამახული ფოთლები აქვს. ლეგა ნაფიფქით დაფარული მუქი ლურჯი ნაყოფი
მწკლარტე და მომჟავო-მოტკბო. ყვავის აპრილ-მაისში, ფოთლის გამოტანამდე. ნაყოფი მწიფდება აგვისტო-
სექტემბერში. ველურად იზრდება დასავლეთ ევროპაში, მცირე აზიასა და ირანში. მთაში 1200-1600 -მდე
ადის. საქართველოში მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილში იზრდება. კვრინჩხი სინათლის მოყვარულია,
სიცხესაც უძლებს და სიცივესაც. კვრინჩხის ფესვს უხვი ნაბარტყი აქვს. თაფლოვანია. ნაყოფს ახმობენ
კერკად შეჭამანდისთვის. მისგანვე ამზადებენ ღვინოს, მურაბას, მარმელადს, ძმარს, ხდიან არაყს. იყენებენ
ცოცხალ ღობედ, დეკორატიულ ბაღთმშენებლობაში.
კოწახური
კოწახური (Berberis vulgaris) კოწახურისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. არის 3–5 მეტრი სიმაღლის ბუჩქი.
აქვს ძლიერი ფესვი და გამერქნებული ფესვურები. ყლორტები მოფენილია წვეტიანი ეკლებით. ნაყოფი წითელი
წაგრძელებული ფორმის კენკრაა. ყვავის მაის–ივნისში, დამწიფებას აგვისტო–სექტემბერში იწყებს. მტევნები
ბუჩქებზე შუა ზამთრამდე ჰკიდია.
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში კოწახურს სხვადასხვაგვარად უწოდებენ: მაჭი, ცაცხვ, დუცხუ, კავაღი,
ცხაცხუ, ცაცხუ, ცხაცხვი, ზესხრა, ფაჩა.
კოწახურს აქვს ნაღვლმდენი, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, სისხლდენის შემაჩერებელი თვისებები.
მაჟალო
საშუალო სიმაღლის ან მაღალი ხე, ისხამს პატარა ზომის მომჟავო ნაყოფს, ტყის ვაშლი.
მაჟალოს ნაყოფი დიდი რაოდენობით მიდის ღვინის დასამზადებლად, მისგანვე კეთდება
ნაირგვარი წვენები, სიროფი, ესენცია, ბურახი, მურაბა და ხილფაფა.
საუცხოო მასალაა მარმელადის, ტყლაპის და სხვა ტკბილეულისათვის. მაჟალოსგან კეთდება
კისელი და კომპოტი.
ნედლ მაჟალოს გააჩნია ორგანიზმის მომმაგრებელი თვისება და ამის გამო დიეტურ საშუალებად
ითვლება, ფართოდ გამოიყენება ავიტამინოზისა და კუჭაშლილობის დროს, ნაყენი კი –
სისხლნაკლოვანების დროს.
მაყვალი
მაყვალი (ლათ. Rubus fruticosus) — მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა. მეტწილად ხვიარა ბუჩქებია. აქვს ეკლებით ან
ჯაგრებით მოფენილი გრძელი ღეროები. პირველი წლის ყლორტებზე — ტურიონებზე — მხოლოდ ფოთლებია,
მეორე წლის ყლორტებზე კი — ყვავილები და ნაყოფები. ყვავილები მარტოულია, უფრო იშვიათად ყვავილედებად
შეკრებილი. ნაყოფი კრებადია და შედგება წითელი ან მოწითალო-მოშავო ნაფიფქიანი წვნიანი კურკიანებიაგან.
მაყვალის 200-მდე სახეობა გავრცელებულია ევრაზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში 37 სახეობა
გვხვდება, მათგან 27 საქართველოს ენდემია. მაყვლის ღერო და ფოთლები მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავს
მთრიმლავ ნივთიერებებს, ნაყოფი — 4-8% შაქრებს, 0,6—1,4% მჟავებს, C ვიტამინს და კაროტინს. იყენებენ ნედლად,
აკეთებენ მურაბას, ჯემს და სხვა ნაწარს. ცნობილია კულტურული მაყვლის დაახლოებით 300-მდე ჯიში.
მოცვი (თუშეთში ეძახიან ჟოლს)
მოცვი (Vaccinium), მცენარეთა გვარი მანანასებრთა ოჯახისა. მარადმწვანე ან ფოთოლმცვივანი ნახევრად
ბუჩქები ან ბუჩქებია. აერთიანებს 100-მდე სახეობას. საქართველოში ამ გვარის 4 სახეობა გვხვდება. მათგან
სამი — მთის მოცვი (Vaccinium myrtillus), ლურჯი მოცვი (Vaccinium uliginosum) და წითელი
მოცვი (Vaccinium vitis-idea) ბორეალური ელემენტებია და გავრცელებულია ჰოლარქტიკული სამყაროს
სუბალპურ და ალპურ სარტყელში ერთი კი — კავკასიური მოცვი (ანუ მაღალი მოცვი) იზრდება მთის ქვედა
და შუა სარტყლების კოლხური ტიპის ტყეებში და ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიაში. მთის მოცვი მეტად
დაბალი ბუჩქია. ჩვენში იზრდება სუბალპურ ტყეებში, გვხვდება უფრო მაღლაც — დეკიანებში. ბევრია
თუშეთში, წითელ მოცვთან და შქერთან ერთად ქმნის მოცვიანებს. ყვავის მაის-ივნისში, ნაყოფი უმწიფდება
ივლის-აგვისტოში. მოცვის ნაყოფი მომჟავო ტკბილია. იჭმება ნედლად, ამზადებენ მურაბასაც, შეიცავს C
ვიტამინს, მთრიმლავ ნივთიერებებს. გამხმარ ნაყოფს ხმარობენ მედიცინაში კუჭის შემკვრელ საშუალებად.
ნორჩი ფოთლების ნახარში საუკეთესო ოფლმდენი საშუალებაა. კარგი თაფლოვანი მცენარეა.
მოცხარი (ხუნწი)
მოცხარი, ხუნწი (Ribes) — მცენარეთა გვარი ხუნწისებრთა ოჯახისა. 1-3 მ სიმაღლის ბუჩქებია. სხვადასხვა ფერის (წითელი,
ყვითელი, ნარინჯისფერი, მოშავო) კენკრა ნაყოფი აქვთ. 150-მდე სახეობა გავრცელებულია ჩრდილოეთ
ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში. საქართველოში ბუნებრივად იზრდება 3 სახეობა: კლდის მოცხარი (Ribes
biebersteinii), აღმოსავლური მოცხარი (Ribes orientale) და მთის მოცხარი(Ribes alpinum), რომელთაგან პირველი კავკასია-
ანატოლიის სახეობაა, მეორე გავრცელებულია კავკასიაში, ანატოლიასა და ირანში, მესამე კი — ჩრდილოეთ და შუა
ევროპაში, კავკასიასა და ანატოლიაში. ჩვენში გავრცელებულია სახეობები უეკლო ბუჩქებია. კულტურაში ცნობილია
მოცხრის მრავალი ჯიში, მ. შ. აღსანიშნავია წითელი და შავი მოცხარი. შავი მოცხრის კენკრა საუკეთესო სამკურნალო და
საკვებია, იყენებენ ნედლად, გამხმარს, გაყინულს; ამზადებენ მურაბას, წვენს, ღვინოს და სხვა. წითელი მოცხრის ნაყოფს
ხმარობენ ნედლად და გადამუშავებულს. ორივე მრავლდება კალმით და გადაწიდენით. ოქროსფერ მოცხარს იყენებენ
როგორც დეკორატიულ ბუჩქს, აგრეთვე ტყისსაცავ ზოლში და საძირედ ხურტკმელისა და მოცხრის შტამბიანი ფორმის
მისაღებად.
პანტა
კავკასიური პანტა (ლათ. Pyrus caucasica) — მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა. იზრდება ზღვის
დონიდან 1600 მ სიმაღლემდე. კავკასიის ფლორის ენდემია, მაგრამ ჩვენში ფართოდ არის
გავრცელებული. სწრაფმზარდი ეკლიანი ხეა, მრგვალი ან შებრტყელებულსფეროსებრი ნაყოფი აქვს;
იჭმება, ხდიან არაყს, ამზადებენ ძმარს. მერქანი მაღალი ღირსებისაა, იყენებენ მსხლის კულტურის
