ანატოლიის კულტურული საგანძურები

ალთინბეშიქის გამოქვაბული

1748413
ანატოლიის კულტურული საგანძურები

ანატოლიის კულტურული საგანძურები 16-2021

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

ალთინბეშიქის გამოქვაბული

ადრე ყოფილხარ გამოქვაბულში? თუ თქვენი პასუხი დადებითია, რა გრძნობები გაგიღვიძათ ამ გარემომ? ადგილი, სადაც არ არის შუქი, საშინელი ექოა, თქვენში ერთგვარი შფოთვა გამოიწვია? გამოქვაბული იდუმალი, თუ ამაღელვებელი გეჩვენათ?... შუა საუკუნეებში ხალხს სჯეროდა, რომ გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ დრაკონები და მონსტრები. პირველ საუკუნეებში ეს ადგილები იყო ქვესკნელის კარიბჭე. გამოქვაბულებს მანამდე სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა ადამიანისთვის. რადგან, მათ შეეძლოთ მტაცებლებისგან დაცვა და კომფორტულად ცხოვრების საშუალება. გამოქვაბულის თავგადასავალი, რომელიც თავშესაფრისა და დაცვის მოტივით დაიწყო, დროთა განმავლობაში განსხვავებულ განზომილებებს მიაღწია. გამოქვაბულის სიღრმე ცივ საცავად იქცა, ზოგჯერ მისი კედლები ტილოდ იქცევა ადამიანის პირველი ხელოვნების ექსპერიმენტისთვის. ისინი წარმოადგენდნენ იდუმალ გადასასვლელებს ქვესკნელისკენ. მითოლოგიაში ამდაგვარ ადგილებს აფარებდნენ თავს წინასწარმეტყველები, წმინდანები და მოციქულები. იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც ასობით წელი ეძინათ და ისეთებიც, ვისაც განმარტოება სურდა, სწორედ რომ გამოქვაბულებს აფარებდა თავს.

ზოგში შესვლა მხოლოდ გათხრებით შეიძლება, ზოგთან წვდომისათვის კი მთის ფერდობამდე მისვლაა საჭირო. ზოგიერთი შედგება ურთიერთდაკავშირებული გალერეებისგან; ზოგი რამდენიმე სართულიანია, ზოგის სიგრძე ასობით კილომეტრს აღწევს. ვარაუდობენ, რომ ანატოლიის გეოგრაფიაში დიდი და პატარა,  დაახლოებით ორმოცი ათასი გამოქვაბულია და ამიტომ მას უწოდებენ „გამოქვაბულის სამოთხეს“.

 ჩვენ დღევანდელ პროგრამას  ალთინბეშიქის გამოქვაბულს დავუთმობთ, რომელიც სიდიდით მესამე მსოფლიოში.

ალთინბეშიქის გამოქვაბული ანტალიის იბრადის რაიონში, ღრმა და ციცაბო მანავგათის ხეობაში მდებარეობს. ალთინბეშიქის გამოქვაბულში შესვლა გემით შეგიძლიათ. რადგან თურქეთის უდიდესი მიწისქვეშა ტბა, მღვიმის შესასვლელიდან იწყება. ამ ფირუზისფერი მიწისქვეშა ტბის ორასი მეტრის ნახვა შესაძლებელია ნავით. მაშინაც კი, თუ ცურვა ძალიან კარგად იცით, წყალში შესვლა კატეგორიულად აკრძალულია. ამ დრომდე აღმოჩენილია მღვიმის ორნახევარი კილომეტრი, რომელსაც აქვს ძალიან გრძელი და დიდი მიწისქვეშა სისტემა.

ალთინბეშიქის მღვიმის ჭერის სიმაღლე ზოგიერთ ადგილებზე 50 მეტრს აღწევს. მღვიმე, რომელშიც დომინირებს ყვითელი ფერი, მასში შემავალი მინერალების გამო, თითქმის ფარული სამოთხეა. ალთინბეშიქის გამოქვაბული სამსართულიანია, მაგრამ დღეს მხოლოდ პირველი სართულის მონახულებაა შესაძლებელი. გამოქვაბულის მეორე სართულზე მრავალი სხვადასხვა ზომის მიწისქვეშა ტბაა. ზამთრის სეზონზე ნალექის მატებასთან ერთად მღვიმე მთლიანად  ივსება წყლით.

ალთინბეშიქის მღვიმე მდებარეობს ალთინბეშიქის ეროვნულ პარკში, რომელშიც მრავალი ენდემური სახეობაა და უნიკალურია თურქეთისთვის.

კიდევ ერთი გამოქვაბული ტბებით, სტალაქტიტებითა და სტალაგმიტებით არის თინაზთეფეს მღვიმე. კონიას სეიდიშეჰირის რაიონში მდებარე გამოქვაბული თურქეთში ტურისტებისთვის გახსნილ გამოქვაბულებს შორის ყველაზე გრძელია... 22 კილომეტრიანი მღვიმე გიდენგელმეზის მთების ძირში მდებარეობს. თინაზთეფეს გამოქვაბულის დაახლოებით 1600 მეტრის მონახულება მოეწყო და ამ მახასიათებლის გამო იგი აღიარებულია როგორც თურქეთის პირველი ყველაზე გრძელი და მესამე ყველაზე გრძელი მღვიმე ევროპაში. ვარაუდობენ, რომ მღვიმე 230 მილიონი წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა.

თინაზთეფეს გამოქვაბული სამეცნიერო კვლევების შედეგად, ფრანგი მეცნიერის მიერ იქნა აღმოჩენილი.   კვლევის შემდეგ გაირკვა, რომ მღვიმე ასთმის სამკურნალო ბუნებრივი გარემოა. გამოქვაბულის ნაპრალებში ჩაღრმავებულმა წყლებმა შექმნა მომხიბლავი ტრავერტინები, სტალაქტიტები და სტალაგმიტები. მიწაზე არსებული პატარა ტბორებისა და მღვიმის ბოლოს ტბის გარდა, არის ჩანჩქერიც. ჩანჩქერიდან ჩამოსული წყლების მიერ წარმოქმნილი ღრმა ღრუები იმ წარმონაქმნებს შორისაა, რომლებიც ადამიანს ხიბლავს და ცოტასაც აშინებს.

და ბოლოს, ადამიანის ხელით ხელუხლებელი მომხიბლავი ადგილები სინამდვილეში გამოქვაბულებია... ეს წარმონაქმნები, რომლებსაც ოდესღაც სიბნელის სამყაროს უწოდებდნენ, დღეს შეუცვლელი სფეროა გეოლოგიის, ბიოლოგიის, ანთროპოლოგიის, პრეისტორიული არქეოლოგიისა და მრავალი სხვა დისციპლინისთვის. გამოქვაბულები, რომლებმაც დაასრულეს ფორმირება მილიონობით წელიწადში, მასპინძლობს დიდ ეკოსისტემას ცოცხალი და არაცოცხალი არსებებით და მიკროორგანიზმებით.

მომავალ პროგრამაში შეხვედრის იმედით გემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ...

 

 



მსგავსი ინფორმაციები