Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ყველაზე ხანდაზმული და, ამავე დროს, ძალიან ახალგაზრდული ჟურნალი

ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ვერ­სი­ტეტ­ში ZOOM-ის პლატ­ფორ­მა­ზე ჟურ­ნა­ლის – „ქარ­თუ­ლი წყა­როთ­მცოდ­ნე­ობა XXII“ – წარ­დგე­ნა შედ­გა. მი­უხ­ედ­ავ­ად ონ­ლა­ინ ფორ­მა­ტი­სა, ღო­ნის­ძი­ებ­ას ეს­წრე­ბოდ­ნენ რო­გორც კვლე­ვი­თი და უმ­აღ­ლე­სი სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მეც­ნი­ერ­ები და პუბ­ლი­კა­ცი­ათა ავ­ტო­რე­ბი, ას­ევე თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ის­ტო­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის სხვა­დას­ხვა სა­ფე­ხუ­რის სტუ­დენ­ტე­ბი.

 

ღო­ნის­ძი­ება გახ­სნა ჟურ­ნა­ლის რე­დაქ­ტორ­მა, ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ის­ტო­რი­ისა და ეთ­ნო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის შუა სა­უკ­უნე­ებ­ის სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ისა და წყა­როთ­მცოდ­ნე­ობ­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გემ, მთა­ვარ­მა მეც­ნი­ერ თა­ნამ­შრო­მელ­მა, თსუ-ის პრო­ფე­სორ­მა მა­რი­ამ ჩხარ­ტიშ­ვილ­მა. მან მო­ნა­წი­ლე­ებს მი­ულ­ოცა ახ­ალი ნომ­რის გა­მოს­ვლა და ხა­ზი გა­სუ­ვა ჟურ­ნა­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბას. ჩვენ გა­ვე­სა­უბ­რეთ ქალ­ბა­ტონ მა­რი­ამს, რო­მელ­მაც სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლე­ბი გაგ­ვან­დო ჟურ­ნა­ლის და­არ­სე­ბის, გან­ვი­თა­რე­ბის და უკ­ვე 22-ე ტო­მის შე­სა­ხებ.

 

– რო­გო­რია ჟურ­ნა­ლის და­არ­სე­ბი­სა და შემ­დგო­ში გან­ვი­თა­რე­ბის ის­ტო­რია?

 