ჯიშების საძირედ.[1]ზემორაჭულად ეწოდება პანტა-მსხალი.
ჟოლო (თუშურად ხვაფა; რაჭულად
ბამბამაყვალა)
ჟოლო (ლათ. Rubus idaeus) — მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა. ფოთოლმცვივანი ბუჩქბალახია, მისი
სიმაღლეს 1-3 მ აღწევს. მიწისქვეშა ნაწილი მრავალწლოვანი ფესურაა, მიწისზედა — ერთ- და ორწლოვანი
მწვანე, წითელი ან იისფერი ყლორტია, რომელიც დაფარულია სხვადასხვა სიდიდისა და ფორმის ქაცვებით.
ფოთოლი სამყურა ან ფრთისებრ რთულია, ყვავილი — ორსქესიანი, თეთრი, ნაყოფი — კენკრა, ფერად
ყვითელი, წითელი ან მუქი მეწამული. მრავლდება თესლით (ახალი ჯიშის მისაღებად) და ვეგეტატიურად.
ცნობილია ჟოლოს 120-ზე მეტი სახეობა. ფართოდაა გავრცელებული ყველგან. იყენებენ საჭმელად —
ნედლად და გადამუშავებულს. მედიცინაში გამხმარი ნაყოფის ნახარში ოფლმდენი საშუალებაა.
სვია
იყენებენ პურის საფუარად. აუცილებელი ატრიბუტია ლუდის დასამზადებლად.
ფშატი
შესაძლოა, ბევრმა არც იცის, რომ ხე-მცენარე ფშატი, რომელიც საქართველოშიც გვხვდება, განსაკუთრებული სამკურნალო
თვისებებით გამოირჩევა.
როგორც ირკვევა მედიცინაში იყენებენ როგორც მის ნაყოფს, ასევე ფოთლებსაც.
ფშატი - ვერცხლისფერ-მოთეთრო ჩვილყლორტებიანი ხეა, რომლის სიმაღლეც დაახლოებით 3-7 მეტრს აღწევს, თუმცა
მისი დეკორატიულ მცენარედ გამოყენებისას, ბუჩქის ფორმასაც აძლევენ.
ფშატი ჭალის მცენარედ მიიჩნევა და ნესტიან ადგილებში იზრდება, თუმცა მას დიდი სიმშრალის ატანაც შეუძლია.
ადვილად მრავლდება როგორც თესლით, ასევე ფესვის ნაბარტყით. მსოფლიოში ფშატის 50-70 სახეობა არსებობს. ფშატი
ძალიან კარგია მეხსიერების გასაუმჯობესებლად. ასევე ამცირებს მალარიის გავრცელების რისკს და ხელს უწყობს
შარდმდენი სისტემის მოწესრიგებას. გარდა ჩამოთვლისისა, მისი მიღება აუცილებელია იმ ადამიანებისთვის, ვისაც
გულსისხლძარღვთა სისტემის, კოლიტისა და ბრონქიტის პრობლემები აქვთ. მოკლედ, ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი
და უმნიშვნელო მცენარე ძალიან სასარგებლო ყოფილა ჩვენი ორგანიზმისთვის. ფშატი საქართველოშიც საკმაოდ
გავრცელებულია, ყველაზე ხშირად კი ქართლსა და კახეთში ვხვდებით.
ქაცვი
ქაცვი (ლათ. Hippophae) — ხშირტოტებიანი ბუჩქოვანი მცენარეა ფშატისებრთა ოჯახიდან, სიმაღლით 1,5-3,5 მ, იშვიათად 10
მ. სიმაღლის ხეა. ფოთლები მორიგეობითია, მოკლე ყუნწებით, ხაზურ-ლანცეტა, ზემოდან მონაცისფრო-მუქი მწვანეა,
ქვემოდან მოვერცხლისფრო-თეთრი. ყვავილები ორბინიანია, სწორი ჯამისებური, უფურცლო ყვავილსაფარით.
ნაყოფი წვნიანი, პრიალა, ნარინჯისფერი, ყვითელი ან მოწითალოა, სფეროსებრი ფორმის, ზიან ძალიან მოკლე
ნაყოფსამაგრზე, რომელიც სქლად ერთხმის ტოტს.
ნაყოფები საჭმელად ვარგისია, მომჟავო, მდიდარი ვიტამინებით ანანასის სუნით. შეიცავს 3,5%-მდე შაქარს, 2,6% მჟავებს, 8%
ცხიმოვან ზეთებს 300-450 მგ.% C-ვიტამინს, კაროტინს, B1, B2, BC (ფოთლის მჟავა) და E ვიტამინებს. ნაყოფში შემავალი ზეთი
მიდის ჭრილობის შემხორცებელი წამლების დასამზადებლად.
ხალხურ მედიცინაში ქაცვის ნაყოფებს იყენებენ როგორც ტკივილგამაყუჩებელ, კუჭის სამკურნალო და სურავანდის
საწინააღმდეგო საშუალებას. გამოიყენება აგრეთვე ქაცვის ფოთლებიც. ისინი შეიცავს 230-260 მგ.% C-ვიტამინს და 10%-მდე
მთრიმლავ ნივთიერებებს. ნორჩი ყლორტებისა და ფოთლებისაგან იღებენ შავ, ხოლო ნაყოფებიდან – ყვითელ საღებავებს.
შავი კუნელი
შავი კუნელი — შავ კუნელს მას ნაყოფის გამო უწოდებენ. ეს 3-8 მეტრის სიმაღლის ხეა, თუმცა ხანდახან გვხვდება 12
მეტრიანიც, რომელსაც ეკლებით დაფარული ტოტები აქვს.
შავი კუნლის ფოთლები სხვადასხვა მოყვანილობისაა. საყვავილე ყლორტებზე განვითარებული ქვედა ფოთლები
სამნაკვთიანია, ხოლო დანარჩენი ფრთისებრ დაყოფილია 5-7 ბლაგვ ან წაწვეტებულ ნაკვეთებად.უნაყოფო ყლორტების
ფოთლები უფრო დიდი ზომისაა და უფრო ღრმად განკვეთილი.
ყვავილობას შავი კუნელი დაბლობებზე მაისში იწყებს, ხოლო მთებში - ივნისში. ძალიან ლამაზი სანახავია აყვავებული
კუნელი.
შავი კუნელი საქართველოში ყველგან იზრდება, როგორც აღმოსავლეთ,
ისე დასავლეთ საქართველოს ვაკისა და მთის ტყეებში შუა სარტყლამდე.
შავი კუნლის ნაყოფი იჭმება, ზოგან გამხმარ ნაყოფებს ფქვავენ, ურევენ პურის ფქვილში და ტკბილ კვერებს აცხობენ.
ნორჩი ფოთლისაგან ჩაისებრი სასმელები მზადდება.
შავ კუნელს მერქანი მაგარი აქვს, მკვრივი, ადვილად მუშავდება და გამოდგება წვრილმანი ნივთების დასამზადებლად.
შოთხვი
შოთხვი (ლათ. Prunus padus) — მცენარის სახეობა ვარდისებრთა ოჯახისა. ტანდაბალი ხე ან იშვიათად
ბუჩქნარია. სიმაღლე 0,6-10 მ. აქვს წაგრძელებული და ხშირი ვარჯი. ქერქი მქრქალია, მოვაშო-
მონაცისფრო. ფოთლების სიგრძე 3-10 (იშვიათად 15) სმ აღწევს. ყვავილები თეთრი ან ვარდისფერი აქვს.
ნაყოფი შავია და სფეროსებრი მოყვანილობის, დიამეტრი — 8-10 მმ. გავრცელების ბუნებრივი
არეალია: ჩრდილოეთი
აფრიკა (მაროკო), სამხრეთი, ცენტრალური, დასავლეთი, ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი
ევროპა, მცირე, ცენტრალური და აღმოსავლეთი აზია, სამხრეთი კავკასია. უპირატესობას ანიჭებს ნოყიერ
ნიადაგს. უმეტესწილად იზრდება მდინარეთა ნაპირებზე, მდინარისპირა ტყეებში, ბუჩქნარებში და სხვ.
მრავლდება ვეგეტატიურად, ზოგჯერ თესლით. კულტივირებულია როგორც დეკორატიული მცენარე.
სამკურნალოა.
ჩიტავაშლა
ჩიტავაშლა (ლათ. Pyracantha coccinea) — ზაფხულმწვანე, ძლიერ ეკლიანი ბუჩქი ვარდისებრთა ოჯახისა.
მისი სიმაღლე 1,5-დან 2 (6) მ აღწევს. გაშლილი ვარჯი აქვს. გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთსა
და წინა აზიაში, მათ შორის, ამიერკავკასიაში. საქართველოში ყველგან ვხვდებით მთის შუა სარტყლამდე
ბუჩქნარებში, ტყის პირას, ქვეტყედ მეჩხერ მუხნარებსა და ღვიიანებში, ქვიან ფერდობებზე. ყვავილობს მაის-
ივნისში, მსხმოიარობს სექტემბერ-ოქტომბერში. ნაყოფი მცენარეზე რჩება ზამთრამდე, ამიტომ
