დღეს სატელიტური თანამგზავრი “Gokturk 1“ გაიტყორცნება

თურქული თანამგზავრი საფრანგეთის გვიანიდან გაიტყორცნება

623488
დღეს სატელიტური თანამგზავრი “Gokturk 1“ გაიტყორცნება

თურქეთის შეიარაღებული ძალების მიზნობრივი სატელიტური დაზვერვის დასაკმაყოფილებლად, დღეს, საფრანგეთის გვიანიდან ადგილობრივი დროით  16:51 საათზე, “Gokturk 1“ სახელწოდების თურქული სატელიტური თანამგზავრი გაიტყორცნება და გატყორცნის ცერემონიალს ერდოღანი და კაბინეტის წევრები პირდაპირ  ეთერში თვალყურს ადევნებენ თურქეთის საჰაერო და კოსმოსური მრეწველობის დეპარტამენტის, TUSAŞ-ის კუთვნილ აქინჩის საჰაერო ბაზიდან

ხსენებული თანამგზავრი გატყორცნიდან 57 წუთის შემდეგ რაკეტას დაშორდება და 59-ე წუთზე კი მზის  პანელებს გაშლის რა, იგი დედამიწის ორბიტის დაბალ სიმაღლეზე იმოძრავებს.

პირველი სიგნალი თანამგზავრიდან, მისი გატყორცნიდან 68-ე წუთზე მიიღება. “Gokturk 1“ დედამიწას  90 წუთის განმავლობაში შემოუვლის გარშემო და წელიწადში მთლიანობაში 60 ათასზე მეტ გამოსახულებას გამოაგზავნის.

ეს სატელიტური თანამგზავრი მსოფლიოში არსებული თავის ანალოგებთან შედარებით უფრო მაღალი ხარისხის გამოსახულებებს გამოაგზავნის და ამ გამოსახულებების საშუალებით მოხდება   გარემო ბუნებისა და ურბანიზაციის მონიტორინგი, სოფლის მეურნეობის მოსავლის იდენტიფიკაცია, მუნიციპალური პროგრამების გახორციელება, სასაზღვრო კონტროლი, გეოდეზიური საქმიანობები და სხვა



მსგავსი ინფორმაციები