SlideShare a Scribd company logo
1 of 24
იაკობ გოგოებაშვილი -
ბურჯი ეროვნებისა
პრეზენტაციის ავტორი სსიპ
მ.ჯავახიშვილის სახელობის
ქ.თბილისის N 124 საჯარო სკოლის
ქართული ენისა და ლიტერატური
მასწავლებელი
მანანა ბაქრაძე
იაკობ გოგებაშვილი
პედაგოგი,მეცნიერული
პედაგოგიკის ფუძემდებელი
საქართველოში, პუბლიცისტი,
საბავშვო მწერალი,საზოგადო
მოღვაწე
ბიოგრაფია
იაკობ გოგებაშვილი
დაიბადა 1840 წლის 15
ოქტომბერს (27 ოქტომბერი)
სოფელ ვარიანში
(ახლანდელი გორის
რაიონი).
მამა – სვიმონი – მღვდელი იყო. სვიმონს სურდა, რომ შვილებიც
სასულიერო პირები გამოსულიყვნენ, იაკობი კი დედასაც და
მამასაც ბერად წარმოედგინათ. მართალია, იაკობი ძალიან სუსტი
ბავშვი იყო, მაგრამ მეტად ჭკვიანი, გამჭრიახი და მკვირცხლი
გონება ჰქონდა. უამრავ ლოცვას, ლექსსა და საგალობელს
ადვილად ითვისებდა. თანატოლებს იაკობი ძლიერ უყვარდათ,
რადგან ყოველთვის ნაირ-ნაირ მოთხრობებსა და ლექსებს
უყვებოდა. მამისაგან სიმღერის ნიჭიც დაჰყვა. პატარა იაკობს
ძალიან იზიდავდა სოფლის ბუნება. იგი საათობით
აკვირდებოდა სხვადასხვა ყვავილებს, ცხოველებს, ანკარა
მდინარეში მოფართხალე თევზებს. ალაბათ ამიტომაც შესძლო
შემდგომში იაკობმა, ასე საინტერესოდ აღეწერა ეს მშვენიერი
სამყარო „ბუნების კარში“.
მშობლები
ვარიანი
აკაკის აკვანი
მაშინდელ დროში სოფლად სკოლები არ იყო, ბავშვებს წერა-
კითხვას შინ ასწავლიდნენ ხოლმე. მაგრამ იაკობი იმდენად
ნიჭიერი ბავშვი აღმოჩნდა, რომ ოჯახმა იგი ქალაქ გორში
ჩაიყვანა და სასულიერო სასწავლებელში მიაბარა. იაკობი
მეტად ბეჯითი მოსწავლე გამოდგა, იგი ძალიან ბევრს
მეცადინეობდა და მალე საუკეთესო მოწაფე გახდა. იაკობს
ძალიან აინტერესებდა საქართველოს ისტორია და
ლიტერატურა, ბევრს კითხულობდა, ეცნობოდა საეკლესიო
ისტორიასა და საღვთისმეტყველო წიგნებს. შემდგომში ეს
ცოდნა მას დაეხმარა, ბავშვებისათვის მათთვის გასაგებ
ენაზე, დაეწერა საღმრთო ისტორია..
ნიჭიერი ბავშვი
სკოლის დამთავრების შემდეგ, 1855 წელს იაკობი
თბილისის სასულიერო სემინარიაში შევიდა, მაგრამ არც
ამით დაკმაყოფილდა და 1861 წელს სწავლის
გასაგრძელებლად კიევში გაემგზავრა, სადაც სასულიერო
აკადემიაში ჩააბარა. პარალელურად უნივერსიტეტში
საბუნებისმეტყველო დისციპლინებში ისმენდა ლექციებს.
კიევში მას შესაძლებლობა მიეცა, თანამედროვე
მეცნიერების, პედაგოგების, საზოგადო მოღვაწეების
შრომებს გასცნობოდა. მაგრამ კიევის ჰავამ ისედაც სუსტი
ჯანმრთელობის იაკობზე კიდევ უფრო ცუდად იმოქმედა
და იგი ტუბერკულოზით დაავადდა. ექიმის დაჟინებული
მოთხოვნით, იაკობი იძულებული გახდა მესამე კურსი
მიეტოვებინა, 1863 წელს სამშობლოში დაბრუნებულიყო.
სწავლა სემინარიასა და უნივერსიტეტში
1864 წელს გოგებაშვილი თბილისის სასულიერო
სასწავლებლის მასწავლებლად, ხოლო 1868 წელს მის
ინსპექტორად დაინიშნა. იაკობ გოგებაშვილის
მოღვაწეობის პერიოდში საქართველო რუსეთის იმპერიის
შემადგენელი ნაწილი იყო და ყველაფერი ქართული
იდევნებოდა. სკოლებში ქართული ენის ხსენებაც კი
აკრძალული იყო, არისტოკრატიას ქართულად ხმის
ამოღება ერცხვინებოდა, ინტელიგენცია რუსულად
აზროვნებდა, ქართული ენის შესასწავლად ორგვერდიანი
ნაბეჭდი ანბანი არსებობდა, ისტორიასა და გეოგრაფიას
ვინღა ჩიოდა. სკოლაში ძალიან მკაცრი და უსამართლო
წესები ჰქონდათ. მოსწავლეთა წკეპლით ცემა, მუხლებზე
დაყენება ჩვეულებრივი ამბავი იყო.
მუშაობის წლები
აქ ასწავლიდა იაკობ
გოგოებაშვილი
იაკობ გოგებაშვილი აქტიურად ჩაება ეროვნულ-
განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რომელსაც ილია ჭავჭავაძე და
აკაკი წერეთელი მეთაურობდნენ. იაკობი მაშინვე შეუდგა ძველი
ჩვევების აღმოფხვრას: სემინარიის გამგეობას სწავლის პროცესის
მთლიანად გარდაქმნის პროექტიც წარუდგინა, სრულიად გააუქმა
დასჯა. 1865 წ. გამოვიდა ი. გოგებაშვილის „ქართული ანბანი და
პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის“, შემდეგ – „ბუნების
კარი“ (1868), „დარიგება მოსწავლეთათვის, თუ როგორ უნდა
წაიყვანოს სწავლება წერა-კითხვისა ქართულ ანბანში“ (1872),
„დედა ენა“ (1876). “დედა ენა” გოგებაშვილის სიცოცხლეში 33-ჯერ
გამოიცა, გარდაცვალების შემდეგ 25-ჯერ. “დედა ენას”
“ვეფხისტყაოსნის” ბადალი უწოდეს, რადგან ხალხისათვის
ყველაზე საყვარელი და პოპულარული წიგნი გახდა.
გოგებაშვილის წიგნები ათი ათასობით ვრცელდებოდა.
ყოველწლიურად 20-25 ათასი “დედა ენა” და 5-6 ათასი “ბუნების
კარი” იყიდებოდა. ამ წიგნებმა დაუდო საფუძველი განათლების
ფართოდ გავრცელებას.
ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობა და იაკობი
გოგებაშვილის პროგრესული პედაგოგიური მოღვაწეობამ სინოდისა და მეფის
ხელისუფალთა უკმაყოფილება გამოიწვია. იაკობი “საზოგადოებრივი
