ინაშვილი და თარხან-მოურავი უარყოფენ, რომ მატრონა მოსკოველის ხატზე ისინიც გამოსახეს

პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები და სამების საკათედრო ტაძრისთვის მატრონა მოსკოველის ხატის შემწირველები ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი უარყოფენ, რომ ხატის ერთ-ერთ ეპიზოდში თავადაც არიან გამოსახული. ინფორმაცია, რომ ხატზე, სავარაუდოდ, მათი ვედრების ეპიზოდია ასახული, “TV პირველმა” გაავრცელა.

“მე დავაკვირდი ხატზე გამოსახულ მანდილოსანს, ირმა ინაშვილს შავი თმა აქვს, ამ მანდილოსანს უფრო წითური-ყავისფერი. თვალები, სახის მოხაზულობა, ცხვირი – მგონი სრულიად ნათელია, რომ ეს არ არის ირმა ინაშვილი, ვერანაირად ვერ მიამსგავსებ იქ გამოხატულ მანდილოსანს ირმა ინაშვილს, ვერც თვალებით, ვერც ცხვირით, ვერც სახის მოხაზულობით, ვერ ცხვირით. თუ გსურთ, რომ გამოიგონოთ, ყველაფრის გამოგონება შეიძლება”, – უთხრა დავით თარხან-მოურავმა ტელეარხს.

ირმა ინაშვილმა პოზიცია მხოლოდ “TV პირველის” ფეისბუკგვერდზე კომენტარების ველში მოსაზრების დაწერით გამოხატა.

“გამეხარდებოდა, ასეთი დახვეწილი სახე და ცხვირი რომ მქონდეს, მაგრამ არა მაქვს. ამ გოგონას გვერდით რომ მამაკაცია, ის (თქვენი ლოგიკით) სერგი კაპანაძე იქნება, სიბერეში”, – აცხადებს ის.

ინფორმაცია ხატზე, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინიც იყო გამოსახული, ფეისბუკში რამდენიმე დღის წინ გაავრცელა დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა რუსლან ზინინს, რომელმაც უსტ-ილიმსკის სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო აღრიცხვის სამსახურის უფროსს ესროლა
შემდეგი სტატიაპუტინის სპეცგანკარგულება თეატრებისთვის – რა ბრძანება გამოიცა რუსეთში