ყველაზე ავტორიტეტული აფხაზი კრიმინალი პნევმონიით გარდაიცვალა- ასევე გარდაიცვალა ქართველი ე.წ კანონიერი ქურდი გია გიორგაძე

თვითგამოცხადებულ აფხაზეთის რესპუბლიკაში გარდაიცვალა თენგიზ ლაკერბაია (თენგულაში).გარდაცვალების მიზეზი პნევმონია გახდა. 41 წლის ლაკერბაია სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

ლაკერბაია არაერთხელ გაასამართლეს. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტი აფხაზეთში. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო სოხუმის სანაპიროზე 2019 წლის 22 ნოემბერს რესტორნის „სან რემოს“ შესასვლელთან მომხდარ სამ მკვლელობასთან.

2021 წლის 21 ნოემბრის ღამეს სოფელ ნიჟნიაია ეშერაში განხორციელდა თენგიზ ლაკერბაიას სიცოცხლის მოსპობის მცდელობა. თავად კანონიერი ქურდი არ დაშავებულა. ერთი კვირის შემდეგ აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლაკერბაიას შეიარაღებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი გარი ავიძბა დააკავა.

2020 წელს სოხუმის საქალაქო სასამართლომ თენგიზ ლაკერბაიას განაჩენი გამოუტანა. იგი დამნაშავედ ცნო ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გაყიდვის გარდა კიდევ სამ დანაშაულში. სასამართლომ ლაკერბაიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა გამოსასწორებელ კოლონიაში. თუმცა, 2021 წლის 8 ივლისს ის გაათავისუფლეს.

2018 წელს ლაკერბაია დამნაშავედ ცნო ხულიგნობაში – რუსეთის საელჩოს თანამშრომლის, აფხაზეთში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, სტანისლავ აფსავას სხეულის დაზიანების მიყენებაში.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ე.წ კანონიერი ქურდი გია გიორგაძე თურქეთში 62 წლის ასაკში გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშისაქართველომ უარი თქვა უკრაინასთვის ბუკის საზენიტო-სარაკეტო სისტემების გადაცემაზე
შემდეგი სტატიარუსეთში 2 თვითმფრინავი ჩამოვარდა