სამსახურისთვის არაკეთილსაიმედო პირად” გამოაცხადეს და 1874 წელს
სასწავლებლიდან ისე გააძევეს, თავის მართლების საშუალებაც არ მისცეს.
სასოწარკვეთილი თვითმკვლელობიდან ბედნიერმა შემთხვევამ გადაარჩინა. მძიმე
ავადმყოფი, სახელმწიფო ბინიდან გამოგდებული მეგობარს შეეფარა. მაშინ დაწვა
ყველა ოფიციალური საბუთი, სემინარიის ატესტატი, აკადემიაში სწავლის მოწმობა
და ფიცი დადო: “ამიერიდან მთელი ჩემი სიცოცხლე, ძალა და ღონე ჩემს ქვეყანას
უნდა მოვახმარო”.
ამის შემდეგ, გოგებაშვილი სახელმწიფო სამსახურში აღარ შესულა და მთელი
სიცოცხლე საზოგადო მოღვაწეობას მიუძღვნა. უსამსახურომ, უბინაომ, უფულომ
მრავალი განსაცდელი გამოარა, მაგრამ მიზნისათვის არ უღალატია.
სასწავლებლიდან გაძევება
იაკობ გოგებაშვილი მონაწილეობდა ი. მამაცაშვილის
ლიტერატურულ სალონში, რომელმაც ხელი შეუწყო
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი
საზოგადოების დაარსებას, იყო ამ საზოგადოების გამგეობის
აქტიური წევრი (1879 წლიდან). იაკობ გოგებაშვილი თავისი
წიგნების შემოსავლიდან დიდ დახმარებას უწევდა
„ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ
საზოგადოებას“, ერთხელ მთელი მიღებული თანხა – ცამეტი
ათასი მანეთი – მთლიანად გადასცა საზოგადოებას და
თავისთვის არაფერი დაიტოვა. მის თანამედროვეთა თქმით,
„ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი
საზოგადოება“ მისი მეორე ოჯახი იყო. საკუთარი ოჯახი კი
იაკობს არ ჰყავდა. მან თავი მთლიანად თავის ქვეყანას
მიუძღვნა.
წერა-კითხვის გამავრცელებელი
საზოგადოება და იაკობი
15 მაისი – 1879 წელს
დაარსდა "ქართველთა
შორის წერა–კითხვის
გამავრცელებელი
საზოგადოება"
არ ყოფილა არც ერთი ეროვნული საქმე,
რომ იაკობს სიტყვით თუ ფულით
აქტიური მონაწილეობა არ მიეღო. ეს იყო
ზეპირსიტვიერების შეგროვება, საბავშვო
ჟურნალების გამოცემა, ხალხური
სიმღერების ნოტებზე გადატანა,
სასოფლო-სამეურნეო სკოლის,
ბიბლიოთეკების დაარსება.
ეროვნული საქმე და იაკობი
გოგებაშვილმა კარგად იცოდა, რომ მხოლოდ წიგნით ვერ შეძლებდა ერის
განათლებას. იგი იბრძოდა სახალხო სკოლების შექმნა-
დამკვიდრებისათვის საქართველოში. იცავდა რეალური განათლების
უპირატესობას ფორმალურთან შედარებით.
რეალური განათლების
უპირატესობა
ქველმოქმედი ამაგდარი
გოგებაშვილი არ იშურებდა სახსრებს სახალხო
განათლებისათვის; იგი მატერიალურად ეხმარებოდა ღარიბ
მოსწავლეებს, ცალკეულ საზოგადო მოღვაწეებს, პოეტებს,
მწერლებს და სხვება, სისტემატურად უგზავნიდა ფულს
რუსეთსა და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში
მოსწავლე ქართველ სტუდენტებს, ციმბირში
გადასახლებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეებს.
სიკვდილის წინ მან მთელი თავისი ქონება ქართველთა
შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას
გადასცა.
შემოქმედება
გოგებაშვილი ქართული საბავშვო ლიტერატურის
ფუძემდებელია. მის მოთხრობებში დიდაქტიკური
ელემენტი ორგანულად ერწყმის მხატვრულ რეალიზმს.
გოგებაშვილის მხატვრული შემოქმედების ძირითადი
წყაროა ქართული ფოლკლორი. ქართული ხალხური
ანდაზების საფუძველზეა შექმნილი მოთხრობები „ქურდი
და მამალი“, „მერცხალი და მეცხვარე“, „ცხვარი და მარტი“
და სხვა. მოთხრობები „დევნილი მეგობარი“, „ბეღურა“,
„ლომი“, „მერცხალი“, „აქლემი“, „ორაგულის ცხოვრება“,
„ნამი“, „ცისარტყელა“ და სხვა. ბავშვებს აცნობს
ფრინველთა და ცხოველთა სამყაროს; ისტორიულ თემაზე
დაწერილი მოთხრობები „ასპინძის ომი“, „იოთამ
ზედგენიძე“, „ერეკლე მეფე და ინგილო ქალი“, „ცოტნე
დადიანი“, „თავდადებული მღვდელი თევდორე“, „სხივი
წარსულისა“, „სამასი თავდადებული გლეხი“ და სხვა.
შემოქმედება
 მოზარდებს სამშობლოსათვის თავდადებასა და
სიყვარულს შთააგონებს, ცნობილი მოთხრობა „იავნანამ
რა ჰქნა“ (1890) ჰუმანიზმს, პატრიოტიზმს, ხალხთა
მეგობრობას ქადაგებს.
 1910 წელს გამოვიდა მწერლის რჩეულ პედაგოგიკის და
პუბლიცისტურ თხზულებათა ერთტომეული. თავისი
საბავშვო მოთხრობებით და კრიტიკული მიმოხილვებით
გოგებაშვილმა დიდი ამაგი დასდო საყმაწვილო
ჟურნალებს „ნობათს“, „ჯეჯილსა“ და „ნაკადულს“.
ბურჯი ეროვნებისა
1940 აღინიშნა გოგებაშვილის დაბადების 100 წლის იუბილე.
გოგებაშვილის ნეშტი დიდუბიდან მთაწმინდის პანთეონში
გადაასვენეს. 1952—1965 წლებში გიორგი თავზიშვილისა და
დავით ლორთქიფანიძის რედაქციით გამოიცა გოგებაშვილის
თხზულებათა ათტომეული, რომელიც შეადგინა და კომენტარები
დაურთო ვარლამ ქაჯაიამ. დაწესდა გოგებაშვილის სახელობის
მედალი. პედაგოგიურმა საზოგადოებამ დააწესა მისი სახელობის
ფულადი პრემია წლის საუკეთესო პედაგოგიური ნაშრომისა ან
სახელმძღვანელოსათვის. გოგებაშვილის სახელი მიენიჭა
