მეტროსადგური „ვარკეთილი“ დილის ექვსი საათიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება

მეტროსადგური „ვარკეთილი“ დილის ექვსი საათიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება. ჩამოშლილი კონსტრუქცია მეტროსადგურიდან უკვე გატანილია. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. განათება აღდგენილია. მოხდა ჭერის იმ ნაწილის დემონტაჟიც, რომელსაც შესაძლოა, მგზავრებისთვის დამატებითი პრობლემები შეექმნა.

ქალაქის მერის განცხადებით სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით, კონკრეტული პირების ბრალეულობის საკითხი გამოძიების დასრულების შემდეგ გამოიკვეთა.

„ყველა დამნაშავე აგებს პასუხს, დაველოდოთ გამოძიების დასრულებას. რაც შეეხება იმ კომპანიას, რომელმაც მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია ჩაატარა, ტენდერის დროს „შავ სიაში“ არ იმყოფებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ავტომატურად დაიბლოკებოდა და სისტემა ამის საშუალებას არ მისცემდა. კომპანია „შავ სიაში“ 2015 წელს იყო, თუმცა ერთწლიანი დისკვალიფიკაცია 2016 წელს დაუმთავრდა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

30 იანვარს, დაახლოებით 10:30 საათზე, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბიულში დაკიდული ჭერის კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად, 14 ადამიანი დაშავდა.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერი მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ იმყოფებოდა
შემდეგი სტატიაელისაშვილი: თემურლენგი შემოვიდა ღამე, შეიპარა და ააკრა ის ჭერი, თუ როგორ იყო ეს ამბავი?