ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ 30 აგვისტოს გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ვიდეოკლიპი მოამზადა

ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ 30 აგვისტოს გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ვიდეოკლიპი მოამზადა

2030862
ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ 30 აგვისტოს გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ვიდეოკლიპი მოამზადა

ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ 30 აგვისტოს გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ვიდეოკლიპი მოამზადა.

სამინისტროს სოციალური ქსელით გავრცელებულ კლიპში არის გამოყენებული ომის ძველი კადრები და თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ დღეს არსებული ადგილობრივი და ეროვნული იარაღით, საბრძოლო მასალით და მანქანებით ჩატარებული ოპერაციებისა და წვრთნების კადრები.

ვიდეორგოლში ნათქვამია: „მთავარსარდალმა მუსტაფა ქემალ ფაშამ 30 აგვისტოს უთხრა თავის ჯარებს: ‘ჯარებო, თქვენი პირველი სამიზნე ხმელთაშუა ზღვაა, წინ’. მისი ბრძანებით შუადღისას გამძაფრებული ბრძოლა საღამომდე გაგრძელდა, ბერძნული ჯარი მთლიანად დაიშალა და ბერძნებმა ბევრი მსხვერპლი განიცადეს. ამგვარად, ბერძნული ჯარის იზმირში დესანტით შემოსევა, რომელიც მიზნად ისახავდა ანატოლიაში შეჭრას, ბერძნების ზღვაში დამარცხებით დასრულდა“.

კლიპში ნათქვამია, რომ გაზი მუსტაფა ქემალ ფაშას მიერ გაცემული ბრძანების „წინ“ შესაბამისად, თურქეთის შეიარაღებული ძალები ერთან ერთად და ადგილობრივი და ეროვნული ტექნოლოგიებით აღჭურვილი,  თავისი ძალისა და პასუხისმგებლობის გაცნობიერებით დღითი დღე ძლიერდება“.

„გაზი მუსტაფა ქემალ ათათურქის და მისი თანამებრძოლების თაოსნობით მადლიერებით ვიხსენებთ ჩვენს დაღუპულ სამხედროებს და გმირ ვეტერანებს, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს. გილოცავთ 30 აგვისტოს, გამარჯვების და თურქეთის შეიარაღებული ძალების დღეს“. - ნათქვამია ვიდეორგოლში.



მსგავსი ინფორმაციები