პედაგოგიურ მეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს,
საქართველოს პედაგოგიურ საზოგადოებას, სახალხო განათლების
ბიბლიოთეკას, თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტს, თბილისისა და
გორის პედაგოგიურ სასწავლებლებს, სოფ. ვარიანის საშუალო
სკოლას. ყოველი წლის ოქტომბერში ტარდება იაკობობის
დღესასწაული, 1976 ჩატარდა „დედა ენის“ 100 წლისთავის
იუბილე, მასობრივი ტირაჟით გამოვიდა გოგებაშვილის „დედა
ენისა“ და „ბუნების კარის“ აღდგენილი გამოცემები.
იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი გორის
მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში დაარსდა 1958 წელს.
2010 წლის 1 იანვრისთვის ფონდში იყო 1500-ზე მეტი
ექსპონატი. მათ შორის იაკობ გოგებაშვილის მემორიალური
ნივთები (24 ერთეული), ფოტომასალა, დოკუმენტები,
წარმოდგენილია აგრეთვე საბჭოთა პერიოდის ფერწერა,
ქანდაკება, ჭედურობა, კერამიკა. თავმოყრილია მასალა ი.
გოგებაშვილის სახელობის მედლისა და პრემიის
ლაურეატებზე. სახლ-მუზეუმში ტარდება სამეცნიერო
სესიები, ლექციები. მუზეუმი ყოველწლიურად უძღვება
სახალხო დღესასწაულს „იაკობობას“. გამოცემულია სახლ-
მუზეუმის მეგზური.
აკაკის სახლ-მუზეუმი
„დედა-ენა არის ენა სულისა; უცხო ენა-კი ენა მეხსიერებისა“.
„დედაენა როდი ჰგავს ტანისამოსს, რომლის გამოცვლა ადვილად და უვნებლად
შეიძლება. იგი არის ძვირფასი იარაღი, რომელიც ბუნებას ზედ გამოუჭრია ადამიანის
სულსა და ხორცზე”
„ქართული ენა არის უმაღლესი ხარისხის ორგანიზაცია“… იგი არის „ეროვნული ძალა,
მთავარი ბურჯი ეროვნებისა… განვითარებული, გაშლილი, კულტურული, მდიდარი,
როგორც ლექსიკონით, ისე გრამატიკული ფორმებით“.
,,ისეთი მოკავშირის წყალობით, როგორიცაა სიმართლე არასოდეს დავმარცხებულვარ„
“საყმაწვილო ლიტერატურას დიდი მნიშვნელობა აქვს ერის ცხოვრებაში,მის
წარმატებაში.ეს არის საუკეთესო საძირკველი,რომელზედაც შენდება მთელი
ლიტერატურა და მეცნიერება ხალხისა“
ბრძნული გამონათქვამები
„იაკობ გოგებაშვილი ღირსია, რომ ქართველმა ხალხმა
სიცოცხლეშივე ძეგლი დუდგას.“
აკაკი
„დედა ენა“ და „ბუნების კარი“ სახელმძღვანელოები კი
არა, უდიდესი პოემებია. მე თანახმა ვიქნები, გამოვიდეს
ეხლა ეს წიგნები, არა როგორც სახელმძღვანელო, არამედ
საკითხავ წიგნად.“
გალაკტიონი
იაკობის შესახებ ამბობენ:
1. როდის და სად დაიბადა იაკობ გოგებაშვილი?
2. ვინ იყო მამამისი? (სახელი,საქმიანობა);
3. რომელი წიგნით გამოავლინა საღვთისმეტყველო ცოდნა
მწერალმა?
4. როგორ წარმოედგინათ მშობლებს შვილების მომავალი?
5.რომელ წელს შევიდა თბილისის სასულიერო
სემინარიაში?
6. რანაირი ბავშვი ყოფილა იაკობი? ტექსტში მოძებნეთ
სახასიათო ნიშნები!
ჩემო პატარებო,თქვენ გულდასმით წაიკითხეთ და გაეცანით
იაკობ გოგოებაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. ახლა კი
დროა შეამოწმოთ თქვენი ცოდნა:
მოძრაობაში?
7. რომელ წელს გაემგზავრა კიევში სასწავლად?
8. რა იზიდავდა ბავშვობაში განსაკუთრებულად მწერალს?
9. ბუნებისადმი სიყვარული რომელი წიგნიდან ჩანს?
10 როგორ იმოქმედა მწერლის ჯანმრთელობაზე კიევის ჰავამ?
11. რომელი საგნები აინტერესებდა იაკობს?
12. რა იყო სწავლის შეწყვეტის მიზეზი? რომელ წელს
დაბრუნდა სამშობლოში მწერალი?
13. რომელი წლიდან მუშაობდა თბილისის სასულიერო
სასწავლებელში მასწავლებლად?
14. რატომ ჩაება იაკობი ეროვნულ-განმათავისუფლებელ
24. ყოველი წლის რომელ თვეს აღნიშნავენ იაკობობას?
15. მოსწავლეთა აღზრდის რანაირი მეთოდი იყო იმხანად?
16. რა შეცვალა სასწავლებლებში ბავშვების აღზრდის კუთხით იაკობმა?
17. რა ბრალდებით გაათავისუფლეს სამსახურიდან იაკობი?
18. რა გადაწყვეტილება მიიღო სასოწარკვეთილმა მწერალმა?
19. რომელი საზოგადო მოღვაწის ლიტერატურულ სალონში დასაქმდა მწერალი?
20. რომელი მწერლებისა და გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეების თანამებრძოლი იყო
იაკობი?
21. რას ებრძოდნენ პროგრესულად მოაზროვნე მწერლები?
22. რატომ არ დაოჯახდა იაკობი?
23. როდის გარდაიცვალა იაკობი და სად დაკრძალეს იგი? ახლა სად განისვენებს მისი
ნეშთი?
HTTPS://BURUSI.WORDPRESS.COM/2009/09/16/IAKOB-GOGEBASHVILI/
HTTPS://WWW.GOOGLE.GE/SEARCH?Q=%E1%83%98%E1%83%90%E1%83%99
%E1%83%9D%E1%83%91+%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%94%E
1%83%91%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%8
3%98&ESPV=2&BIW=1440&BIH=745&TBM=ISCH&TBO=U&SOURCE=UNIV&SA
=X&VED=0AHUKEWIRNUA05ONPAHUFTHQKHZQSB9KQSAQIQW
HTTP://WWW.AMBEBI.GE/BOOKS/52354-QARTHVE...AMA-IAKOB-
GOGEBASHVILI.HTM
გამოყენებული ინტერნეტ რესურსები:
იაკობ გოგოებაშვილი ბურჯი ეროვნებისა

