4 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული აღნიშნა მთლიანმა კათოლიკურმა სამყარომ და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებლურმა ეკლესიამ.
ყველა ქრისტიანი მორწმუნისთვის აღდგომის არსი- მაცხოვრის აღდგომა დაკავშირებულია უდიდეს სიხარულთან და რწმენაში სიმტკიცესთან.
აღდგომა სიკვდილზე გამარჯვების დღედ მიიჩნევა. ესაა ზეიმთა ზეიმი, აღმნიშვნელი მესიის მოვლინებისა, რასაც ბიბლიური წინასწარმეტყველნი ქადაგებდნენ და რაც ჯვარცმული ქრისტეს სახით განხორციელდა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს განცხადებით, ქრისტეს აღდგომა უკვე იზეიმეს ბათუმში მცხოვრებმა სომხებმა, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებმა კათოლიკე ქრისტიანებმა!
“The Tbilisi Times” – ის სახელით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ვულოცავთ სომეხთა სამოციქულო ეკლესიისა და კათოლიკური სამყაროს წარმომადგენლებს!
მასალა მოამზად: თორნიკე ყრუაშვილმა.