ანდრეი კასიანოვი – საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება უკრაინის 25 990 მოქალაქე, მათ შორის 6980 არასრულწლოვანი

საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება უკრაინის 25 990 მოქალაქე, მათ შორის 6980 არასრულწლოვანი, – ამის შესახებ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, საელჩო აქტიურად მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან, უკრაინის მოქალაქეებისთვის უფასო სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფისთვის.

„კერძოდ, მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს, თბილისის ამერიკულმა ჰოსპიტალმა განაცხადა, რომ მიიღო კიდევ ერთი ტრანში ამერიკული სამთავრობო გიგანტური კორპორაციიდან, რამაც საშუალება მისცა გაეგრძელებინა მიმდინარე წლის ივნისში დაწყებული, უკრაინის მოქალაქეების უფასო მომსახურების პროგრამა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 2022 წლის ივნისის ბოლოდან თბილისში ამერიკულ ჰოსპიტალში უკრაინის 2700-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო კვალიფიციური სამედიცინო დახმარება, ამავდროულად, ჩატარდა 552 ქირურგიული ჩარევა, 10 ათასზე მეტი ლაბორატორიული გამოკვლევა, ხოლო სამედიცინო პროცედურების საერთო რაოდენობამ 20 ათასს გადააჭარბა“, – განაცხადა კასიანოვმა.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი მედვედევი – ილონ მასკი ყოჩაღია, ოფიცრის რიგგარეშე წოდება ეკუთვნის
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს, რაც არის უდიდესი პრობლემა