მნიშვნელოვანი საკვებია გარეული ფრინველებისათვის. დეკორაციული ბუჩქია, ზამთარში ფოთლები ზედ
რჩება და ფერს იცვლის. იყენებენ ცოცხალ ღობედ (შეკრეჭას კარგად იტანს) და მინდორსაცავი ტყის ზოლების
გასაშენებლად. თაფლოვანია. — 25°-მდე ყინვას უძლებს. ამრავლებენ თესლით, კალმით, გადაწვენით და
ჩიტაკომშაზე მყნობით.
ცირცელი (ჭნავი)
ცირცელი (ლათ. Sorbus aucuparia) — ბუჩქი ან პატარა ხე Sorbus გვარის, ვარდისებრთა ოჯახიდან. ნაცრისფერი,
გლუვი ვარჯით, ბეწვიანი ახალგაზრდა ტოტებით და კენტფრთართული ფოთოლაკიანი ფოთლებით. თეთრი ყვავილები
ფარისებრ თანაყვავილედებშია შეკრებილი. ნაყოფი თითქმის ბურთივით მრგვალია, ვაშლისებრი ფორმის, წვნიანი, მკვეთრი
ნარინჯისფერი-მოწითალოა.
ნაყოფები შეიცავს მწარე ნივთიერებებს, შაქარს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინებს C და A-ს (კაროტინი).
ცირცელის ნაყოფი შედის მრავალი ვიტამინური ჩაის შემადგენლობაში. 100 გ გამოწურულ და დაქუცმაცებულ ნაყოფების
გამონაწნეხი შეიცავს 80 მგ კაროტინს (ადამიანისათვის დღიური დოზა შეადგენს 3 მგ-ს). ცირცელში კაროტინი ორჯერ უფრო
მეტია, ვიდრე სტაფილოში, ხალხურ მედიცინაში ცირცელს დიდი ხანია იყენებენ შარდმდენ და საფაღარათო საშუალების
სახით. გამხმარი ნაყოფების ნახარში და ნედლი ნაყოფების წვენი გამოიყენება დიზენტერიის სამკურნალოდ.
ძახველა
ძახველი სამკურნალო და ვიტამინების შემცველი მცენარეა. ის დიეტური და დაბალკალორიული პროდუქტია. ასი გრამი
მხოლოდ 26 კილოკალორიას შეიცავს.
ხალხურ მედიცინაში გამოიყენება მცენარის ქერქიც, ყვავილებიცა და ნაყოფიც.
ძახველის ქერქის ნახარში გამოიყენება კრუნჩხვების, უძილობის, ისტერიის დროს, ასევე როგორც სისხლის აღსადგენი,
ანთების საწინააღმდეგო, ოფლმდენი საშუალება,
ძახველს ზიანის მოტანაც შეუძლია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უზომოდ მიიღებთ მას – С ვიტამინის დიდი
შემცველობის გამო სხეულზე შეიძლება გამონაყარი გაჩნდეს.
წითელი კუნელი
სამკურნალო მიზნით ამზადებენ კუნელის ყვავილსა და ნაყოფს. კუნელის ნაყოფს ამზადებენ მისი სრული
მომწიფების დროს, ხშირად სექტემბერ-ოქტომბერში. კრეფენ მთელ ფარს, შემედგ აცილებენ როგორც
ნაყოფის ყუნწს, ასევე დაუმწიფებელ და გაფუჭებულ ნაყოფს. აშრობენ მზეზე, თბილ შენობებში, ღუმელებში
ან საშრობებში თხელ ფენად. კუნელის ნაყოფში არის შაქარი, ორგანული მჟავები, ფლავონოიდები, ვიტამინი
C, კაროტინი, სათრიმლავი ნივთიერებები, ცხიმოვანი ზეთი. ყვავილი შეიცავს ორგანულ მჟვავებს,
ეთერზეთს, ფოთლები – 230 მგ-მდე ასკორბინის მჟავას, კაროტინს, ღვინის ქვისა და ლიმონმჟავებს, თესლი
შეიცავს ამიგდალინს.
წითელი მოცვი (თუშეთში ეძახიან სტომს)
წითელი მოცვი[1] (ლათ. Vaccinium vitis-idaea) — მცენარე მანანასებრთა ოჯახისა.[2] 25 სანტიმეტრამდე სიმაღლის ბუჩქია.
სუსტად დატოტვილი მცენარეა. ტოტები სწორმდგომი ან მიწაზე გართხმულია. მხოხავი ფესვთა სისტემა აქვს, ნიადაგში 5-10
სანტიმეტრზე ჩადის, მაგრამ ვეგეტაციის პერიოდში 35-80 სანტიმეტრამდე ღრმავდება. ნაყოფი ბურთისებრი ღია-მოწითალო
ფერისაა, ოთხბუდიანი. ფოთლები ელიფსური ან უკუკვერცხისებრია. ყვავილები ზარისებრია. გვირგვინი თეთრი ან მკრთალი
ვარდისფერი აქვს. იზრდება წიწვოვან და შერეულ ტყეებში, ბუჩქნარებში, ტუნდრაში, მშრალ
ტორფნარებში ჩრდილოეთ და ცენტრალურ ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში. თესლი მორუხო-წითელი ფერის კურკაა.
ყვავილობს მაის-ივნისში, ნაყოფი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში.[2] ნაყოფი შეიცავს შაქარს 8-9%, ორგანულ მჟავებს, 2,3%-მდე.
მათ შორის: ლიმონის, ვაშლის და ბენზოინის მჟავებს. აგრეთვე შეიცავს პექტონებს, თრიმლავ ნივთიერებებს, კაროტინს და სხვ.
სამკურნალოდ გამოიყენება წითელი მოცვის ფოთლები და ნაყოფი;[2] საქართველოშიგვხვდება მთაგორიან ადგილებში, ტყეებში,
ძირითადად შერეულ ან ფიჭვნარ ტყეებში, თითქმის ალპურ ზონამდე;[2] ხშირია აჭარა-გურიის მთებში, აფხაზეთში, რაჭა-
ლეჩხუმში, სვანეთში, ქართლში, თუშეთში, ფშავ-ხევსურეთში.[3]
ხურტკმელი
ხურტკმელი (კინკრიჟა) ხურტკმელის ნაყოფი (კენკრა) 13,5 პროცენტამდე შაქრებს, 2 პროცენტამდე ლიმონის, ვაშლის
და სხვა მჟავებს, 1 პროცენტზე მეტ პექტინოვან ნივთიერებებს, C, P, B და A ვიტამინებს შეიცავს.
გარდა მის ამის შემადგენლობაში შედის ფოსფორი, სპილენძი, რკინა, კალიამი. ნატრიუმი, კალციუმი და მაგნიუმი. ნედლი
ნაყოფი კარგი ხილია, მისგან ამზადებენ მურაბას, კონფიტიურს, კომპოტს, მარმელადს, ღვინოს და სხვ.
საზამთროდ ნაყოფს ახმობენ, ამზადებენ მარინადს ან კონფიტიურს, ჭყლეტენ, შაქარს აყრიან და ისე ინახავენ. ხურტკმელის
ნაყოფი პოპულარულია ნივთიერებათა ცვლის მოშლისა და გასუქების საწინააღმდეგოდ.
გამოიყენება ათეროსკლეროზის სამკურნალოდ, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, წმენდს სისხლს, ხალხური მედიცინა მას
აგრეთვე იყენებს კუჭსასაქმებლად, შარდ და ნაღველდამდენ საშუალებად,
საუცხოო თაფლოვანი მცენარეა.
ხენდრო
ხენდრო (ლათ. Fragaria moschata) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 30-35 სმ
აღწევს, აქვს სამყურა, დიდი, ღია მწვანე ფოთოლი, თეთრი, ხუთფოთოლაკიანი, ჩვეულებრივ
ცალსქესიანი ყვავილი (კულტურაში გვხვდება ორსქესიანი ყვავილებიც). ნაყოფი წვრილია, მოვარდისფრო-მოიისფრო,
რბილობი — თეთრი, ტკბილი, ძლიერი სპეციფიკური არომატით. ხენდრო საკმაოდ ზამთარგამძლეა, ვერ იტანს გვალვას, უკეთ
იზრდება და მსხმოიარობს ოდნავ ჩრდილიან ადგილებში. ველურად იზრდება ევროპაში. ნაყოფს იყენებენ ნედლად და
გადამუშავებული სახით (მურაბა და სხვა). ცნობილია ჯიშები: შპანკა, მილანური და სხვა. ხენდროს ხშირად
არასწორად მარწყვსაც უწოდებენ. ხენდრო ცნობილია აგრეთვე მუშკის მარწყვის სახელწოდებით. საქართველოში ყველგანაა
გავრცელებული.
gmadlobT yuradRebisaTvis!

