აზერბაიჯანის ჯარში ორგანიზაცია „რუხი მგლები“-დან დაქირავებული მეომრები იბრძვიან

a„ჯერ ჯერობით მტკიცებულებები არ გვაქვს, თუმცა დასაბუთებული ეჭვი არსებობს, რომ ფრონტის ხაზზე აზერბაიჯანულ მხარეს დაქირავებული მეომრები გამოჩნდნენ. ზოგადა, აზერბაიჯანისთვის ეს დამახასიათებელია. 1988-94წწ ომის დროსაც აზერბაიჯანის მხარეს დაქირავებული მეომრები მრავლად იყვნენ. განსაკუთრებით ავღანეთიდან, ორგანიზაცია „რუხი მგლები“-დან, ჩრდილოეთ კავკასიიდან. არსებობს მტკიცებულება რომ ალ–ქაიდიდანაც იყვენ ჩამოსულები. ომის შემდგომ წლებში არაერთი ფაქტი არსებობს როდესაც ალ–ქაიდას მებრძოლეები აზერბაიჯანში ჩადიოდნენ, დასასვენებლად.

აზერბაიჯანის საზღვრისპირა სოფლებისა და დასახლებების მოსახლეობა –ევაკუირებულია. არსებობს ინფორმაცია, რომ დაქირავებული მებრძოლეები მოსახლეობის სახლებს ძარცავენ. გვაქვს ინფორმაცია დარჩენილი მოსახლეობის მიმართ დაქირავებული მებრძოლეების მიერ განხორციელებული ფიზიკური შეურაწყობების შესაბ. ეს ძალიან ჰგავს ორგანიზაცია „რუხი მგლები“-ს და „ისლამური სახელმწიფო“-ს ხელწერას. დრო გვიჩვენებს ყველაფერს, თუმცა, ეჭვი –დასაბუთებულია“, -განაცხადა მთიანი ღარაბაღის ე.წ პრეზიდენტის პრესსსპიკერმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ბარამიძე არ გამორიცხავს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წინასაარჩევნოდ კოალიცია შექმნას
შემდეგი სტატიანუკრი ქანთარია – კოალიციამ მოახერხა „ძლევაი საკვირველი“