– ჟურ­ნა­ლი „ქარ­თუ­ლი წყა­როთ­მცოდ­ნე­ობა“ არ­ის ძა­ლი­ან დი­დი ტრა­დი­ცი­ის სა­მეც­ნი­ერო ჟურ­ნა­ლი. არ შევ­ცდე­ბი, თუ ვიტყვი, რომ ქარ­თულ სა­მეც­ნი­ერო სივ­რცე­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რი­ის სფე­რო­ში ბევ­რი არ მოგ­ვე­პო­ვე­ბა ას­ეთი დი­დი ის­ტო­რი­ის მქო­ნე პე­რი­ოდ­ული გა­მო­ცე­მა. „ქარ­თუ­ლი წყა­როთ­მცოდ­ნე­ობა“ და­ფუძ­ნდა 1965 წელს, რო­გორც ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ის­ტო­რი­ისა და ეთ­ნო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის ერ­თი გან­ყო­ფი­ლე­ბის კრე­ბუ­ლი, რო­მელ­შიც თა­ვი­დან, უმ­თავ­რე­სად, ამ გან­ყო­ფი­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ნაშ­რო­მე­ბი იბ­ეჭ­დე­ბო­და. ტერ­მი­ნი „წყა­როთ­მცოდ­ნე­ობა“ კი გა­გე­ბუ­ლი იყო შე­და­რე­ბით ვიწ­როდ, რო­გორც მხო­ლოდ წე­რი­ლო­ბი­თი წყა­რო­ებ­ის შემ­სწავ­ლე­ლი მეც­ნი­ერ­ება. შემ­დგომ­ში გა­მო­ცე­მის ავ­ტორ­თა წრე და სა­მეც­ნი­ერო პრობ­ლე­მა­ტი­კა თან­და­თან გა­ფარ­თოვ­და. 2010 წლი­დან „ქარ­თუ­ლი წყა­როთ­მცოდ­ნე­ობა“ ჟურ­ნა­ლად გა­და­კეთ­და. ჩა­მო­ყა­ლიბ­და ახ­ალი რედ­კო­ლე­გია, შე­იქ­მნა ახ­ალი სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კა და გა­მო­იყო ახ­ალი გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბი. თა­ვად ტერ­მინ „წყა­როთ­მცოდ­ნე­ობ­ის“ გა­გე­ბაც შე­იც­ვა­ლა: მან მო­იც­ვა ყვე­ლა ტი­პის წყა­რო­თა კვლე­ვე­ბი. ჟურ­ნა­ლად გა­და­კე­თე­ბის დრო­იდ­ან მას რე­დაქ­ტო­რო­ბენ თსუ პრო­ფე­სო­რე­ბი: გი­ული ალ­ას­ანია და მა­რი­ამ ჩხარ­ტიშ­ვი­ლი. 2019, 2020 წლის ნომ­რებს და­მა­ტე­ბით ჰყავ­და კი­დევ ერ­თი რე­დაქ­ტო­რი – ის­ტო­რი­ის დოქ­ტო­რი ზუ­რაბ თარ­გა­მა­ძე. ჟურ­ნა­ლად გა­და­კე­თე­ბის შემ­დგომ შე­მუ­შავ­და ყდის ახ­ალი დი­ზა­ინ­იც, ის გახ­და მუდ­მი­ვი: ნომ­რე­ბის მი­ხედ­ვით მხო­ლოდ გა­რე­კა­ნის ფე­რე­ბი იც­ვლე­ბა. ამ­ით, ახ­ალ ში­ნა­არ­სთან ერ­თად, ჩა­მო­ყა­ლიბ­და, ასე ვთქვათ, ჟურ­ნა­ლის ვი­ზუ­ალ­ური იდ­ენ­ტო­ბაც. ეს იმ­იტ­ომ, რომ რედ­კო­ლე­გი­ას სურს შექ­მნას სა­მეც­ნი­ერო პრო­დუქ­ტის სრუ­ლი­ად გა­მორ­ჩე­ული ბრენ­დი. „ქარ­თუ­ლი წყა­როთ­მცოდ­ნე­ობა“ არ­ის თსუ ის­ტო­რი­ისა და ეთ­ნო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის ერთ-ერ­თი პე­რი­ოდ­ული გა­მო­ცე­მა და ყო­ველ­წლი­ურ­ად გა­მო­იც­ემა ერ­თი ნო­მე­რი.

 

– რო­გორც ჩანს, წლე­ბის მან­ძილ­ზე იც­ვლე­ბო­და და ვი­თარ­დე­ბო­და ჟურ­ნა­ლი. დღეს რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქ­ვს მას?

 

– სა­მეც­ნი­ერო მე­დი­ის გა­რე­შე არ არ­სე­ბობს მეც­ნი­ერ­ება. რად­გან მეც­ნი­ერ­ება სხვა არ­აფ­ერია, თუ არა იდე­ებ­ის მუდ­მი­ვი გაც­ვლა. „ქარ­თუ­ლი წყა­როთ­მცოდ­ნე­ობა“ სწო­რედ ამ­ის სა­შუ­ალ­ებ­ას აძ­ლევს მეც­ნი­ერ­ებს: ის­ინი ჟურ­ნა­ლის სა­შუ­ალ­ებ­ით ფარ­თო სა­მეც­ნი­ერო სა­ზო­გა­დო­ებ­ას თა­ვი­ანთ აზ­რებს უზი­არ­ებ­ენ. აქ სა­უბ­არია სა­მეც­ნი­ერო ეთ­იკ­აზ­ეც, რაც ასე აქ­ტუ­ალ­ურია დღეს. ჟურ­ნალ­ში არ­ის არა მარ­ტო კვლე­ვი­თი სტა­ტი­ებ­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა, არ­ამ­ედ წიგ­ნე­ბის მი­მო­ხილ­ვა და სა­მეც­ნი­ერო მოვ­ლე­ნე­ბის ქრო­ნი­კა. მკვლე­ვარს შე­უძ­ლია მოკ­ლე კო­მენ­ტა­რის სა­ხი­თაც გა­მო­ხა­ტოს აზ­რი. ჟურ­ნალ­ში პუბ­ლი­კა­ცი­ებს აქ­ვეყ­ნე­ბენ არა მარ­ტო ის­ტო­რი­კო­სე­ბი, არ­ამ­ედ, ზო­გა­დად, ჰუ­მა­ნი­ტა­რი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, აქ­ვე ჟურ­ნა­ლი ახ­ალ­ის­ებს ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნურ კვლე­ვებ­საც. უნ­და ით­ქვას, რომ აქ ნაშ­რო­მებს აქ­ვეყ­ნე­ბენ უცხო­ელი მკვლევ­რე­ბიც. ჟურ­ნა­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ­ის ამ­სახ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მეც­ნი­ერ­ებ­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბი­სა, ამ­ავე დროს, ის არ­ის ამ გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სის კა­ტა­ლი­ზა­ტო­რიც. ამ­გვა­რად, მნიშ­ვნე­ლო­ბაც ნა­თე­ლია. ჟურ­ნალს აქ­ვს ეს ორი მთა­ვა­რი ფუნ­ქცია: მეც­ნი­ერ­ული პრო­ცე­სე­ბის ას­ახ­ვა და ამ პრო­ცე­სე­ბის ხელ­შეწყო­ბა.