More Related Content

Similar to კენკროვანი-მცენარეები-4815[EDU.ARIS.GE].pptx

საქართველოს წითელი წიგნი
საქართველოს წითელი წიგნისაქართველოს წითელი წიგნი
საქართველოს წითელი წიგნიlalipangani
 
საქართველოს ფლორა და ფაუნა
საქართველოს ფლორა და ფაუნასაქართველოს ფლორა და ფაუნა
საქართველოს ფლორა და ფაუნაMaia Mkalavishvili
 
საქართველოს ბიომრავალფეროვნება
საქართველოს ბიომრავალფეროვნებასაქართველოს ბიომრავალფეროვნება
საქართველოს ბიომრავალფეროვნებაtreningigori3
 
ბაღის ფრინველები
ბაღის ფრინველები ბაღის ფრინველები
ბაღის ფრინველები enuqishvili
 

Similar to კენკროვანი-მცენარეები-4815[EDU.ARIS.GE].pptx (7)

საქართველოს წითელი წიგნი
საქართველოს წითელი წიგნისაქართველოს წითელი წიგნი
საქართველოს წითელი წიგნი
 
საქართველოს ფლორა და ფაუნა
საქართველოს ფლორა და ფაუნასაქართველოს ფლორა და ფაუნა
საქართველოს ფლორა და ფაუნა
 
საქართველოს ბიომრავალფეროვნება
საქართველოს ბიომრავალფეროვნებასაქართველოს ბიომრავალფეროვნება
საქართველოს ბიომრავალფეროვნება
 
ნეკერჩხალი
ნეკერჩხალინეკერჩხალი
ნეკერჩხალი
 
Witeli wigni
Witeli  wigniWiteli  wigni
Witeli wigni
 
ბაღის ფრინველები
ბაღის ფრინველები ბაღის ფრინველები
ბაღის ფრინველები
 
ნეკერჩხალი
ნეკერჩხალინეკერჩხალი
ნეკერჩხალი
 

More from MariamZhorzholiani2

ქრისტიანობის-გავრცელება-საქართველოში-2289EDU.ARIS.GE (2).pptx
ქრისტიანობის-გავრცელება-საქართველოში-2289EDU.ARIS.GE (2).pptxქრისტიანობის-გავრცელება-საქართველოში-2289EDU.ARIS.GE (2).pptx
ქრისტიანობის-გავრცელება-საქართველოში-2289EDU.ARIS.GE (2).pptxMariamZhorzholiani2
 
ქრისტიანობის-გავრცელება-საქართველოში-2289EDU.ARIS.GE (1).pptx
ქრისტიანობის-გავრცელება-საქართველოში-2289EDU.ARIS.GE (1).pptxქრისტიანობის-გავრცელება-საქართველოში-2289EDU.ARIS.GE (1).pptx
ქრისტიანობის-გავრცელება-საქართველოში-2289EDU.ARIS.GE (1).pptxMariamZhorzholiani2
 
ცოფის-ვირუსი-5877[EDU.ARIS.GE].pptx
ცოფის-ვირუსი-5877[EDU.ARIS.GE].pptxცოფის-ვირუსი-5877[EDU.ARIS.GE].pptx
ცოფის-ვირუსი-5877[EDU.ARIS.GE].pptxMariamZhorzholiani2
 
იტალია-2442[EDU.ARIS.GE].pptx
იტალია-2442[EDU.ARIS.GE].pptxიტალია-2442[EDU.ARIS.GE].pptx
იტალია-2442[EDU.ARIS.GE].pptxMariamZhorzholiani2
 

More from MariamZhorzholiani2 (6)

Presentation32.pptx
Presentation32.pptxPresentation32.pptx
Presentation32.pptx
 
Presentation29 (1).pptx
Presentation29 (1).pptxPresentation29 (1).pptx
Presentation29 (1).pptx
 
ქრისტიანობის-გავრცელება-საქართველოში-2289EDU.ARIS.GE (2).pptx
ქრისტიანობის-გავრცელება-საქართველოში-2289EDU.ARIS.GE (2).pptxქრისტიანობის-გავრცელება-საქართველოში-2289EDU.ARIS.GE (2).pptx
ქრისტიანობის-გავრცელება-საქართველოში-2289EDU.ARIS.GE (2).pptx
 
ქრისტიანობის-გავრცელება-საქართველოში-2289EDU.ARIS.GE (1).pptx
ქრისტიანობის-გავრცელება-საქართველოში-2289EDU.ARIS.GE (1).pptxქრისტიანობის-გავრცელება-საქართველოში-2289EDU.ARIS.GE (1).pptx
ქრისტიანობის-გავრცელება-საქართველოში-2289EDU.ARIS.GE (1).pptx
 
ცოფის-ვირუსი-5877[EDU.ARIS.GE].pptx
ცოფის-ვირუსი-5877[EDU.ARIS.GE].pptxცოფის-ვირუსი-5877[EDU.ARIS.GE].pptx
ცოფის-ვირუსი-5877[EDU.ARIS.GE].pptx
 
იტალია-2442[EDU.ARIS.GE].pptx
იტალია-2442[EDU.ARIS.GE].pptxიტალია-2442[EDU.ARIS.GE].pptx
იტალია-2442[EDU.ARIS.GE].pptx
 

