უკრაინის უშიშროება ბორისპოლის მონასტერს ამოწმებს

СБУ ბორისპოლის მონასტერს ამოწმებს. როგორც უწყება განმარტავს,მიიღება ზომები რუსეთის ფედერაციის გავლენის ცენტრებთან დაკავშირებული რელიგიური თემების ,,რუსული სამყაროს” უჯრედებად გამოყენების გამორიცხვისა და მოსახლეობის პროვოკაციებისა და ტერორისტული აქტებისგან დასაცავად.

ასევე, მიიღება უსაფრთხოების ზომები, რათა გადაამოწმონ მონაცემები დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების, უცხო ქვეყნის მოქალაქეების და იარაღის შესანახად მონასტრის შენობების გამოყენების შესახებ.

ეკლესიის წარმომადგენლების უშუალო მონაწილეობით, სამართალდამცავები, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, ათვალიერებენ ტერიტორიას აკრძალული ნივთების გამოსავლენად.

СБУ აღნიშნავს, რომ სპეცსამსახური თავის საქმიანობაში იცავს ნებისმიერი რელიგიური კონფესიის საქმიანობის მიუკერძოებლობის პრინციპს და პატივს სცემს ყოველი მოქალაქის უფლებას აზრისა და რელიგიის თავისუფლებაზე, როგორც ეს განსაზღვრულია უკრაინის კონსტიტუციით.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია – უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ მეომართა ფოტოსურათები, რომლებიც საახალწლო დღესასწაულისთვის განკუთვნილ სივრცეში იყო განთავსებული, დროებით გადატანილია გმირთა მოედანზე
შემდეგი სტატიასაქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატას ახალი დირექტორთა საბჭო ჰყავს