 

– ჟურ­ნა­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩანს მი­სი მი­ზა­ნიც, თუმ­ცა სა­ინ­ტე­რე­სოა და­ვა­კონ­კრე­ტოთ, რა არ­ის ჟურ­ნა­ლის ძი­რი­თა­დი მი­სია?

 

– ჟურ­ნა­ლის მი­სიაა, ხე­ლი შე­უწყოს ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ის­ტო­რი­ული და, ზო­გა­დად, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კვლე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, ას­ევე, ქარ­თულ სი­ნამ­დვი­ლე­ში სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­არ­ებ­ული სტან­დარ­ტე­ბის შე­სატყვი­სი მეც­ნი­ერ­ებ­ის დამ­კვიდ­რე­ბას. ამ მი­სი­ის გან­სა­ხორ­ცი­ელ­ებ­ლად რედ­კო­ლე­გია ძა­ლის­ხმე­ვას არ იშ­ურ­ებს: ცდი­ლობს, ყო­ველ­წლი­ურ­ად გააუმჯობესოს ჟურ­ნა­ლის ხა­რის­ხი, გა­ხა­დოს ის უფ­რო ცნო­ბა­დი, უფ­რო მიმ­ზიდ­ვე­ლი რო­გორც ავ­ტო­რე­ბის, ისე მკითხვე­ლე­ბი­სათ­ვის.

 

– რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჟურ­ნა­ლი ახ­ალ­გაზ­რდე­ბი­სათ­ვის და არი­ან თუ არა სტუ­დენ­ტე­ბი ჩარ­თუ­ლი?

 

– ჟურ­ნა­ლი სა­მეც­ნი­ეროა. ეს იმ­ას ნიშ­ნავს, რომ ის არაა ფარ­თო მკითხველ­ზე გათ­ვლი­ლი. მი­უხ­ედ­ავ­ად ამ­ისა, ჟურ­ნა­ლი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ფა­კულ­ტე­ტის ის­ტო­რი­კოს სტუ­დენ­ტებს შო­რის დი­დი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. ყო­ველ წელს ტარ­დე­ბა ჟურ­ნა­ლის პრე­ზენ­ტა­ცი­ები თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში, ხო­ლო დამ­სწრე­თა დი­დი ნა­წი­ლი სტუ­დენ­ტია. ყო­ველ­თვის მო­უთ­მენ­ლად ელი­ან სტუ­დენ­ტე­ბი ჟურ­ნა­ლის ახ­ალი ნომ­რის გა­მოს­ვლას. ბევ­რი გვყავს ახ­ალ­გაზ­რდა ავ­ტო­რი (ას­აკ­ისა და პო­ზი­ცი­ის მი­ხედ­ვით შეზღუდ­ვა არ არ­ის ჩვენს ჟურ­ნალ­ში, მთა­ვა­რია წარ­მოდ­გე­ნი­ლი ნაშ­რო­მის ხა­რის­ხი). ამ­ას­თან, ახ­ალ­გაზ­რდე­ბი არი­ან რედ­კო­ლე­გი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­შიც. სა­მი მათ­გა­ნი: ნა­ტო სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლი, ზუ­რაბ თარ­გა­მა­ძე, სო­ფიო ქა­და­გიშ­ვი­ლი ჩვე­ნი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის აღ­ზრდი­ლე­ბი გახ­ლავთ. სა­მი­ვე პი­რა­დად ჩე­მი დოქ­ტო­რან­ტი იყო და ახ­ლა თა­ვად მოღ­ვა­წე­ობ­ენ სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში, რო­გორც ლექ­ტო­რე­ბი. ის­ინი უკ­ვე გა­დამ­წყვეტ როლს თა­მა­შო­ბენ ჟურ­ნა­ლის წარ­მა­ტე­ბის საქ­მე­ში. ანუ შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ჟურ­ნალს მრა­ვალ­მხრი­ვი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქ­ვს ახ­ალ­გაზ­რდო­ბას­თან: ახ­ალ­გაზ­რდე­ბი მას კითხუ­ლო­ბენ, ახ­ალ­გაზ­რდე­ბი მას­ში სტა­ტი­ებს ბეჭ­და­ვენ, ახ­ალ­გაზ­რდე­ბი რედ­კო­ლე­გი­აში მუ­შა­ობ­ენ და დი­დი წვლი­ლი შე­აქ­ვთ ჟურ­ნა­ლის მო­დერ­ნი­ზე­ბის საქ­მე­ში. ანუ, ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლი ერ­თდრო­ულ­ად არ­ის ქარ­თულ სა­მეც­ნი­ერო სივ­რცე­ში ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ხან­დაზ­მუ­ლი და, ამ­ავე დროს, ძა­ლი­ან ახ­ალ­გაზ­რდუ­ლი ჟურ­ნა­ლი.