More Related Content

What's hot

უკან მიდევნებული ლამპარი
უკან მიდევნებული ლამპარიუკან მიდევნებული ლამპარი
უკან მიდევნებული ლამპარიMaiaKukhianidze
 
იაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილიიაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილიtoidzemelano
 
იავნანა-მასწავლებელი ნანა ჩიტორელიძე
იავნანა-მასწავლებელი ნანა ჩიტორელიძეიავნანა-მასწავლებელი ნანა ჩიტორელიძე
იავნანა-მასწავლებელი ნანა ჩიტორელიძეNana Chitorelidze
 
თემა იაკობ გოგებაშვილი
თემა იაკობ გოგებაშვილითემა იაკობ გოგებაშვილი
თემა იაკობ გოგებაშვილიirma
 
სულხან-საბა ორბელიანი, ბიოგრაფიული მიმოხილვა
სულხან-საბა ორბელიანი, ბიოგრაფიული მიმოხილვასულხან-საბა ორბელიანი, ბიოგრაფიული მიმოხილვა
სულხან-საბა ორბელიანი, ბიოგრაფიული მიმოხილვაNona Chabashvili
 
ილია ჭავჭავაძე
ილია ჭავჭავაძეილია ჭავჭავაძე
ილია ჭავჭავაძეgogitidzeirine
 
ბახტრიონის აღება
ბახტრიონის აღებაბახტრიონის აღება
ბახტრიონის აღებაdemiraeliashvili
 
ერეკლე მეფე და ინგილო ქალი
ერეკლე მეფე და ინგილო ქალიერეკლე მეფე და ინგილო ქალი
ერეკლე მეფე და ინგილო ქალიmmchedlishvili
 
გაპიროვნება
გაპიროვნებაგაპიროვნება
გაპიროვნებაstsotniashvili
 
იაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილიიაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილიLela Goginashvili
 
ვაჟა ფშაველას ბიოგრაფია
ვაჟა ფშაველას ბიოგრაფიავაჟა ფშაველას ბიოგრაფია
ვაჟა ფშაველას ბიოგრაფიაeka1972
 
ფრაზეოლოგიზმები
ფრაზეოლოგიზმებიფრაზეოლოგიზმები
ფრაზეოლოგიზმებიlela64
 
ვაჟა ფშაველა
ვაჟა  ფშაველავაჟა  ფშაველა
ვაჟა ფშაველაgtsitsino
 
დედამიწის დღე1
დედამიწის დღე1დედამიწის დღე1
დედამიწის დღე1irma
 
ისტორიის პარალელები ქართულთან
ისტორიის პარალელები ქართულთანისტორიის პარალელები ქართულთან
ისტორიის პარალელები ქართულთანnino abuladze
 
ეროვნული სასწავლო გეგმა
ეროვნული სასწავლო გეგმაეროვნული სასწავლო გეგმა
ეროვნული სასწავლო გეგმაRusudan Gonashvuli
 

What's hot (20)

უკან მიდევნებული ლამპარი
უკან მიდევნებული ლამპარიუკან მიდევნებული ლამპარი
უკან მიდევნებული ლამპარი
 
იაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილიიაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილი
 
იავნანა-მასწავლებელი ნანა ჩიტორელიძე
იავნანა-მასწავლებელი ნანა ჩიტორელიძეიავნანა-მასწავლებელი ნანა ჩიტორელიძე
იავნანა-მასწავლებელი ნანა ჩიტორელიძე
 
"მიწის ყივილი"
"მიწის ყივილი""მიწის ყივილი"
"მიწის ყივილი"
 
თემა იაკობ გოგებაშვილი
თემა იაკობ გოგებაშვილითემა იაკობ გოგებაშვილი
თემა იაკობ გოგებაშვილი
 
სულხან-საბა ორბელიანი, ბიოგრაფიული მიმოხილვა
სულხან-საბა ორბელიანი, ბიოგრაფიული მიმოხილვასულხან-საბა ორბელიანი, ბიოგრაფიული მიმოხილვა
სულხან-საბა ორბელიანი, ბიოგრაფიული მიმოხილვა
 
ილია ჭავჭავაძე
ილია ჭავჭავაძეილია ჭავჭავაძე
ილია ჭავჭავაძე
 
ბახტრიონის აღება
ბახტრიონის აღებაბახტრიონის აღება
ბახტრიონის აღება
 
მეთოდები და აქტივობები
მეთოდები  და  აქტივობებიმეთოდები  და  აქტივობები
მეთოდები და აქტივობები
 
ერეკლე მეფე და ინგილო ქალი
ერეკლე მეფე და ინგილო ქალიერეკლე მეფე და ინგილო ქალი
ერეკლე მეფე და ინგილო ქალი
 