კენკროვანი-მცენარეები-4815[EDU.ARIS.GE].pptx

  • 1. zogierTi kenkrovani da samkurnalo mcenare saqarTveloSi
  • 2. აკაკი აკაკი (ლათ. Celtis) — მცენარეების გვარი კანაფისებრთა ოჯახისა. უმეტესად ხეა, იშვიათად — ბუჩქი. აერთიანებს 75-მდე სახეობას. გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელსა და ტროპიკებში. ზომიერი სარტყლის მშრალ ადგილებში გვხვდება ფოთოლმცვივანი, ტროპიკებსა და სუბტროპიკებში ხშირად — მარადმწვანე სახეობები. აკაკის მორიგეობით განლაგებული ფოთლები ჩვეულებრივ ასიმეტრიულია, დაკბილული, იშვიათად — კიდემთლიანი. ნაყოფი — კურკიანაა, იჭმევა. დასავლეთ საქართველოში გვხვდება სამხრეთის აკაკი (Celtis australis), აღმოსავლეთ საქართველოში — კავკასიური (Celtis caucasica) და შიშველი აკაკი (Celtis dlabrata), რომლებიც მთელ კავკასიაშია გავრცელებული. აკაკი სინათლისა და სითბოს მოყვარული, გვალვაგამძლე მცენარეა. კარგად ეგუება მშრალ, ქვაღორღიან და კლდოვან ადგილებს. მის მაგარ მერქანს იყენებენ სადურგლო საქმეში. ქერქი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს.
  • 3. ანწლი და დიდგულა ანწლი (Sambucus), ყვავილოვან მცენარეთა გვარი ცხრატყავისებრთა ოჯახისა. ბუჩქები ან მცირე ზომის ხეებია, იშვიათად კი მრავალწლოვანი ბალახები. ანწლის ფოთლები ფრთისებრია, მოპირისპირედ განლაგებული, ყვავილები ხუთწევრიანი, აქტინომორფული, ფარის ან ქოლგის მსგავსად შეკრებილი. ნაყოფი წვნიანი, შავი ან წითლი კენკრაა. გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ზომიერ და სუბტროპიკულ ზონებში (გარდა ცენტრალურ და სამხრეთ აფრიკისა). ცნობილია 40 სახეობა. მათ შორის საქართველოში 2 - დიდგულა (Sambucus nigra) და საკუთრივ ანწლი (Sambucus ebulus), რომელიც მყრალი ბალახოვანი მცენარეა. აქვს სწორი 0,5-1,5 მ სიმაღლის დაღარული ღერო, საგველასებრ ყვავილედებად შეკრებილი ყვავილები, მრგვალი შავი ნაყოფი. იზრდება ტყის სარტყელში - ფოთლოვან ტყეებში. ტყის პირებზე და სხვა ადგილებში, ზოგჯერ ქმნის რაყას. ყვავილი შეიცავს ეთეროვან ზეთს; ნაყენს მედიცინაში იყენებენ.
  • 4. გუმი გოუმი, გომი, ნათსუგუმი, ვერცხლის ალუბლის კენკრა (Goumi, Gumi, Natsugumi, end Cherry silverberry) — ფშატის სახეობა, რომლის სამშობლოა ჩინეთი, კორეა და იაპონია. გოუმი ფოთლოვანი ან ნახევრად მარადმწვანე ბუჩქი ან პატარა ხე. იზრდება 2-8 მ სიმაღლის, 30 სმ დიამეტრის მუქი ყავისფერი მერქნით; ფოთლებით 3-10 სმ სიგრძის და 2-5 სმ სიგანის, მომწვანო ზემოდან და მოვერცხლისფეროდან ფორთოხლისფერ– მოყავისფრო ქვემოდან. ფერმკრთალი მოყვითალო–თეთრი 1.5 სმ სიგრძის ყვავილები სურნელოვანია და წარმოდგენილია ჯგუფებად; ყვავის შუა გაზაფხულზე. ნაყოფი გამოაქვს ივნისის შუა რიცხვებში. იწევა შემოდგომით. ნაყოფი მრგვალი ან ოვალურია. 1 სმ–მდე სიგრძის, ვერცხლისფერი, ფორთოხლისფერი, მღვრიე მოწითალო, მოვერცხლისფრო ან ყავისფერი. ნაყოფი წვნიანია და საკვებად ვარგისი, ტკბილია, მაგრამ ოდნავ მომჟაო. ისევე, როგორც სხვა ჯიშის კენკროვანი მცენარეები, იზრდება ღარიბი ნიადაგის პირობებშიც. ჩინელების ტრადიციების მიხედვით, აქვს სამკურნალო ღირებულებები. ის ამცირებს ქოლესტერინის რაოდენობას სისხლში და შეიცავს სხვადასხვა სარგებელო ვიტამინს. თუმცა, მეცნიერული მტკიცებულება აღნიშნულზე, ჯერჯერობით, არ არსებობს. გოუმი ზოგჯერ იზრდება ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, როგორც ეგზოტიკური და დეკორატიული სახეობა
  • 5. ზღმარტლი ზღმარტლი (Mespilus) — ფოთოლმცვივანი მცენარეების გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. მისი ერთადერთი სახეობა — ჩვეულებრივი ზღმარტლი (Mespilus germanuca) ტანდაბალი (3-6 მ-მდე სიმაღლის) ეკლიანი ხე ან ბუჩქია. აქვს ლანცეტა ან კვერცხისებრი მოკლეყუნწიანი ფოთლები და დიდი, თეთრი მარტოული ყვავილები; ნაყოფი მომრგვალო კენკრაა; რბილობი მაგარი, უკვე გადამწიფებული რბილი და ტკბილია, იჭმევა. ველურად გვხვდება ირანში, მცირე აზიაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, კავკასიაში, ყირიმსა და თურქმენეთში. საქართველოში იზრდება ქვეტყედ მთის ქვედა და შუა სარტყელში, განსაკუთრებით მუხნარებში. მრავლდება თესლით, ძირკვისა და ფესვის ამონაყარით, ამრავლებენ მყნობით. ნაყოფი შეიცავს შაქრებსა და C ვიტამინს; ქერქი, ფოთლები და მკვახე ნაყოფი - მთრიმლავ ნივთიერებებს. მერქანს იყენებენ სახარატო ნაკეთობისათვის. თაფლოვანია. აშენებენ ევროპის ზოგ ქვეყანასა და აშშ-ში.
  • 6. კვრინჩხი კვრინჩხი (ლათ. Prunus spinosa) — ეკლიანი ბუჩქი ან პატარა ხე ვარდისებრთა ოჯახის კურკოვანთა გვარისა. მორფოლოგიური ნიშან-თვისებების მიხედვით ახლოს დგას ქლიავთან (P. domestica). მისი სიმაღლე 5 მ აღწევს. დაკბილული და წამახული ფოთლები აქვს. ლეგა ნაფიფქით დაფარული მუქი ლურჯი ნაყოფი მწკლარტე და მომჟავო-მოტკბო. ყვავის აპრილ-მაისში, ფოთლის გამოტანამდე. ნაყოფი მწიფდება აგვისტო- სექტემბერში. ველურად იზრდება დასავლეთ ევროპაში, მცირე აზიასა და ირანში. მთაში 1200-1600 -მდე ადის. საქართველოში მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილში იზრდება. კვრინჩხი სინათლის მოყვარულია, სიცხესაც უძლებს და სიცივესაც. კვრინჩხის ფესვს უხვი ნაბარტყი აქვს. თაფლოვანია. ნაყოფს ახმობენ კერკად შეჭამანდისთვის. მისგანვე ამზადებენ ღვინოს, მურაბას, მარმელადს, ძმარს, ხდიან არაყს. იყენებენ ცოცხალ ღობედ, დეკორატიულ ბაღთმშენებლობაში.