 

– ვინ იყო ჩარ­თუ­ლი ჟურ­ნა­ლის ამ ნომ­რის მომ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ში?

 

– ახ­ალ­გაზ­რდე­ბის გარ­და, რედ­კო­ლე­გი­აში წარ­მოდ­გე­ნი­ლია მკვლე­ვარ­თა უფ­რო­სი თა­ობა, დარ­გის აღი­არ­ებ­ული სპე­ცი­ალ­ის­ტე­ბი: გო­ნე­ლი არ­ახ­ამია, ეკა კვა­ჭან­ტი­რა­ძე, ქე­თე­ვან ქუ­თა­თე­ლი­ძე, და­ვით მერ­კვი­ლა­ძე, გი­ორ­გი ჭე­იშ­ვი­ლი. ჟურ­ნა­ლი, რო­გორც ვთქვი, თსუ ის­ტო­რი­ისა და ეთ­ნო­ლო­გი­ის სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტის (დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი ჭე­იშ­ვი­ლი) გა­მო­ცე­მას წარ­მო­ად­გენს, რო­მე­ლიც აფ­ინ­ან­სებს ჟურ­ნა­ლის გა­მო­ცე­მას.

 

– რო­გო­რია „ქარ­თუ­ლი წყა­როთ­მცოდ­ნე­ობ­ის“ 2020 წლის გა­მოშ­ვე­ბა ანუ 22-ე ტო­მი?

 

– ტრა­დი­ცი­ულ­ად „ქარ­თუ­ლი წყა­როთ­მცოდ­ნე­ობა“ მო­ცუ­ლო­ბი­თი გა­მო­ცე­მაა. რაც ჟურ­ნა­ლად გა­და­კეთ­და, 300 გვერ­დზე ნაკ­ლე­ბი არ­ას­ოდ­ეს ყო­ფი­ლა. მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში მომ­ზად­და, ახ­ალი ნო­მე­რიც 300 გვერ­დზე მე­ტია. წელს ჟურ­ნალ­ში 19 კვლე­ვი­თი სტა­ტიაა; ას­ევე, არ­ის ათე­ული მი­მო­ხილ­ვი­თი და სა­ინ­ფორ­მა­ციო სტა­ტი­აც. ჟურ­ნა­ლი, ტრა­დი­ცი­ულ­ად, იხ­სნე­ბა რე­დაქ­ტო­რე­ბის მა­რი­ამ ჩხარ­ტიშ­ვი­ლი­სა და გი­ული ალ­ას­ანი­ას მი­მარ­თვით. წელს გა­მო­ყო­ფი­ლია რამ­დე­ნი­მე გან­ყო­ფი­ლე­ბა: „ის­ტო­რი­ულ-წყა­როთ­მცოდ­ნე­ობ­ითი კვლე­ვე­ბი“; „თე­ორი­ული და ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნუ­რი მიდ­გო­მე­ბი“, „წყა­რო­თა წარ­დგი­ნე­ბა“, „წიგ­ნე­ბის მი­მო­ხილ­ვა“, „ქრო­ნი­კა“, „ხსოვ­ნა“. ავ­ტო­რე­ბი, რო­გორც ყო­ველ­თვის, არი­ან დარ­გის პრო­ფე­სი­ონ­ალ­ები: ის­ტო­რი­კო­სე­ბი, წყა­როთ­მცოდ­ნე­ები, ეთ­ნო­ლო­გე­ბი, არ­ქე­ოლ­ოგ­ები, ფი­ლო­ლო­გე­ბი. ის­ინი წარ­მო­ად­გე­ნენ თსუ ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ფა­კულ­ტე­ტის სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ერო ინ­სტი­ტუტს, თსუ ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ის­ტო­რი­ისა და ეთ­ნო­ლო­გი­ის სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვით ინ­სტი­ტუტს, თსუ შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ინ­სტი­ტუტს, ბა­თუ­მის შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტს, კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის ხელ­ნა­წერ­თა ერ­ოვ­ნულ ცენ­ტრს, ვარ­შა­ვის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის აღ­მო­სავ­ლეთ­მცოდ­ნე­ობ­ის ინ­სტი­ტუტს, გო­რის სა­ხელ­მწი­ფო სას­წავ­ლო უნ­ივ­ერ­სი­ტეტს, ბა­თუ­მის არ­ქე­ოლ­ოგი­ურ მუ­ზე­უმს, თა­ვი­სუ­ფალ უნ­ივ­ერ­სი­ტეტს.

