იცით თუ არა, რომ? 23 - 2021

„მსოფლიოში პირველი ბორანი“

1653284
იცით თუ არა, რომ? 23 - 2021

იცით თუ არა, რომ 76-(23)-2021

„მსოფლიოში პირველი ბორანი“

იცით თუ არა, რომ მსოფლიოში პირველი ბორანი ოსმალეთის სახელმწიფოს პერიოდში თურქებმა ააგეს?

1800-იან წლებში სტამბოლის სრუტეზე ორივე მხარეს ტრანსპორტირება ხდებოდა მარტივი ნავებით.  მე-19 საუკუნის 40-იან წლებში მცირე ზომის გემებით დაიწყეს სატრანსპორტო მომსახურების გაწევა. 1850 წელს დაარსდა კომპანია "Şirket-i Hayriyye" და საზღვაო ტრანსპორტირება სტამბოლის მოსახლეობისთვის უფრო დიდი გემებით დაიწყო. კომპანიის ერთ-ერთი მმართველი ჰუსეინ ჰაქი ეფენდი იყო სიახლეების მოყვარული ადამიანი და მრავალი წლის განმავლობაში ფიქრობდა გამოსავალზე, რომელიც ხელს შეუწყობდა მანქანების ტრანსპორტირებას სრუტეზე. იგი ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა კომპანიის არქიტექტორთან ერთად და მათ შექმნეს ბორანის ნახაზი, რომელსაც შეეძლო წინ და უკან სიარული, ჰქონდა ბრტყელი გემბანი, ადამიანების გადასაყვანად სათანადო ადგილი და ორივე ბოლოში თავსახურები. მათ ეს ნახაზი ინგლისში, გემთსაშენში გააგზავნეს და ბრიტანელები ამ დიზაინით აღფრთოვანებული დარჩნენ.

საბორნე ნავის მშენებლობას დაახლოებით 2 წელი დასჭირდა და 1871 წელს დასრულდა. მას სახელად "სუჰულეთი" უწოდეს, რაც „სიადვილეს“ ნიშნავს. სუჰულეთი, რომელმაც პირველი რეისი უსქუდარსა და ქაბათაშს შორის 1872 წელს შეასრულა, 89 წლის განმავლობაში ემსახურებოდა ბოსფორის სრუტის ორივე მხარეს.



მსგავსი ინფორმაციები