  • 7. კოწახური კოწახური (Berberis vulgaris) კოწახურისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. არის 3–5 მეტრი სიმაღლის ბუჩქი. აქვს ძლიერი ფესვი და გამერქნებული ფესვურები. ყლორტები მოფენილია წვეტიანი ეკლებით. ნაყოფი წითელი წაგრძელებული ფორმის კენკრაა. ყვავის მაის–ივნისში, დამწიფებას აგვისტო–სექტემბერში იწყებს. მტევნები ბუჩქებზე შუა ზამთრამდე ჰკიდია. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში კოწახურს სხვადასხვაგვარად უწოდებენ: მაჭი, ცაცხვ, დუცხუ, კავაღი, ცხაცხუ, ცაცხუ, ცხაცხვი, ზესხრა, ფაჩა. კოწახურს აქვს ნაღვლმდენი, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, სისხლდენის შემაჩერებელი თვისებები.
  • 8. მაჟალო საშუალო სიმაღლის ან მაღალი ხე, ისხამს პატარა ზომის მომჟავო ნაყოფს, ტყის ვაშლი. მაჟალოს ნაყოფი დიდი რაოდენობით მიდის ღვინის დასამზადებლად, მისგანვე კეთდება ნაირგვარი წვენები, სიროფი, ესენცია, ბურახი, მურაბა და ხილფაფა. საუცხოო მასალაა მარმელადის, ტყლაპის და სხვა ტკბილეულისათვის. მაჟალოსგან კეთდება კისელი და კომპოტი. ნედლ მაჟალოს გააჩნია ორგანიზმის მომმაგრებელი თვისება და ამის გამო დიეტურ საშუალებად ითვლება, ფართოდ გამოიყენება ავიტამინოზისა და კუჭაშლილობის დროს, ნაყენი კი – სისხლნაკლოვანების დროს.
  • 9. მაყვალი მაყვალი (ლათ. Rubus fruticosus) — მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა. მეტწილად ხვიარა ბუჩქებია. აქვს ეკლებით ან ჯაგრებით მოფენილი გრძელი ღეროები. პირველი წლის ყლორტებზე — ტურიონებზე — მხოლოდ ფოთლებია, მეორე წლის ყლორტებზე კი — ყვავილები და ნაყოფები. ყვავილები მარტოულია, უფრო იშვიათად ყვავილედებად შეკრებილი. ნაყოფი კრებადია და შედგება წითელი ან მოწითალო-მოშავო ნაფიფქიანი წვნიანი კურკიანებიაგან. მაყვალის 200-მდე სახეობა გავრცელებულია ევრაზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში 37 სახეობა გვხვდება, მათგან 27 საქართველოს ენდემია. მაყვლის ღერო და ფოთლები მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ნაყოფი — 4-8% შაქრებს, 0,6—1,4% მჟავებს, C ვიტამინს და კაროტინს. იყენებენ ნედლად, აკეთებენ მურაბას, ჯემს და სხვა ნაწარს. ცნობილია კულტურული მაყვლის დაახლოებით 300-მდე ჯიში.
  • 10. მოცვი (თუშეთში ეძახიან ჟოლს) მოცვი (Vaccinium), მცენარეთა გვარი მანანასებრთა ოჯახისა. მარადმწვანე ან ფოთოლმცვივანი ნახევრად ბუჩქები ან ბუჩქებია. აერთიანებს 100-მდე სახეობას. საქართველოში ამ გვარის 4 სახეობა გვხვდება. მათგან სამი — მთის მოცვი (Vaccinium myrtillus), ლურჯი მოცვი (Vaccinium uliginosum) და წითელი მოცვი (Vaccinium vitis-idea) ბორეალური ელემენტებია და გავრცელებულია ჰოლარქტიკული სამყაროს სუბალპურ და ალპურ სარტყელში ერთი კი — კავკასიური მოცვი (ანუ მაღალი მოცვი) იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლების კოლხური ტიპის ტყეებში და ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიაში. მთის მოცვი მეტად დაბალი ბუჩქია. ჩვენში იზრდება სუბალპურ ტყეებში, გვხვდება უფრო მაღლაც — დეკიანებში. ბევრია თუშეთში, წითელ მოცვთან და შქერთან ერთად ქმნის მოცვიანებს. ყვავის მაის-ივნისში, ნაყოფი უმწიფდება ივლის-აგვისტოში. მოცვის ნაყოფი მომჟავო ტკბილია. იჭმება ნედლად, ამზადებენ მურაბასაც, შეიცავს C ვიტამინს, მთრიმლავ ნივთიერებებს. გამხმარ ნაყოფს ხმარობენ მედიცინაში კუჭის შემკვრელ საშუალებად. ნორჩი ფოთლების ნახარში საუკეთესო ოფლმდენი საშუალებაა. კარგი თაფლოვანი მცენარეა.
  • 11. მოცხარი (ხუნწი) მოცხარი, ხუნწი (Ribes) — მცენარეთა გვარი ხუნწისებრთა ოჯახისა. 1-3 მ სიმაღლის ბუჩქებია. სხვადასხვა ფერის (წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, მოშავო) კენკრა ნაყოფი აქვთ. 150-მდე სახეობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში. საქართველოში ბუნებრივად იზრდება 3 სახეობა: კლდის მოცხარი (Ribes biebersteinii), აღმოსავლური მოცხარი (Ribes orientale) და მთის მოცხარი(Ribes alpinum), რომელთაგან პირველი კავკასია- ანატოლიის სახეობაა, მეორე გავრცელებულია კავკასიაში, ანატოლიასა და ირანში, მესამე კი — ჩრდილოეთ და შუა ევროპაში, კავკასიასა და ანატოლიაში. ჩვენში გავრცელებულია სახეობები უეკლო ბუჩქებია. კულტურაში ცნობილია მოცხრის მრავალი ჯიში, მ. შ. აღსანიშნავია წითელი და შავი მოცხარი. შავი მოცხრის კენკრა საუკეთესო სამკურნალო და საკვებია, იყენებენ ნედლად, გამხმარს, გაყინულს; ამზადებენ მურაბას, წვენს, ღვინოს და სხვა. წითელი მოცხრის ნაყოფს ხმარობენ ნედლად და გადამუშავებულს. ორივე მრავლდება კალმით და გადაწიდენით. ოქროსფერ მოცხარს იყენებენ როგორც დეკორატიულ ბუჩქს, აგრეთვე ტყისსაცავ ზოლში და საძირედ ხურტკმელისა და მოცხრის შტამბიანი ფორმის მისაღებად.
  • 12. პანტა კავკასიური პანტა (ლათ. Pyrus caucasica) — მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა. იზრდება ზღვის დონიდან 1600 მ სიმაღლემდე. კავკასიის ფლორის ენდემია, მაგრამ ჩვენში ფართოდ არის გავრცელებული. სწრაფმზარდი ეკლიანი ხეა, მრგვალი ან შებრტყელებულსფეროსებრი ნაყოფი აქვს; იჭმება, ხდიან არაყს, ამზადებენ ძმარს. მერქანი მაღალი ღირსებისაა, იყენებენ მსხლის კულტურის ჯიშების საძირედ.[1]ზემორაჭულად ეწოდება პანტა-მსხალი.
  • 13. ჟოლო (თუშურად ხვაფა; რაჭულად ბამბამაყვალა) ჟოლო (ლათ. Rubus idaeus) — მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა. ფოთოლმცვივანი ბუჩქბალახია, მისი სიმაღლეს 1-3 მ აღწევს. მიწისქვეშა ნაწილი მრავალწლოვანი ფესურაა, მიწისზედა — ერთ- და ორწლოვანი მწვანე, წითელი ან იისფერი ყლორტია, რომელიც დაფარულია სხვადასხვა სიდიდისა და ფორმის ქაცვებით. ფოთოლი სამყურა ან ფრთისებრ რთულია, ყვავილი — ორსქესიანი, თეთრი, ნაყოფი — კენკრა, ფერად ყვითელი, წითელი ან მუქი მეწამული. მრავლდება თესლით (ახალი ჯიშის მისაღებად) და ვეგეტატიურად. ცნობილია ჟოლოს 120-ზე მეტი სახეობა. ფართოდაა გავრცელებული ყველგან. იყენებენ საჭმელად — ნედლად და გადამუშავებულს. მედიცინაში გამხმარი ნაყოფის ნახარში ოფლმდენი საშუალებაა.