გაპიროვნება
გაპიროვნებაგაპიროვნება
გაპიროვნება
 
აკაკი წერეთლის "ბაში- აჩუკი" (ფაბულა და სიუჟეტი სრულად)
აკაკი წერეთლის "ბაში- აჩუკი" (ფაბულა და სიუჟეტი სრულად)აკაკი წერეთლის "ბაში- აჩუკი" (ფაბულა და სიუჟეტი სრულად)
აკაკი წერეთლის "ბაში- აჩუკი" (ფაბულა და სიუჟეტი სრულად)
 
ილია ჭავჭავაძის 'სარჩობელაზედ"
ილია ჭავჭავაძის 'სარჩობელაზედ"ილია ჭავჭავაძის 'სარჩობელაზედ"
ილია ჭავჭავაძის 'სარჩობელაზედ"
 
იაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილიიაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილი
 
ვაჟა ფშაველას ბიოგრაფია
ვაჟა ფშაველას ბიოგრაფიავაჟა ფშაველას ბიოგრაფია
ვაჟა ფშაველას ბიოგრაფია
 
ფრაზეოლოგიზმები
ფრაზეოლოგიზმებიფრაზეოლოგიზმები
ფრაზეოლოგიზმები
 
ვაჟა ფშაველა
ვაჟა  ფშაველავაჟა  ფშაველა
ვაჟა ფშაველა
 
დედამიწის დღე1
დედამიწის დღე1დედამიწის დღე1
დედამიწის დღე1
 
ისტორიის პარალელები ქართულთან
ისტორიის პარალელები ქართულთანისტორიის პარალელები ქართულთან
ისტორიის პარალელები ქართულთან
 
ეროვნული სასწავლო გეგმა
ეროვნული სასწავლო გეგმაეროვნული სასწავლო გეგმა
ეროვნული სასწავლო გეგმა
 

Similar to იაკობ გოგოებაშვილი ბურჯი ეროვნებისა

ექვთიმე თაყაიშვილი
ექვთიმე თაყაიშვილიექვთიმე თაყაიშვილი
ექვთიმე თაყაიშვილიGeo World Events & Tours
 
3-ჯგუფი.pptx
3-ჯგუფი.pptx3-ჯგუფი.pptx
3-ჯგუფი.pptxjekito1
 
Eqvtime tayai svili
Eqvtime tayai sviliEqvtime tayai svili
Eqvtime tayai sviliirinagusha
 
სლსაიდი ლეილა
სლსაიდი ლეილასლსაიდი ლეილა
სლსაიდი ლეილაleilachyrkveidze
 
მე 2 გუფი. იაკობ გოგებაშვილიდა ხალხური მარგალიტები
მე 2  გუფი.  იაკობ გოგებაშვილიდა ხალხური მარგალიტებიმე 2  გუფი.  იაკობ გოგებაშვილიდა ხალხური მარგალიტები
მე 2 გუფი. იაკობ გოგებაშვილიდა ხალხური მარგალიტებიKhatushka Gvritishvili
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)lomadze70
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)lomadze70
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)lomadze70
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)lomadze70
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)lomadze70
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)lomadze70
 
ილიას გაზეთი#2
ილიას გაზეთი#2ილიას გაზეთი#2
ილიას გაზეთი#2lomadze70
 
ილიას გაზეთი#2
ილიას გაზეთი#2ილიას გაზეთი#2
ილიას გაზეთი#2lomadze70
 
ჯიკჯი - პირველი ნაბეჭდი წიგნი მსოფლიოში
ჯიკჯი - პირველი ნაბეჭდი წიგნი მსოფლიოშიჯიკჯი - პირველი ნაბეჭდი წიგნი მსოფლიოში
ჯიკჯი - პირველი ნაბეჭდი წიგნი მსოფლიოშიMarika Pitiurishvili
 
კუჭატნის სკოლა, ექვთიმე 150
კუჭატნის სკოლა, ექვთიმე 150კუჭატნის სკოლა, ექვთიმე 150
კუჭატნის სკოლა, ექვთიმე 150Dato Tedeishvili
 
ექვთიმე თაყაიშვილი1
ექვთიმე  თაყაიშვილი1ექვთიმე  თაყაიშვილი1
ექვთიმე თაყაიშვილი1111beqa111
 
ვაჟა–ფშაველა
ვაჟა–ფშაველავაჟა–ფშაველა
ვაჟა–ფშაველაnonajgali77
 

Similar to იაკობ გოგოებაშვილი ბურჯი ეროვნებისა (20)

ექვთიმე თაყაიშვილი
ექვთიმე თაყაიშვილიექვთიმე თაყაიშვილი
ექვთიმე თაყაიშვილი
 
3-ჯგუფი.pptx
3-ჯგუფი.pptx3-ჯგუფი.pptx
3-ჯგუფი.pptx
 
Eqvtime tayai svili
Eqvtime tayai sviliEqvtime tayai svili
Eqvtime tayai svili
 
Eqvtime Takaishvili
Eqvtime TakaishviliEqvtime Takaishvili
Eqvtime Takaishvili
 
სლსაიდი ლეილა
სლსაიდი ლეილასლსაიდი ლეილა
სლსაიდი ლეილა
 
მე 2 გუფი. იაკობ გოგებაშვილიდა ხალხური მარგალიტები
მე 2  გუფი.  იაკობ გოგებაშვილიდა ხალხური მარგალიტებიმე 2  გუფი.  იაკობ გოგებაშვილიდა ხალხური მარგალიტები
მე 2 გუფი. იაკობ გოგებაშვილიდა ხალხური მარგალიტები
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)
 
ილიას გაზეთი#2
ილიას გაზეთი#2ილიას გაზეთი#2
ილიას გაზეთი#2
 
ილიას გაზეთი#2
ილიას გაზეთი#2ილიას გაზეთი#2
ილიას გაზეთი#2
 
ჯიკჯი - პირველი ნაბეჭდი წიგნი მსოფლიოში
ჯიკჯი - პირველი ნაბეჭდი წიგნი მსოფლიოშიჯიკჯი - პირველი ნაბეჭდი წიგნი მსოფლიოში
ჯიკჯი - პირველი ნაბეჭდი წიგნი მსოფლიოში
 
კუჭატნის სკოლა, ექვთიმე 150
კუჭატნის სკოლა, ექვთიმე 150კუჭატნის სკოლა, ექვთიმე 150
კუჭატნის სკოლა, ექვთიმე 150
 
