ჩინეთში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

2093413
ჩინეთში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა და 9 დაშავდა.

ხანძარი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე, ჯიანგსის ავტონომიურ რეგიონში ერთ-ერთ კორპუსში გაჩნდა.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის ქვეშ არსებულ მაღაზიაში გაჩნდა და ზედა სართულებზე გავრცელდა.

პირველადი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა და 9 დაშავდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მომხდარზე გამოძიება გრძელდება.

თავის მხრივ, გასულ კვირას ქვეყანაში სკოლის საერთო საცხოვრებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად 13 მოსწავლე დაიღუპა.



მსგავსი ინფორმაციები