 

– ვინ ეს­წრე­ბო­და ახ­ალი ნომ­რის პრე­ზენ­ტა­ცი­ას და რო­გორ შე­ფას­და ჟურ­ნა­ლი?

 

– ჟურ­ნა­ლის წარ­დგი­ნე­ბა ყო­ველ წელს დი­დი აუდ­იტ­ორი­ის წი­ნა­შე ხდე­ბა, იბ­ეჭ­დე­ბა მო­საწ­ვე­ვე­ბი, პლა­კა­ტე­ბი, ბა­ნე­რი. წელ­საც ჩა­ტარ­და პრე­ზენ­ტა­ცია, ოღ­ონდ ამ­ჯე­რად ზუ­მის პლატ­ფორ­მით. რა თქმა უნ­და, და­იბ­ეჭ­და ბა­ნე­რიც. ავ­ტო­რებს, კუ­რი­ერ­ის სა­შუ­ალ­ებ­ით, გა­და­ეც­ემ­ათ ჟურ­ნა­ლის ბეჭ­დუ­რი ვა­რი­ან­ტი და სა­მახ­სოვ­რო სა­ჩუქ­რე­ბი. ზუმ-შეხ­ვედ­რას ეს­წრე­ბოდ­ნენ რედ­კო­ლე­გი­ის წევ­რე­ბი, ავ­ტო­რე­ბი, სხვა ჟურ­ნა­ლე­ბის რე­დაქ­ტო­რე­ბი, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სპე­ცი­ალ­ის­ტე­ბი, სტუ­დენ­ტე­ბი. წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა ამ­ჯე­რა­დაც იყო ძა­ლი­ან ფარ­თო: აქ იყ­ვნენ მეც­ნი­ერ­ები სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქე­ბის სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ერო და კვლე­ვი­თი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან. სიტყვით გა­მო­ვიდ­ნენ გო­რის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი გი­ორ­გი სო­სი­აშ­ვი­ლი და პრო­ფე­სო­რი იოს­ებ ალ­იმ­ბა­რაშ­ვი­ლი; სო­ხუ­მის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რე­ბი ომ­არ არ­და­შე­ლია და ლია ახ­ალ­აძე; ბა­თუ­მის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ნუგ­ზარ მგე­ლა­ძე და, რა თქმა უნ­და, რედ­კო­ლე­გი­ის წევ­რე­ბი: ის­ტო­რი­ის დოქ­ტო­რი ზუ­რაბ თარ­გა­მა­ძე, ის­ტო­რი­ის მა­გის­ტრი სო­ფიო ქა­და­გიშ­ვი­ლი, ის­ტო­რი­ის დოქ­ტო­რი და­ვით მერ­კვი­ლა­ძე, ის­ტო­რი­ისა და ეთ­ნო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე ვა­ლე­რი ვა­შა­კი­ძე. ავ­ტო­რე­ბი­დან სიტყვა წარ­მოთ­ქვა ლა­დო მი­რი­ან­აშ­ვილ­მა. ას­ევე, სიტყვე­ბით გა­მო­ვიდ­ნენ ჟურ­ნა­ლე­ბის „ქრო­ნო­სი­სა“ და „სი­ენ­ცი­ას“ რე­დაქ­ტო­რე­ბი ალ­ექ­სან­დრე თვა­რა­ძე და მა­ნუ­ჩარ გუნ­ცა­ძე. სა­სი­ხა­რუ­ლოა ის, რომ გა­მომ­სვლელ­თა შო­რის იყ­ვნენ სტუ­დენ­ტე­ბიც. ის­ინი მსჯე­ლობ­დნენ კონ­კრე­ტუ­ლად „ქარ­თულ წყა­როთ­მცოდ­ნე­ობ­აზე“ და, სა­ზო­გა­დოდ, სა­მეც­ნი­ერო მე­დი­ის მო­მა­ვალ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში. ახ­ალი ნო­მე­რი და, სა­ზო­გა­დოდ, ჟურ­ნა­ლის რედ­კო­ლე­გი­ის მუ­შა­ობა შე­ფას­და უაღ­რე­სად და­დე­ბი­თად. სხდო­მა შე­აჯ­ამა ის­ტო­რი­ისა და ეთ­ნო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტორ­მა გი­ორ­გი ჭე­იშ­ვილ­მა. მან სა­მეც­ნი­ერო სა­ზო­გა­დო­ებ­ას მი­ულ­ოცა ახ­ალი სა­ინ­ტე­რე­სო ნომ­რის გა­მოს­ვლა და რედ­კო­ლე­გი­ას მო­მა­ვალ­შიც ყო­ველ­მხრი­ვი ხელ­შეწყო­ბა აღ­უთ­ქვა.