აკაკი წერეთელი Pdf
აკაკი წერეთელი Pdfაკაკი წერეთელი Pdf
აკაკი წერეთელი Pdf
 
აკაკი წერეთელი
აკაკი წერეთელიაკაკი წერეთელი
აკაკი წერეთელი
 
ექვთიმე თაყაიშვილი1
ექვთიმე  თაყაიშვილი1ექვთიმე  თაყაიშვილი1
ექვთიმე თაყაიშვილი1
 
ვაჟა–ფშაველა
ვაჟა–ფშაველავაჟა–ფშაველა
ვაჟა–ფშაველა
 

იაკობ გოგოებაშვილი ბურჯი ეროვნებისა

  • 2. პრეზენტაციის ავტორი სსიპ მ.ჯავახიშვილის სახელობის ქ.თბილისის N 124 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატური მასწავლებელი მანანა ბაქრაძე იაკობ გოგებაშვილი პედაგოგი,მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი,საზოგადო მოღვაწე
  • 3. ბიოგრაფია იაკობ გოგებაშვილი დაიბადა 1840 წლის 15 ოქტომბერს (27 ოქტომბერი) სოფელ ვარიანში (ახლანდელი გორის რაიონი).
  • 4. მამა – სვიმონი – მღვდელი იყო. სვიმონს სურდა, რომ შვილებიც სასულიერო პირები გამოსულიყვნენ, იაკობი კი დედასაც და მამასაც ბერად წარმოედგინათ. მართალია, იაკობი ძალიან სუსტი ბავშვი იყო, მაგრამ მეტად ჭკვიანი, გამჭრიახი და მკვირცხლი გონება ჰქონდა. უამრავ ლოცვას, ლექსსა და საგალობელს ადვილად ითვისებდა. თანატოლებს იაკობი ძლიერ უყვარდათ, რადგან ყოველთვის ნაირ-ნაირ მოთხრობებსა და ლექსებს უყვებოდა. მამისაგან სიმღერის ნიჭიც დაჰყვა. პატარა იაკობს ძალიან იზიდავდა სოფლის ბუნება. იგი საათობით აკვირდებოდა სხვადასხვა ყვავილებს, ცხოველებს, ანკარა მდინარეში მოფართხალე თევზებს. ალაბათ ამიტომაც შესძლო შემდგომში იაკობმა, ასე საინტერესოდ აღეწერა ეს მშვენიერი სამყარო „ბუნების კარში“. მშობლები ვარიანი აკაკის აკვანი
  • 5. მაშინდელ დროში სოფლად სკოლები არ იყო, ბავშვებს წერა- კითხვას შინ ასწავლიდნენ ხოლმე. მაგრამ იაკობი იმდენად ნიჭიერი ბავშვი აღმოჩნდა, რომ ოჯახმა იგი ქალაქ გორში ჩაიყვანა და სასულიერო სასწავლებელში მიაბარა. იაკობი მეტად ბეჯითი მოსწავლე გამოდგა, იგი ძალიან ბევრს მეცადინეობდა და მალე საუკეთესო მოწაფე გახდა. იაკობს ძალიან აინტერესებდა საქართველოს ისტორია და ლიტერატურა, ბევრს კითხულობდა, ეცნობოდა საეკლესიო ისტორიასა და საღვთისმეტყველო წიგნებს. შემდგომში ეს ცოდნა მას დაეხმარა, ბავშვებისათვის მათთვის გასაგებ ენაზე, დაეწერა საღმრთო ისტორია.. ნიჭიერი ბავშვი
  • 6. სკოლის დამთავრების შემდეგ, 1855 წელს იაკობი თბილისის სასულიერო სემინარიაში შევიდა, მაგრამ არც ამით დაკმაყოფილდა და 1861 წელს სწავლის გასაგრძელებლად კიევში გაემგზავრა, სადაც სასულიერო აკადემიაში ჩააბარა. პარალელურად უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო დისციპლინებში ისმენდა ლექციებს. კიევში მას შესაძლებლობა მიეცა, თანამედროვე მეცნიერების, პედაგოგების, საზოგადო მოღვაწეების შრომებს გასცნობოდა. მაგრამ კიევის ჰავამ ისედაც სუსტი ჯანმრთელობის იაკობზე კიდევ უფრო ცუდად იმოქმედა და იგი ტუბერკულოზით დაავადდა. ექიმის დაჟინებული მოთხოვნით, იაკობი იძულებული გახდა მესამე კურსი მიეტოვებინა, 1863 წელს სამშობლოში დაბრუნებულიყო. სწავლა სემინარიასა და უნივერსიტეტში
  • 7. 1864 წელს გოგებაშვილი თბილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად, ხოლო 1868 წელს მის ინსპექტორად დაინიშნა. იაკობ გოგებაშვილის მოღვაწეობის პერიოდში საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი იყო და ყველაფერი ქართული იდევნებოდა. სკოლებში ქართული ენის ხსენებაც კი აკრძალული იყო, არისტოკრატიას ქართულად ხმის ამოღება ერცხვინებოდა, ინტელიგენცია რუსულად აზროვნებდა, ქართული ენის შესასწავლად ორგვერდიანი ნაბეჭდი ანბანი არსებობდა, ისტორიასა და გეოგრაფიას ვინღა ჩიოდა. სკოლაში ძალიან მკაცრი და უსამართლო წესები ჰქონდათ. მოსწავლეთა წკეპლით ცემა, მუხლებზე დაყენება ჩვეულებრივი ამბავი იყო. მუშაობის წლები აქ ასწავლიდა იაკობ გოგოებაშვილი
  • 8. იაკობ გოგებაშვილი აქტიურად ჩაება ეროვნულ- განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რომელსაც ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი მეთაურობდნენ. იაკობი მაშინვე შეუდგა ძველი ჩვევების აღმოფხვრას: სემინარიის გამგეობას სწავლის პროცესის მთლიანად გარდაქმნის პროექტიც წარუდგინა, სრულიად გააუქმა დასჯა. 1865 წ. გამოვიდა ი. გოგებაშვილის „ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის“, შემდეგ – „ბუნების კარი“ (1868), „დარიგება მოსწავლეთათვის, თუ როგორ უნდა წაიყვანოს სწავლება წერა-კითხვისა ქართულ ანბანში“ (1872), „დედა ენა“ (1876). “დედა ენა” გოგებაშვილის სიცოცხლეში 33-ჯერ გამოიცა, გარდაცვალების შემდეგ 25-ჯერ. “დედა ენას” “ვეფხისტყაოსნის” ბადალი უწოდეს, რადგან ხალხისათვის ყველაზე საყვარელი და პოპულარული წიგნი გახდა. გოგებაშვილის წიგნები ათი ათასობით ვრცელდებოდა. ყოველწლიურად 20-25 ათასი “დედა ენა” და 5-6 ათასი “ბუნების კარი” იყიდებოდა. ამ წიგნებმა დაუდო საფუძველი განათლების ფართოდ გავრცელებას. ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობა და იაკობი
