პიკასოს ნახატი ,,ქალი საათით“ 139,4 მილიონ დოლარად გაიყიდა

პიკასოს ნახატი ,,ქალი საათით“ 139,4 მილიონ დოლარად გაიყიდა

2063030
პიკასოს ნახატი ,,ქალი საათით“ 139,4 მილიონ დოლარად გაიყიდა

ცნობილი ესპანელი მხატვრის, მოქანდაკის, დრამატურგის და პოეტის პაბლო პიკასოს  ნახატი „ქალი საათით“ (Femme a la Montre), რომელიც 1932 წელს შეასრულა, აუქციონზე 139,4 მილიონ დოლარად გაიყიდა. ის მხატვრის ნამუშევრებს შორის მეორე ყველაზე ძვირადღირებული ნახატია.

Sotheby's-ის აუქციონის სახლმა ნახატი აუქციონზე გაიტანა, როგორც ხელოვნების კოლექციონერ ემილი ფიშერ ლანდაუს კუთვნილი კოლექციის ნაწილი. ითქვა, რომ ლანდაუმ ნახატი 1968 წელს იყიდა.

ნახატზე გამოსახულია ფრანგი მოდელის მარი-ტერეზ ვალტერის პორტრეტი, რომელიც პიკასოს საყვარელი ქალი და მრავალჯერ მისი შთაგონების წყარო იყო.


საკვანძო სიტყვები: #ქალი საათით , #პიკასო

მსგავსი ინფორმაციები