დონბასში კიდევ ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა

დონბასში კიდევ ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა

1749143
დონბასში კიდევ ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში, სადაც საბრძოლო მოქმედებები 2014 წლიდან მიმდინარეობს, პრორუსული სეპარატისტების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად, დონბასში კიდევ ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 21 ნოემბერს მას შემდეგ, რაც ექს-პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ხელი არ მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, კიევში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო.

მას შემდეგ, რაც იანუკოვიჩი 2014 წლის თებერვალში დემონსტრაციების გაზრდის შემდეგ ქვეყნიდან გაიქცა, პრორუსმა სეპარატისტებმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში კერძოდ კი დონეცკსა და ლუგანსკში დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.  2014 წლიდან სეპარატისტებსა და კიევის მთავრობას შორის შეტაკებებს 13 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.



მსგავსი ინფორმაციები