  • 14. სვია იყენებენ პურის საფუარად. აუცილებელი ატრიბუტია ლუდის დასამზადებლად.
  • 15. ფშატი შესაძლოა, ბევრმა არც იცის, რომ ხე-მცენარე ფშატი, რომელიც საქართველოშიც გვხვდება, განსაკუთრებული სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. როგორც ირკვევა მედიცინაში იყენებენ როგორც მის ნაყოფს, ასევე ფოთლებსაც. ფშატი - ვერცხლისფერ-მოთეთრო ჩვილყლორტებიანი ხეა, რომლის სიმაღლეც დაახლოებით 3-7 მეტრს აღწევს, თუმცა მისი დეკორატიულ მცენარედ გამოყენებისას, ბუჩქის ფორმასაც აძლევენ. ფშატი ჭალის მცენარედ მიიჩნევა და ნესტიან ადგილებში იზრდება, თუმცა მას დიდი სიმშრალის ატანაც შეუძლია. ადვილად მრავლდება როგორც თესლით, ასევე ფესვის ნაბარტყით. მსოფლიოში ფშატის 50-70 სახეობა არსებობს. ფშატი ძალიან კარგია მეხსიერების გასაუმჯობესებლად. ასევე ამცირებს მალარიის გავრცელების რისკს და ხელს უწყობს შარდმდენი სისტემის მოწესრიგებას. გარდა ჩამოთვლისისა, მისი მიღება აუცილებელია იმ ადამიანებისთვის, ვისაც გულსისხლძარღვთა სისტემის, კოლიტისა და ბრონქიტის პრობლემები აქვთ. მოკლედ, ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი და უმნიშვნელო მცენარე ძალიან სასარგებლო ყოფილა ჩვენი ორგანიზმისთვის. ფშატი საქართველოშიც საკმაოდ გავრცელებულია, ყველაზე ხშირად კი ქართლსა და კახეთში ვხვდებით.
  • 16. ქაცვი ქაცვი (ლათ. Hippophae) — ხშირტოტებიანი ბუჩქოვანი მცენარეა ფშატისებრთა ოჯახიდან, სიმაღლით 1,5-3,5 მ, იშვიათად 10 მ. სიმაღლის ხეა. ფოთლები მორიგეობითია, მოკლე ყუნწებით, ხაზურ-ლანცეტა, ზემოდან მონაცისფრო-მუქი მწვანეა, ქვემოდან მოვერცხლისფრო-თეთრი. ყვავილები ორბინიანია, სწორი ჯამისებური, უფურცლო ყვავილსაფარით. ნაყოფი წვნიანი, პრიალა, ნარინჯისფერი, ყვითელი ან მოწითალოა, სფეროსებრი ფორმის, ზიან ძალიან მოკლე ნაყოფსამაგრზე, რომელიც სქლად ერთხმის ტოტს. ნაყოფები საჭმელად ვარგისია, მომჟავო, მდიდარი ვიტამინებით ანანასის სუნით. შეიცავს 3,5%-მდე შაქარს, 2,6% მჟავებს, 8% ცხიმოვან ზეთებს 300-450 მგ.% C-ვიტამინს, კაროტინს, B1, B2, BC (ფოთლის მჟავა) და E ვიტამინებს. ნაყოფში შემავალი ზეთი მიდის ჭრილობის შემხორცებელი წამლების დასამზადებლად. ხალხურ მედიცინაში ქაცვის ნაყოფებს იყენებენ როგორც ტკივილგამაყუჩებელ, კუჭის სამკურნალო და სურავანდის საწინააღმდეგო საშუალებას. გამოიყენება აგრეთვე ქაცვის ფოთლებიც. ისინი შეიცავს 230-260 მგ.% C-ვიტამინს და 10%-მდე მთრიმლავ ნივთიერებებს. ნორჩი ყლორტებისა და ფოთლებისაგან იღებენ შავ, ხოლო ნაყოფებიდან – ყვითელ საღებავებს.
  • 17. შავი კუნელი შავი კუნელი — შავ კუნელს მას ნაყოფის გამო უწოდებენ. ეს 3-8 მეტრის სიმაღლის ხეა, თუმცა ხანდახან გვხვდება 12 მეტრიანიც, რომელსაც ეკლებით დაფარული ტოტები აქვს. შავი კუნლის ფოთლები სხვადასხვა მოყვანილობისაა. საყვავილე ყლორტებზე განვითარებული ქვედა ფოთლები სამნაკვთიანია, ხოლო დანარჩენი ფრთისებრ დაყოფილია 5-7 ბლაგვ ან წაწვეტებულ ნაკვეთებად.უნაყოფო ყლორტების ფოთლები უფრო დიდი ზომისაა და უფრო ღრმად განკვეთილი. ყვავილობას შავი კუნელი დაბლობებზე მაისში იწყებს, ხოლო მთებში - ივნისში. ძალიან ლამაზი სანახავია აყვავებული კუნელი. შავი კუნელი საქართველოში ყველგან იზრდება, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს ვაკისა და მთის ტყეებში შუა სარტყლამდე. შავი კუნლის ნაყოფი იჭმება, ზოგან გამხმარ ნაყოფებს ფქვავენ, ურევენ პურის ფქვილში და ტკბილ კვერებს აცხობენ. ნორჩი ფოთლისაგან ჩაისებრი სასმელები მზადდება. შავ კუნელს მერქანი მაგარი აქვს, მკვრივი, ადვილად მუშავდება და გამოდგება წვრილმანი ნივთების დასამზადებლად.
  • 18. შოთხვი შოთხვი (ლათ. Prunus padus) — მცენარის სახეობა ვარდისებრთა ოჯახისა. ტანდაბალი ხე ან იშვიათად ბუჩქნარია. სიმაღლე 0,6-10 მ. აქვს წაგრძელებული და ხშირი ვარჯი. ქერქი მქრქალია, მოვაშო- მონაცისფრო. ფოთლების სიგრძე 3-10 (იშვიათად 15) სმ აღწევს. ყვავილები თეთრი ან ვარდისფერი აქვს. ნაყოფი შავია და სფეროსებრი მოყვანილობის, დიამეტრი — 8-10 მმ. გავრცელების ბუნებრივი არეალია: ჩრდილოეთი აფრიკა (მაროკო), სამხრეთი, ცენტრალური, დასავლეთი, ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი ევროპა, მცირე, ცენტრალური და აღმოსავლეთი აზია, სამხრეთი კავკასია. უპირატესობას ანიჭებს ნოყიერ ნიადაგს. უმეტესწილად იზრდება მდინარეთა ნაპირებზე, მდინარისპირა ტყეებში, ბუჩქნარებში და სხვ. მრავლდება ვეგეტატიურად, ზოგჯერ თესლით. კულტივირებულია როგორც დეკორატიული მცენარე. სამკურნალოა.
  • 19. ჩიტავაშლა ჩიტავაშლა (ლათ. Pyracantha coccinea) — ზაფხულმწვანე, ძლიერ ეკლიანი ბუჩქი ვარდისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 1,5-დან 2 (6) მ აღწევს. გაშლილი ვარჯი აქვს. გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთსა და წინა აზიაში, მათ შორის, ამიერკავკასიაში. საქართველოში ყველგან ვხვდებით მთის შუა სარტყლამდე ბუჩქნარებში, ტყის პირას, ქვეტყედ მეჩხერ მუხნარებსა და ღვიიანებში, ქვიან ფერდობებზე. ყვავილობს მაის- ივნისში, მსხმოიარობს სექტემბერ-ოქტომბერში. ნაყოფი მცენარეზე რჩება ზამთრამდე, ამიტომ მნიშვნელოვანი საკვებია გარეული ფრინველებისათვის. დეკორაციული ბუჩქია, ზამთარში ფოთლები ზედ რჩება და ფერს იცვლის. იყენებენ ცოცხალ ღობედ (შეკრეჭას კარგად იტანს) და მინდორსაცავი ტყის ზოლების გასაშენებლად. თაფლოვანია. — 25°-მდე ყინვას უძლებს. ამრავლებენ თესლით, კალმით, გადაწვენით და ჩიტაკომშაზე მყნობით.
