სამხრეთ კორეაში ძაღლის ხორცით ვაჭრობა და მოხმარება იკრძალება

სამხრეთ კორეაში ძაღლის ხორცით ვაჭრობა და მოხმარება იკრძალება

2086401
სამხრეთ კორეაში ძაღლის ხორცით ვაჭრობა და მოხმარება იკრძალება

სამხრეთ კორეაში კანონპროექტი, რომელიც კრძალავს ძაღლის ხორცით ვაჭრობასა და მოხმარებას, ეროვნულმა ასამბლეამ დაამტკიცა.

კანონპროექტი, რომელიც კრძალავს ძაღლების მოშენებას, დაკვლას, ხორცად განაწილებას და რეალიზაციას, დამტკიცდა 208 ხმით, ორმა დეპუტატმა კი თავი შეიკავა.

იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტი დაკანონდება, მისი ამოქმედება 2027 წლიდან იგეგმება და ვინც კანონს დაარღვევს, შეიძლება დაისაჯოს მაქსიმუმ 2 წლით თავისუფლების აღკვეთით ან დაახლოებით 23 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმით.

თავის მხრივ, კანონპროექტი ასევე მოიცავს სუბსიდიებს ძაღლის ხორცის ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებისთვის სამუშაოს შესაცვლელად.

ოფიციალური მონაცემებით, სამხრეთ კორეას აქვს დაახლოებით 1,150 ძაღლის ფერმა, 34 სასაკლაო ადგილი, ყავს 219 დისტრიბუტორი და დაახლოებით 1,600 რესტორანი, რომლებიც ყიდიან ძაღლის ხორცით დამზადებულ საკვებს.

მეორეს მხრივ, სამხრეთ კორეაში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, 90 პროცენტზე მეტმა განაცხადა, რომ არ განიხილავს ძაღლის ხორცის ჭამას.



მსგავსი ინფორმაციები