საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თემურ ჯანგველაძე
მათემატიკოსი
დაბადების თარიღი 1955

1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი. ასპირანტურა - 1983 წელს.

1977 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის უმცროსი, უფროსი და წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი იყო. 1977-2009 წლებში  მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გამოთვლითი მათემატიკისა და ინფორმატიკის კათედრაზე დოცენტი, პროფესორი; 1998 წლიდან სოხუმის სახელმწიფო და კავკასიის უნივერსიტეტების მიწვეული პროფესორი; 2006-2010 წლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 2013 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი; 2012-2013 წლებში ფულბრაიტის პროგრამით იყო აშშ-ის ქ. მონტერეის ნავალის სადოქტორო სკოლის გამოყენებითი მათემატიკის დეპარტამენტის მიწვეული პროფესორი; 2014 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მათემატიკის დეპარტამენტი, სრული პროფესორი; 2014 წლიდან - კავკასიის უნივერსიტეტი, მიწვეული პროფესორი. მისი სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულებებია: მათემატიკური ფიზიკის ზოგიერთი არაწრფივი ამოცანის გამოკვლევა და მიახლოებითი ამოხსნა; სასრულ-სხვაობიანი, სასრულ-ელემენტთა და გალიორკინის ალგორითმების შესწავლა; ჩვეულებრივი და კერძოწარმოებულებიანი დიფერენციალური განტოლებებისათვის დასმული არაკლასიკური სასაზღვრო ამოცანების ვარიაციული ფორმულირება და დეკომპოზიციური მეთოდებით ამოხსნა.

ბიბლიოგრაფია

თარიღი: 25/02/2022
კატეგორია: მათემატიკოსი