საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„მსოფლიოს მოკლე ეკონომიკური ისტორია“ - თარგმანის პრეზენტაცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 105 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, აკადემიკოს ავთანდილ სილაგაძის ხელმძღვანელობით თარგმნილი წიგნის „მსოფლიოს მოკლე ეკონომიკური ისტორია“ (ლარი ნილი; რონდო კამერონი) პრეზენტაცია გაიმართა.
 

ღონისძიებას უძღვებოდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი. მათ მსოფლიოში ცნობილი უცხოელი ავტორების სახელმძღვანელოების ქართულ ენაზე თარგმნისა და გამოცემის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
 

აკადემიკოსმა ავთანდილ სილაგაძემ მიმოიხილა წიგნზე მუშაობის პროცესი და მადლობა გადაუხადა თარგმანსა და რედაქტირებაზე მომუშავე ჯგუფს ღირებული და შრომატევადი საქმის წარმატებით დასრულებისთვის. ასევე, მადლობა გადაუხადა ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის.
 

პრეზენტაციის პარალელურად, უნივერსიტეტის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, ასევე გაიმართა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ბოლო 5 წლის განმავლობაში თარგმნილი და გამოცემული სახელმძღვანელოების გამოფენა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო რამდენიმე ათეული სახელმძღვანელო, რომლებიც სტუდენტებისათვის მომზადდა ან ითარგმნა უნივერსიტეტის პროფესორების მიერ.
 

 

თარიღი: 07/02/2023