  • 9. გოგებაშვილის პროგრესული პედაგოგიური მოღვაწეობამ სინოდისა და მეფის ხელისუფალთა უკმაყოფილება გამოიწვია. იაკობი “საზოგადოებრივი სამსახურისთვის არაკეთილსაიმედო პირად” გამოაცხადეს და 1874 წელს სასწავლებლიდან ისე გააძევეს, თავის მართლების საშუალებაც არ მისცეს. სასოწარკვეთილი თვითმკვლელობიდან ბედნიერმა შემთხვევამ გადაარჩინა. მძიმე ავადმყოფი, სახელმწიფო ბინიდან გამოგდებული მეგობარს შეეფარა. მაშინ დაწვა ყველა ოფიციალური საბუთი, სემინარიის ატესტატი, აკადემიაში სწავლის მოწმობა და ფიცი დადო: “ამიერიდან მთელი ჩემი სიცოცხლე, ძალა და ღონე ჩემს ქვეყანას უნდა მოვახმარო”. ამის შემდეგ, გოგებაშვილი სახელმწიფო სამსახურში აღარ შესულა და მთელი სიცოცხლე საზოგადო მოღვაწეობას მიუძღვნა. უსამსახურომ, უბინაომ, უფულომ მრავალი განსაცდელი გამოარა, მაგრამ მიზნისათვის არ უღალატია. სასწავლებლიდან გაძევება
  • 10. იაკობ გოგებაშვილი მონაწილეობდა ი. მამაცაშვილის ლიტერატურულ სალონში, რომელმაც ხელი შეუწყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებას, იყო ამ საზოგადოების გამგეობის აქტიური წევრი (1879 წლიდან). იაკობ გოგებაშვილი თავისი წიგნების შემოსავლიდან დიდ დახმარებას უწევდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“, ერთხელ მთელი მიღებული თანხა – ცამეტი ათასი მანეთი – მთლიანად გადასცა საზოგადოებას და თავისთვის არაფერი დაიტოვა. მის თანამედროვეთა თქმით, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ მისი მეორე ოჯახი იყო. საკუთარი ოჯახი კი იაკობს არ ჰყავდა. მან თავი მთლიანად თავის ქვეყანას მიუძღვნა. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება და იაკობი 15 მაისი – 1879 წელს დაარსდა "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება"
  • 11. არ ყოფილა არც ერთი ეროვნული საქმე, რომ იაკობს სიტყვით თუ ფულით აქტიური მონაწილეობა არ მიეღო. ეს იყო ზეპირსიტვიერების შეგროვება, საბავშვო ჟურნალების გამოცემა, ხალხური სიმღერების ნოტებზე გადატანა, სასოფლო-სამეურნეო სკოლის, ბიბლიოთეკების დაარსება. ეროვნული საქმე და იაკობი
  • 12. გოგებაშვილმა კარგად იცოდა, რომ მხოლოდ წიგნით ვერ შეძლებდა ერის განათლებას. იგი იბრძოდა სახალხო სკოლების შექმნა- დამკვიდრებისათვის საქართველოში. იცავდა რეალური განათლების უპირატესობას ფორმალურთან შედარებით. რეალური განათლების უპირატესობა
  • 13. ქველმოქმედი ამაგდარი გოგებაშვილი არ იშურებდა სახსრებს სახალხო განათლებისათვის; იგი მატერიალურად ეხმარებოდა ღარიბ მოსწავლეებს, ცალკეულ საზოგადო მოღვაწეებს, პოეტებს, მწერლებს და სხვება, სისტემატურად უგზავნიდა ფულს რუსეთსა და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე ქართველ სტუდენტებს, ციმბირში გადასახლებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეებს. სიკვდილის წინ მან მთელი თავისი ქონება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა.
  • 14. შემოქმედება გოგებაშვილი ქართული საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებელია. მის მოთხრობებში დიდაქტიკური ელემენტი ორგანულად ერწყმის მხატვრულ რეალიზმს. გოგებაშვილის მხატვრული შემოქმედების ძირითადი წყაროა ქართული ფოლკლორი. ქართული ხალხური ანდაზების საფუძველზეა შექმნილი მოთხრობები „ქურდი და მამალი“, „მერცხალი და მეცხვარე“, „ცხვარი და მარტი“ და სხვა. მოთხრობები „დევნილი მეგობარი“, „ბეღურა“, „ლომი“, „მერცხალი“, „აქლემი“, „ორაგულის ცხოვრება“, „ნამი“, „ცისარტყელა“ და სხვა. ბავშვებს აცნობს ფრინველთა და ცხოველთა სამყაროს; ისტორიულ თემაზე დაწერილი მოთხრობები „ასპინძის ომი“, „იოთამ ზედგენიძე“, „ერეკლე მეფე და ინგილო ქალი“, „ცოტნე დადიანი“, „თავდადებული მღვდელი თევდორე“, „სხივი წარსულისა“, „სამასი თავდადებული გლეხი“ და სხვა.
  • 15. შემოქმედება  მოზარდებს სამშობლოსათვის თავდადებასა და სიყვარულს შთააგონებს, ცნობილი მოთხრობა „იავნანამ რა ჰქნა“ (1890) ჰუმანიზმს, პატრიოტიზმს, ხალხთა მეგობრობას ქადაგებს.  1910 წელს გამოვიდა მწერლის რჩეულ პედაგოგიკის და პუბლიცისტურ თხზულებათა ერთტომეული. თავისი საბავშვო მოთხრობებით და კრიტიკული მიმოხილვებით გოგებაშვილმა დიდი ამაგი დასდო საყმაწვილო ჟურნალებს „ნობათს“, „ჯეჯილსა“ და „ნაკადულს“.
