საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯემალ შარაშენიძე - 82

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ჩატარდა თსუ ემერიტუს პროფესორის ჯემალ შარაშენიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო.

შეხვედრაზე გაიმართა ჯემალ შარაშენიძის ავტორობით მომზადებული მიხაკო წერეთლის ბიბლიოგრაფიის პრეზენტაცია. ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადაეცა ჯემალ შარაშენიძის პირადი ბიბლიოთეკა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: პროფ. დარეჯან გარდავაძე, პროფ. ლევან გორდეზიანი, ჭაბუკა მეტონიძე, ზაალ გოგენია, თეა ქამუშაძე, ნათია დვალი. დიდი მეცნიერი და შესანიშნავი პედაგოგი  გაიხსენეს მისმა მოწაფეებმა. 

მიხაკო წერეთლის ბიბლიოგრაფია დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ასოც. პროფესორმა ნინოსამსონიამ.

თარიღი: 04/03/2022