national delicacy

გურია პალასი

  • ID: 2600
დამატებითი ინფორმაცია

სასტუმრო „გურია პალასი“ მდებარეობს გურიაში,კერძოდ შეკვეთილში.სასტუმროს მდებარეობა არის ზედმიწევნით კარგი,რადგან სასტუმრო ზღვის სანაპიროდან შვიდი მეტრის მოშორებით მდებარეობს. შავი
ზღვის სანაპიროზე არის მაგნიტური ქვიშა, რომელსაც უნიკალური სამკურნალო
და გამაჯანსაღებელი თვისებები აქვს, სასტუმროს გააჩნია 65 ნომერი, სტანდარტული, საოჯახო, ნახევრად ლუქსი და ლუქსი. ნომრები არის კეთილმოწყობილი და კომფორტული,ყველა ოთახს გააჩნია
აივანი,საიდანაც ზღვისა და მთების ულამაზესი ხედები იშლება.სასტუმროს ეზოში მდებარე ასწლოვანი ფიჭვნარის პარკი ქმნის ჯანსაღ გარემოსა და სუფთა ჰაერს.

სერვისები: რესტორანი, კაფე-ბარი ეზოში, სასტუმროს ლობი- ბარი, შენობის ბოლო სართულზე ტერასა-რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, ღია აუზი მოზრდილებისთვის და ასევე ბავშვებისთვის, ეზოში დიდი შადრევანი.

ეზოში ბავშვთა გასართობი მინი ატრაქციონი. ასევე სასატუმროში არის ბავშვთა ოთახი,
სასტუმროს აქვს საბილიარდო, ტენისის ოთახი, საუნა, მასაჟის ოთახი, სატრანსპორტო მომსახურება, wi-fi, უფასო პარკინგი.
სასტუმრო „გურია პალასის“ ყველანაირი კომფორტი გიქმნით დაუვიწყარ დასვენებას ჯანსაღ გარემოში. რათა თქვენი სტუმრობა ჩვენთვის და თქვენთვის დაუვიწყარი გახდეს.

სასტუმროს გააჩნია სასადილო ოთახი რომელიც განკუთვნილია შვედური მაგიდისთვის.

სასტუმროს გააჩნია საბავშვო ოთახი და საბავშვო ქალაქი ეზოში.
ქალაქი აღჭურვილია მინი ატრაქციონებით და სხვადასხვა გასართობი
სათამაშოებით

სასტუმრო მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროს პირველ ზოლში. მისი ადგილმდებარეობა ძალზედ მნიშვნელოვანია,რადგან სწორედ ეს 1,5 კილომეტრიანი სანაპირო ზოლი შეიცავს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მინერალებს. მაგნიტური ქვიშის აბაზანები არის სასარგებლო იმ ადამიანებისთვის, ვისაც აწუხებთ რევმატიზმი და სახსრებთან დაკავშირებული სხვა დაავადებები.
მაგნიტური ქვიშა განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის.

  • yes Wi-Fi
  • yes უფასო ავტოსადგომი
  • yes საოჯახო ოთახები
  • yes რესტორანი
  • yes საკონფერენციო დარბაზი
  • yes ბარი
  • yes ტერასა
  • yes ბაღი
  • yes სამრეცხაო
  • yes შინაური ცხოველების დაშვება
ფასიgel 100