ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბაიდენი: „ჩვენ წინ არის გზა, მაგრამ ეს რთული გზაა“

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბაიდენი: „ჩვენ წინ არის გზა, მაგრამ ეს რთული გზაა“

2108121
ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბაიდენი: „ჩვენ წინ არის გზა, მაგრამ ეს რთული გზაა“

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისინი შეთანხმდნენ ისრაელთან შეაჩერონ თავდასხმები რამადანის თვეში, რათა ყველა ტყვე გაიყვანონ ღაზის სექტორიდან.

NBC არხის გადაცემაში "Late Night With Seth Meyers" მონაწილე ჯო ბაიდენმა უპასუხა აქტუალური საკითხების შესახებ შეკითხვებს.

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კითხვაზე ბაიდენმა უპასუხა: „ჩვენ წინ არის გზა, მაგრამ ეს რთული გზაა“.

„პირველ რიგში ტყვეები უნდა გაათავისუფლონ“. - თქვა ბაიდენმა  და დაამატა, რომ ისინი შეთანხმდნენ ისრაელის მხარესთან "შეაჩერონ თავიანთი ქმედებები რამადანის თვეში (11 მარტი - 9 აპრილი)" რათა ყველა ტყვე (ღაზის სექტორიდან) გაიყვანონ“.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნიუ-იორკში ვიზიტის დროს კი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის თარიღის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

კითხვაზე, თუ როდის შეიძლება მიღწეული იქნას ცეცხლის შეწყვეტა ღაზაში, ბაიდენმა უპასუხა: "იმედი მაქვს ამ კვირის ბოლომდე. ჩემმა ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა თქვა, რომ ჩვენ ძალიან ახლოს ვართ, მაგრამ ჯერ არ დაგვისრულებია. იმედი მაქვს ცეცხლის შეწყვეტა (ღაზაში) ორშაბათამდე მიიღწევა“.

7 ოქტომბრის შემდეგ რეგიონზე ისრაელის ინტენსიური თავდასხმების შედეგად დაიღუპა თითქმის 30 ათასი პალესტინელი, უმეტესობა ბავშვი.


საკვანძო სიტყვები: #ღაზა , #ისრაელი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები