საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯემალ როგავა
მათემატიკოსი
დაბადების თარიღი 1946

1968 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.  1982 წელს - გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტურა.

1968-1990 წლებში იყო  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის პროექციული მეთოდების განყოფილებასა და ფუნქციონალური ანალიზისა და მისი გამოყენებების განყოფილებაში უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, მეცნიერ-თანამშრომელი, ჯგუფის ხელმძღვანელი;

1984-1990 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინფორმატიკისა და გამოთვლითი მათემატიკის კათედრაზე მასწავლებელი;

 1990-2000 წლებში ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის გარსთა თეორიის განყოფილების  უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი;

1990-2000 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი  ლაბორატორიის გამგე;

1997-2006 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და გამოთვლითი მათემატიკის კათედრის პროფესორი;

 2000-2006 წლებში ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის რიცხვითი ანალიზის განყოფილების წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი;

2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

 

ბიბლიოგრაფია

 

თარიღი: 02/08/2021
კატეგორია: მათემატიკოსი