კომუნიკაციების დეპარტამენტმა „თურქეთის მწვანე განვითარების რევოლუცია“ სახელწოდების წიგნი მოამზადა

კომუნიკაციების დეპარტამენტმა „თურქეთის მწვანე განვითარების რევოლუცია“ სახელწოდების წიგნი მოამზადა

1727527
კომუნიკაციების დეპარტამენტმა „თურქეთის მწვანე განვითარების რევოლუცია“ სახელწოდების წიგნი მოამზადა

პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტმა, თურქეთის 2053 წლის ხედვა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით თემაზე, „თურქეთის მწვანე განვითარების რევოლუცია“ სახელწოდების წიგნი მოამზადა.

წიგნი სახელწოდებით „თურქეთის მწვანე განვითარების რევოლუცია“, რომელიც ეხება თურქეთის მდგრადი განვითარების მიზნებს ეკონომიკური, სოციალური და გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ხელმისაწვდომია კომუნიკაციების დეპარტამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე, www.iletisim.gov.tr/turkce/yayinlarimiz.

წიგნში, „საერთაშორისო პროცესები და მდგრადი განვითარება“, „მწვანე განვითარება, მწვანე ზრდა და მწვანე ეკონომიკა“, „გლობალური დათბობა, კლიმატის ცვლილება და საერთაშორისო ხელშეკრულებები“, „მდგრადი განვითარების მიზნები და თურქეთი“, „კლიმატის ცვლილება და თურქეთი“ და „ თურქეთის 2053 წლის მწვანე განვითარების ხედვა“ ქვესათაურებია მოცემული.

წიგნის წინასიტყვაობა დაწერა პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა  ფაჰრეთთინ ალთუნმა, რომელშიც იგი აცხადებს, რომ ისინი ყოველთვის აღიქვამენ და ახორციელებენ განვითარებას, როგორც სტრუქტურული გარდაქმნების განხორციელებას სოციალურ, ტექნოლოგიურ, ინსტიტუციურ და გარემოსდაცვით სფეროებში რა, ეკონომიკურ ზრდასაც ამ თვალსაზრისით უდგებიან.



მსგავსი ინფორმაციები