თურქეთი-ბულგარეთი და რუმინეთი მნიშვნელოვან შეთანხმებას აწერენ ხელს

თურქეთი-ბულგარეთი და რუმინეთი მნიშვნელოვან შეთანხმებას აწერენ ხელს

2084498
თურქეთი-ბულგარეთი და რუმინეთი მნიშვნელოვან შეთანხმებას აწერენ ხელს

ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა თოდორ თაგარეევმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას სტამბოლში თურქეთთან და რუმინეთთან შავ ზღვაში ნაღმების გაწმენდის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას მოაწერენ ხელს.

ბულგარული საინფორმაციო სააგენტო BTA-ს ცნობით, თოდორ თაგარეევმა ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ბლაგოევგრადში, შავ ზღვაში ნაღმების გაწმენდასთან დაკავშირებით.

თაგარეევის თქმით, ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი მომავალ კვირას სტამბოლში ხელს მოაწერენ შეთანხმებას შავი ზღვის ნაღმების გაწმენდის შესახებ.

„რუსეთის მიერ უკრაინაში 2022 წელს დაწყებული ომი ქმნის რისკებს ჩვენი ტერიტორიისა და სანავიგაციო უსაფრთხოებისთვის რა, ამ რისკების მინიმუმამდე დასაყვანად სამი ქვეყნის საზღვაო ფლოტები ნაღმებს გაასუფთავებენ“, განაცხადა თაგარეევმა.



მსგავსი ინფორმაციები