საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თამაზ თადუმაძე
მათემატიკოსი
დაბადების თარიღი 1947

დაიბადა 1947 წლის 6 დეკემბერს,  სამტრედიის რაიონში.

1970 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1985 წლიდან არის ფიზიკა-მათმეატიკის მეცნიერებათა დოქტორი, 1996 წლიდან პროფესორი.

1973–2006 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში.

 1992 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორი. 

თამაზ თადუმაძის სამეცნიერო კვლევების მიმართულებებია:

 ოპტიმალურობის აუცილებელი პირობები, არსებობის თეორემები, მიახლოებითი მეთოდები ფუნქციონალურ-დიფერენციალური განტოლებების შემცველი ოპტიმალური მართვის ამოცანებისათვის; კოშის ამოცანის კორექტულობა, ამონახსნის ვარიაციის ფორმულები და შებრუნებული ამოცანები ფუნქციონალურ-დიფერენციალური განტოლებებისათვის.

თამაზ თადუმაძე ავტორია რამდენიმე წიგნის, მათ შორის ცნობილია:

უმაღლესი მათემატიკა= Advanced mathematics: ლექციების კურსი ქიმიის, ბიოლოგიისა და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა მიმართულების სტუდენტებისათვის , ნაწ. 2 : დიფერენციალური მოდელები. - თბილისი: თსუ გამომცემლობა, 2009.

თარიღი: 26/04/2021
კატეგორია: მათემატიკოსი