  • 16. ბურჯი ეროვნებისა 1940 აღინიშნა გოგებაშვილის დაბადების 100 წლის იუბილე. გოგებაშვილის ნეშტი დიდუბიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს. 1952—1965 წლებში გიორგი თავზიშვილისა და დავით ლორთქიფანიძის რედაქციით გამოიცა გოგებაშვილის თხზულებათა ათტომეული, რომელიც შეადგინა და კომენტარები დაურთო ვარლამ ქაჯაიამ. დაწესდა გოგებაშვილის სახელობის მედალი. პედაგოგიურმა საზოგადოებამ დააწესა მისი სახელობის ფულადი პრემია წლის საუკეთესო პედაგოგიური ნაშრომისა ან სახელმძღვანელოსათვის. გოგებაშვილის სახელი მიენიჭა პედაგოგიურ მეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, საქართველოს პედაგოგიურ საზოგადოებას, სახალხო განათლების ბიბლიოთეკას, თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტს, თბილისისა და გორის პედაგოგიურ სასწავლებლებს, სოფ. ვარიანის საშუალო სკოლას. ყოველი წლის ოქტომბერში ტარდება იაკობობის დღესასწაული, 1976 ჩატარდა „დედა ენის“ 100 წლისთავის იუბილე, მასობრივი ტირაჟით გამოვიდა გოგებაშვილის „დედა ენისა“ და „ბუნების კარის“ აღდგენილი გამოცემები.
  • 17. იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში დაარსდა 1958 წელს. 2010 წლის 1 იანვრისთვის ფონდში იყო 1500-ზე მეტი ექსპონატი. მათ შორის იაკობ გოგებაშვილის მემორიალური ნივთები (24 ერთეული), ფოტომასალა, დოკუმენტები, წარმოდგენილია აგრეთვე საბჭოთა პერიოდის ფერწერა, ქანდაკება, ჭედურობა, კერამიკა. თავმოყრილია მასალა ი. გოგებაშვილის სახელობის მედლისა და პრემიის ლაურეატებზე. სახლ-მუზეუმში ტარდება სამეცნიერო სესიები, ლექციები. მუზეუმი ყოველწლიურად უძღვება სახალხო დღესასწაულს „იაკობობას“. გამოცემულია სახლ- მუზეუმის მეგზური. აკაკის სახლ-მუზეუმი
  • 18. „დედა-ენა არის ენა სულისა; უცხო ენა-კი ენა მეხსიერებისა“. „დედაენა როდი ჰგავს ტანისამოსს, რომლის გამოცვლა ადვილად და უვნებლად შეიძლება. იგი არის ძვირფასი იარაღი, რომელიც ბუნებას ზედ გამოუჭრია ადამიანის სულსა და ხორცზე” „ქართული ენა არის უმაღლესი ხარისხის ორგანიზაცია“… იგი არის „ეროვნული ძალა, მთავარი ბურჯი ეროვნებისა… განვითარებული, გაშლილი, კულტურული, მდიდარი, როგორც ლექსიკონით, ისე გრამატიკული ფორმებით“. ,,ისეთი მოკავშირის წყალობით, როგორიცაა სიმართლე არასოდეს დავმარცხებულვარ„ “საყმაწვილო ლიტერატურას დიდი მნიშვნელობა აქვს ერის ცხოვრებაში,მის წარმატებაში.ეს არის საუკეთესო საძირკველი,რომელზედაც შენდება მთელი ლიტერატურა და მეცნიერება ხალხისა“ ბრძნული გამონათქვამები
  • 19. „იაკობ გოგებაშვილი ღირსია, რომ ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე ძეგლი დუდგას.“ აკაკი „დედა ენა“ და „ბუნების კარი“ სახელმძღვანელოები კი არა, უდიდესი პოემებია. მე თანახმა ვიქნები, გამოვიდეს ეხლა ეს წიგნები, არა როგორც სახელმძღვანელო, არამედ საკითხავ წიგნად.“ გალაკტიონი იაკობის შესახებ ამბობენ:
  • 20. 1. როდის და სად დაიბადა იაკობ გოგებაშვილი? 2. ვინ იყო მამამისი? (სახელი,საქმიანობა); 3. რომელი წიგნით გამოავლინა საღვთისმეტყველო ცოდნა მწერალმა? 4. როგორ წარმოედგინათ მშობლებს შვილების მომავალი? 5.რომელ წელს შევიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში? 6. რანაირი ბავშვი ყოფილა იაკობი? ტექსტში მოძებნეთ სახასიათო ნიშნები! ჩემო პატარებო,თქვენ გულდასმით წაიკითხეთ და გაეცანით იაკობ გოგოებაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. ახლა კი დროა შეამოწმოთ თქვენი ცოდნა:
  • 21. მოძრაობაში? 7. რომელ წელს გაემგზავრა კიევში სასწავლად? 8. რა იზიდავდა ბავშვობაში განსაკუთრებულად მწერალს? 9. ბუნებისადმი სიყვარული რომელი წიგნიდან ჩანს? 10 როგორ იმოქმედა მწერლის ჯანმრთელობაზე კიევის ჰავამ? 11. რომელი საგნები აინტერესებდა იაკობს? 12. რა იყო სწავლის შეწყვეტის მიზეზი? რომელ წელს დაბრუნდა სამშობლოში მწერალი? 13. რომელი წლიდან მუშაობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლად? 14. რატომ ჩაება იაკობი ეროვნულ-განმათავისუფლებელ
  • 22. 24. ყოველი წლის რომელ თვეს აღნიშნავენ იაკობობას? 15. მოსწავლეთა აღზრდის რანაირი მეთოდი იყო იმხანად? 16. რა შეცვალა სასწავლებლებში ბავშვების აღზრდის კუთხით იაკობმა? 17. რა ბრალდებით გაათავისუფლეს სამსახურიდან იაკობი? 18. რა გადაწყვეტილება მიიღო სასოწარკვეთილმა მწერალმა? 19. რომელი საზოგადო მოღვაწის ლიტერატურულ სალონში დასაქმდა მწერალი? 20. რომელი მწერლებისა და გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეების თანამებრძოლი იყო იაკობი? 21. რას ებრძოდნენ პროგრესულად მოაზროვნე მწერლები? 22. რატომ არ დაოჯახდა იაკობი? 23. როდის გარდაიცვალა იაკობი და სად დაკრძალეს იგი? ახლა სად განისვენებს მისი ნეშთი?