თურქეთმა ზღვის პროდუქტების რეკორდული რაოდენობის ექსპორტი განახორციელა

თურქეთმა ზღვის პროდუქტების რეკორდული რაოდენობის ექსპორტი განახორციელა

1584765
თურქეთმა ზღვის პროდუქტების რეკორდული რაოდენობის ექსპორტი განახორციელა

2019 წელს თურქეთმა 1 მილიარდ 11 მილიონი დოლარის ზღვის პროდუქტების ექსპორტი განახორციელა, 2020 წელს კი ეს ციფრი 1 მილიარდ 53 მილიონამდე გაზარდა და რეკორდი დაამყარა.

თურქეთმა, რომელიც მსოფლიოში ლიდერია ზღვის ლავრაკის წარმოებაში, წინა წელთან შედარებით 7 პროცენტით მეტი 355,6 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.

თურქეთიდან ყველაზე მეტი 85 მილიონ 186 ათასი დოლარის ლავრაკის იმპორტ ჰოლანდიამ მოახდინა. მას 58 მილიონი დოლარით გაერთიანებული სამეფო და 52 მილიონი დოლარით იტალია მოჰყვება.

2020 წელს ოქროსფერი სპარუსის ექსპორტმა 311 მილიონი დოლარი შეადგინა. თურქეთიდან ოქროსფერი სპარუსის იმპორტში პირველი ადგილი 56 მილიონ 586 დოლარით იტალიამ, 42 მილიონ 180 ათასი დოლარით საბერძნეთმა მეორე და 41 მილიონ 590 ათასი დოლარით კი მესამე ჰოლანდიამ დაიკავა.

თურქეთმა, ზღვის პროდუქტების ექსპორტი, 2021 წლის პირველ თვეში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 12%-ით 100 მილიონ 809 ათას დოლარამდე გაზარდა.



მსგავსი ინფორმაციები