  • 20. ცირცელი (ჭნავი) ცირცელი (ლათ. Sorbus aucuparia) — ბუჩქი ან პატარა ხე Sorbus გვარის, ვარდისებრთა ოჯახიდან. ნაცრისფერი, გლუვი ვარჯით, ბეწვიანი ახალგაზრდა ტოტებით და კენტფრთართული ფოთოლაკიანი ფოთლებით. თეთრი ყვავილები ფარისებრ თანაყვავილედებშია შეკრებილი. ნაყოფი თითქმის ბურთივით მრგვალია, ვაშლისებრი ფორმის, წვნიანი, მკვეთრი ნარინჯისფერი-მოწითალოა. ნაყოფები შეიცავს მწარე ნივთიერებებს, შაქარს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინებს C და A-ს (კაროტინი). ცირცელის ნაყოფი შედის მრავალი ვიტამინური ჩაის შემადგენლობაში. 100 გ გამოწურულ და დაქუცმაცებულ ნაყოფების გამონაწნეხი შეიცავს 80 მგ კაროტინს (ადამიანისათვის დღიური დოზა შეადგენს 3 მგ-ს). ცირცელში კაროტინი ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე სტაფილოში, ხალხურ მედიცინაში ცირცელს დიდი ხანია იყენებენ შარდმდენ და საფაღარათო საშუალების სახით. გამხმარი ნაყოფების ნახარში და ნედლი ნაყოფების წვენი გამოიყენება დიზენტერიის სამკურნალოდ.
  • 21. ძახველა ძახველი სამკურნალო და ვიტამინების შემცველი მცენარეა. ის დიეტური და დაბალკალორიული პროდუქტია. ასი გრამი მხოლოდ 26 კილოკალორიას შეიცავს. ხალხურ მედიცინაში გამოიყენება მცენარის ქერქიც, ყვავილებიცა და ნაყოფიც. ძახველის ქერქის ნახარში გამოიყენება კრუნჩხვების, უძილობის, ისტერიის დროს, ასევე როგორც სისხლის აღსადგენი, ანთების საწინააღმდეგო, ოფლმდენი საშუალება, ძახველს ზიანის მოტანაც შეუძლია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უზომოდ მიიღებთ მას – С ვიტამინის დიდი შემცველობის გამო სხეულზე შეიძლება გამონაყარი გაჩნდეს.
  • 22. წითელი კუნელი სამკურნალო მიზნით ამზადებენ კუნელის ყვავილსა და ნაყოფს. კუნელის ნაყოფს ამზადებენ მისი სრული მომწიფების დროს, ხშირად სექტემბერ-ოქტომბერში. კრეფენ მთელ ფარს, შემედგ აცილებენ როგორც ნაყოფის ყუნწს, ასევე დაუმწიფებელ და გაფუჭებულ ნაყოფს. აშრობენ მზეზე, თბილ შენობებში, ღუმელებში ან საშრობებში თხელ ფენად. კუნელის ნაყოფში არის შაქარი, ორგანული მჟავები, ფლავონოიდები, ვიტამინი C, კაროტინი, სათრიმლავი ნივთიერებები, ცხიმოვანი ზეთი. ყვავილი შეიცავს ორგანულ მჟვავებს, ეთერზეთს, ფოთლები – 230 მგ-მდე ასკორბინის მჟავას, კაროტინს, ღვინის ქვისა და ლიმონმჟავებს, თესლი შეიცავს ამიგდალინს.
  • 23. წითელი მოცვი (თუშეთში ეძახიან სტომს) წითელი მოცვი[1] (ლათ. Vaccinium vitis-idaea) — მცენარე მანანასებრთა ოჯახისა.[2] 25 სანტიმეტრამდე სიმაღლის ბუჩქია. სუსტად დატოტვილი მცენარეა. ტოტები სწორმდგომი ან მიწაზე გართხმულია. მხოხავი ფესვთა სისტემა აქვს, ნიადაგში 5-10 სანტიმეტრზე ჩადის, მაგრამ ვეგეტაციის პერიოდში 35-80 სანტიმეტრამდე ღრმავდება. ნაყოფი ბურთისებრი ღია-მოწითალო ფერისაა, ოთხბუდიანი. ფოთლები ელიფსური ან უკუკვერცხისებრია. ყვავილები ზარისებრია. გვირგვინი თეთრი ან მკრთალი ვარდისფერი აქვს. იზრდება წიწვოვან და შერეულ ტყეებში, ბუჩქნარებში, ტუნდრაში, მშრალ ტორფნარებში ჩრდილოეთ და ცენტრალურ ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში. თესლი მორუხო-წითელი ფერის კურკაა. ყვავილობს მაის-ივნისში, ნაყოფი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში.[2] ნაყოფი შეიცავს შაქარს 8-9%, ორგანულ მჟავებს, 2,3%-მდე. მათ შორის: ლიმონის, ვაშლის და ბენზოინის მჟავებს. აგრეთვე შეიცავს პექტონებს, თრიმლავ ნივთიერებებს, კაროტინს და სხვ. სამკურნალოდ გამოიყენება წითელი მოცვის ფოთლები და ნაყოფი;[2] საქართველოშიგვხვდება მთაგორიან ადგილებში, ტყეებში, ძირითადად შერეულ ან ფიჭვნარ ტყეებში, თითქმის ალპურ ზონამდე;[2] ხშირია აჭარა-გურიის მთებში, აფხაზეთში, რაჭა- ლეჩხუმში, სვანეთში, ქართლში, თუშეთში, ფშავ-ხევსურეთში.[3]
  • 24. ხურტკმელი ხურტკმელი (კინკრიჟა) ხურტკმელის ნაყოფი (კენკრა) 13,5 პროცენტამდე შაქრებს, 2 პროცენტამდე ლიმონის, ვაშლის და სხვა მჟავებს, 1 პროცენტზე მეტ პექტინოვან ნივთიერებებს, C, P, B და A ვიტამინებს შეიცავს. გარდა მის ამის შემადგენლობაში შედის ფოსფორი, სპილენძი, რკინა, კალიამი. ნატრიუმი, კალციუმი და მაგნიუმი. ნედლი ნაყოფი კარგი ხილია, მისგან ამზადებენ მურაბას, კონფიტიურს, კომპოტს, მარმელადს, ღვინოს და სხვ. საზამთროდ ნაყოფს ახმობენ, ამზადებენ მარინადს ან კონფიტიურს, ჭყლეტენ, შაქარს აყრიან და ისე ინახავენ. ხურტკმელის ნაყოფი პოპულარულია ნივთიერებათა ცვლის მოშლისა და გასუქების საწინააღმდეგოდ. გამოიყენება ათეროსკლეროზის სამკურნალოდ, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, წმენდს სისხლს, ხალხური მედიცინა მას აგრეთვე იყენებს კუჭსასაქმებლად, შარდ და ნაღველდამდენ საშუალებად, საუცხოო თაფლოვანი მცენარეა.
  • 25. ხენდრო ხენდრო (ლათ. Fragaria moschata) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 30-35 სმ აღწევს, აქვს სამყურა, დიდი, ღია მწვანე ფოთოლი, თეთრი, ხუთფოთოლაკიანი, ჩვეულებრივ ცალსქესიანი ყვავილი (კულტურაში გვხვდება ორსქესიანი ყვავილებიც). ნაყოფი წვრილია, მოვარდისფრო-მოიისფრო, რბილობი — თეთრი, ტკბილი, ძლიერი სპეციფიკური არომატით. ხენდრო საკმაოდ ზამთარგამძლეა, ვერ იტანს გვალვას, უკეთ იზრდება და მსხმოიარობს ოდნავ ჩრდილიან ადგილებში. ველურად იზრდება ევროპაში. ნაყოფს იყენებენ ნედლად და გადამუშავებული სახით (მურაბა და სხვა). ცნობილია ჯიშები: შპანკა, მილანური და სხვა. ხენდროს ხშირად არასწორად მარწყვსაც უწოდებენ. ხენდრო ცნობილია აგრეთვე მუშკის მარწყვის სახელწოდებით. საქართველოში ყველგანაა გავრცელებული.