 

– პრე­ზენ­ტა­ცი­აზ­ეც და­ან­ონ­სდა სი­ახ­ლე­ები ჟურ­ნა­ლის ახ­ალ ნო­მერ­თან და­კავ­ში­რე­ბით. რა იგ­ეგ­მე­ბა სა­მო­მავ­ლოდ და რო­დის და­იწყე­ბა ახ­ალ ნო­მერ­ზე მუ­შა­ობა?

 

– ჟურ­ნა­ლი დღეს არ­ის ნამ­დვი­ლად სა­ერ­თო ერ­ოვ­ნუ­ლი მას­შტა­ბის გა­მო­ცე­მა. ანუ „ქარ­თუ­ლი წყა­როთ­მცოდ­ნე­ობა“ არ იფ­არ­გლე­ბა თბი­ლის­ში არ­სე­ბუ­ლი სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვით და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან, უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, არ­ამ­ედ აქ­ვს ძა­ლი­ან ხან­გრძლი­ვი და ინ­ტენ­სი­ური თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მეც­ნი­ერ­ებ­თან რე­გი­ონ­ებ­ში. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ის კი­დევ უფ­რო გაზ­რდის მუ­შა­ობ­ას. ას­ევე, გა­ვაგ­რძე­ლებთ მუ­შა­ობ­ას სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბი­თაც. ყვე­ლა სტა­ტი­ას აქ­ვს რე­ზი­უმე ინ­გლი­სუ­რად და იბ­ეჭ­დე­ბა სტა­ტი­ები ინ­გლი­სუ­რა­დაც. მუ­შა­ობა პრაქ­ტი­კუ­ლად არ წყდე­ბა. ახ­ალი ნომ­რის­თვის მა­სა­ლე­ბის ნა­წი­ლი უკ­ვე მი­ღე­ბუ­ლი გვაქ­ვს, მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ ჯერ სპე­ცი­ალ­ური მი­მარ­თვა სტა­ტი­ებ­ის მი­ღე­ბა­ზე არც დაგ­ვიგ­ზავ­ნია. ნაშ­რო­მის წარ­მოდ­გე­ნა ავ­ტო­რებს შე­უძ­ლი­ათ ნე­ბის­მი­ერ დროს. მა­ის­ამ­დე წარ­მოდ­გე­ნი­ლი მა­სა­ლა და­იბ­ეჭ­დე­ბა იმ­ავე წელს, მა­ის­ის შემ­დეგ წარ­მოდ­გე­ნი­ლი მა­სა­ლა გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა მომ­დევ­ნო წელს. და­ბეჭ­დვამ­დე სტა­ტი­ები გა­დის რე­ცენ­ზი­რე­ბის შრო­მა­ტე­ვად პრო­ცესს. იგ­ეგ­მე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი აღი­არ­ებ­ულ სა­მეც­ნი­ერო ბა­ზებ­ში ჟურ­ნა­ლის ჩა­სარ­თვე­ლად, რა­თა ჟურ­ნა­ლი უფ­რო ხილ­ვა­დი გახ­დეს მსოფ­ლიო მას­შტა­ბით.

 

მო­ამ­ზა­დეს: მაია ტო­რა­ძემ

ლი­ანა მარ­ქა­რი­ან­მა