2. ბუ ყველასთვის საყვარელი არსებაა. მას ვხედავთ
ყველგან -
აქსესუარებში, კინოში, მულტიპლიკაციაში, წიგნებში.ალბ
ათ ყველასთვის საინტერესო იქნება რა სიმბოლური
დატვირთვა აქვს ამ ულამაზეს ფრინველს.
3. ფრინველს.ბუს სიმბოლური მნიშვნელობა ორმაგია.
ადამიანს ის ბრძენი – ჩაფიქრებული და
მეოცნებე, საკუთარი თავის შიგნით მიმართული მზერის
გამო გონია, აგრეთვე სიბნელეში ხედვის უნარისა.
4. მონღოლების ხანი მუდამ დაატარებდა თან ოქროს
გალიას, სადაც შავი ღამის ბუ ეჯდა, რადგან ასეთივე
ფრინველმა ცხოვრება გადაურჩინა მონღოლების პირველ
იმპერატორს – ჩინგიზხანს
5. როგორც ერუდიციისა და ცოდნის სიმბოლო, ბუს გამოსახულება
ხშირად შეგვხვდება სხვადასხვა სამეცნიერო გამომცემლობების
ლოგოტიპებზე. ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი თამაში „რა?
სად? როდის?“ კი სწორედ ბროლის ბუს ჩუქნის საუკეთესო
მოაზროვნეს.
6. არსებობს ამის საწინააღმდეგო წარმოდგენაც. ბუ, თავისი
ღამის ცხოვრების გამო უარყოფით როლს თამაშობს
ხალხურ გადმოცემებში. ის ჩუმად დაფრინავს და აქვს
შიშის მომგვრელი ხმა.
7. ძველ ეგვიპტეში, ინდოეთში, ცენტრალურ და ჩრდილო
ამერიკაში, ჩინეთში და იაპონიაში ის სიკვდილის
ფრინველად ითვლება. როგორც ღამის ფრინველი ის არის
სევდის, ნოსტალგიის და მარტოობის სიმბოლო.