„მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით“ 02-2021

„მაღალი ქოლესტერინი“

1711105
„მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით“ 02-2021

„მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით“ 02-2021

„მაღალი ქოლესტერინი“

ექიმი, მეჰმეთ უჩარი

თემა, რომელზეც დღეს გვინდა ვისაუბროთ არის: მაღალი ქოლესტერინი

ქოლესტერინი აუცილებელია სხეულის ყველა უჯრედისთვის და ბევრი ჰორმონი შეიცავს მას. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაღალი ქოლესტერინი სასარგებლოა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საკმარისზე მაღალი ქოლესტერინი ზიანს აყენებს სხეულს.

სისხლის ანალიზში ქოლესტერინის ორი მნიშვნელობა გამოირჩევა. მათ უწოდებენ HDL-ს და LDL-ს. HDL, რომელიც ცნობილია როგორც კარგი ქოლესტერინი, აგროვებს ქსოვილებში არსებულ ქოლესტერინს და მას ორგანიზმიდან გამოდევნის. LDL, რომელიც ცნობილია როგორც ცუდი ქოლესტერინი, ატარებს ქოლესტერინს ქსოვილებში და იწვევს მის დაგროვებას არტერიების კედლებზე. ამ მიზეზის გამო საკმარისი არ არის ცუდი ქოლესტერინის ნორმალიზება. საჭიროა ასევე კარგი ქოლესტერინის გაზრდა. ანუ აუცილებელია არა მხოლოდ ცუდი ქოლესტერინის, არამედ კარგი ქოლესტერინის დონის კონტროლი.

ქოლესტერინის ბალანსის დაცვა შესაძლებელია კვების გარკვეული წესების გათვალისწინებით და აქტიური ცხოვრების წესის დაცვით:

მცენარეული მკურნალობა შეიძლება იყოს შემდეგი სახის:

1. ეფექტურია ერთი დესერტის (ჩაის) კოვზი ცივად გამოწურული ფსტის ზეთის დღეში ორჯერ მშიერზე მიღება.

2. უცხიმო ოსპის წვნიანი, რომელსაც კვირაში ორჯერ ან სამჯერ მიიღებთ, დაგეხმარებათ ერთი მხრივ ქოლესტერინის კონტროლში და მეორეს მხრივ არტერიული წნევის დაბალანსებაში.

3. არტიშოკის, სტაფილოს, ნივრის და ხახვის მოხმარება დაგეხმარებათ ქოლესტერინის შემცირებაში. თქვენ შეგიძლიათ შეურიოთ 1 ჩაის კოვზი ხახვის წვენი და ჩაის კოვზი თაფლი და დალიოთ დღეში ერთხელ.

4. მწვანე ჩაის, ჯანჯაფილის, როზმარინის, ასკილის, ორეგანოს ჩაის დალევა დადებითად მოქმედებს მაღალ ქოლესტერინზე. დღეში რამდენიმე ჭიქა მწვანე ჩაის დალევა ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზაა ცუდი ქოლესტერინის შესამცირებლად.

5. მწარე წიწაკისა და ჯანჯაფილის, როზმარინის, ორეგანოს, წითელი დაფქული წიწაკის  სანელებლები ძალიან სასარგებლოა.

6. ცნობილია, რომ ნედლი თხილი, კაკალი და ნუში უზრუნველყოფს ცუდი ქოლესტერინის უმნიშვნელო შემცირებას. თუმცა, ის უნდა იქნას მოხმარებული შესაბამისი რაოდენობით.

7. ყურძნის წიპწს ან მის ფხვნილს აქვს მაღალი ქოლესტერინის შემცირების თვისება.

8. თქვენ შეგიძლიათ შეამციროთ ქოლესტერინი მოკლე დროში თუ ყოველ ღამე ძილის წინ 1 ჭიქა წყალში ჩაყრით 2 გატეხილ კაკლის გულს და ამ წყალს დალევთ დილით გაღვიძებისთანავე, შემდეგ კი მიირთვით ნიგოზი.

9. დღის განმავლობაში ერთ ჭიქა წყალში ჩასხმული ნახევარი სუფრის კოვიზი ორგანული (თუ შესაძლებლობა გაქვთ სახლში დამზადებული) ვაშლის ძმრის დალევა ასევე შეიძლება იყოს სასარგებლო.



მსგავსი ინფორმაციები