გერმანიამ ტანზანიას პატიება სთხოვა

გერმანიამ ტანზანიას პატიება სთხოვა

2059312
გერმანიამ ტანზანიას პატიება სთხოვა

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ რცხვენია იმ დანაშაულების გამო, რაც მისმა ქვეყანამ ჩაიდინა ტანზანიაში კოლონიური პერიოდის განმავლობაში და პატიება სთხოვა ამ ქვეყანას.

ეროვნული მედიის ინფორმაციით, შტაინმაიერმა ტანზანიაში ვიზიტის დროს მაჯი-მაჯის მუზეუმში სტუმრობისას განაცხადა: „პატიებას ვითხოვ იმისთვის, რაც გერმანელებმა გააკეთეს თქვენს წინაპრებზე“.

შტაინმაიერმა ასევე განაცხადა, რომ მათ სურთ ტანზანიასთან საერთო მომავლის დამყარება.

ცნობისათვის, არაბთა ბატონობის შემდეგ, ტანზანიის მიწები, რომლებიც 1880-იანი წლებიდან 1919 წლამდე დარჩა გერმანიის კოლონიურ მმართველობაში, ერთა ლიგის დაარსებით ბრიტანეთის მმართველობის ქვეშ მოექცა.

გერმანიის კოლონიური მმართველობის პერიოდში, 1905-1907 წლებში მოხდა მაჯი-მაჯის აჯანყება, რომლის ჩახშობაც გერმანიამ ძალის გამოყენებით სცადა.

ამ მოვლენების დროს, დაახლოებით 200-დან 300 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.



მსგავსი ინფორმაციები