national delicacy

2 დღიანი ტური სამცხე–ჯავახეთში (ვარძია)

  • ID: 29384
  • ნახვები: 20015
complogo
ლაზიკა თრეველი
დამატებითი ინფორმაცია

LAZICA TRAVEL–ი გთავაზობთ 2 დღიან სასიამოვნო ტურს სამცხე–ჯავახეთში (ვარძია). 15–16 აპრილს.

სამცხე-ჯავახეთი არის ლამაზი და საინტერესო მხარე სამხრეთ საქართველოში, რომელიც მუდმივად აოცებს მნახველებს; ეს მხარე მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინციების სამცხის, ჯავახეთისა და თორის ტერიტორიებს. სამცხე–ჯავახეთში შეხვდებით მრავალ ლამაზ და ისტორიულ ადგილებს, როგორიცაა: ვარძია, რომელიც წარმოადგენს XII-XIII საუკუნის კლდეში ნაკვეთ სამონასტრო კომპლექსს; ბორჯომის მინერალური წყლები, რომელიც მსოფლიოში უნიკალურია; ახალციხის (რაბათის) ციხესიმაგრე, რომელიც მე–18 საუკუნისდროინდელია და ხშირად უწოდებენ ტოლერანტობის სიმბოლოს, ვინაიდან ერთმანეთის გვერდიგვერდ განთავსებულია ქრისიტანული ეკლესია, ისლამური მეჩეთი და ებრაული სინაგოგა; აბასთუმანი, რომელიც წარმოადგენს დასასვენებელ კურორტს და სადაც განთავსებულია ობსერვატორიაც; მწვანე მონასტერი რომელიც ულამაზესი ბუნებითაა შემოსაზღვრული; საფარას მონასტერი, რომელიც მე–10 საუკუნისდროინდელია; თმოგვის ციხესიმაგრე; ასპინძის ისტორიული ციხე;ნაქალაქევი და ა.შ.

 

ამ ტურში ჩვენ ვნახავთ:

ბორჯომს;
მწვანე მონასტერს;

რაბათის ციხეს;

აბასთუმანს;

საფარას მონასტერს;

ასპინძის ციხე;

ნაქალაქევს;

თმოგვის ციხეს;;

ვარძიის სამონასტრო კომპლექსს;

 

ტურის ღირებულება: 75ლარი;

 

ტურის პროგრამა: 
გასვლა თბილისიდან დილით 08:00 საათზე (თავისუფლების მოედანი, პუშკინის სკვერთან შეკრება 07:30).

 

è ტურის ღირებულებაში შედის:
▪ ტრანსპორტირება (კომფორტული მიკრო ავტობუსი)
▪ კვება (საუზმე აბასთუმნის სასტუმროში);
▪ ფოტო გადაღება
▪ სასიამოვნო გარემო

 

დაბრუნება თბილისში 16 აპრილს 22:00 საათზე.

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ მითითებულ ანგარიშის ნომერზე: GE28TB7937936020100002 (გადმორიცხვისას დანიშნულებაში გთხოვთ მიუთითოთ: ტური ვარძიაში და თქვენი სახელი და გვარი (ტელეფონის ნომრით)). გაითვალსიწინეთ რომ ტურის ჩატარებამდე 3 დღით ადრე თანხა უკან არ ბრუნდება!

 

ტურის დასაჯავშნად და დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:


☎ 577 537758
Email: info@lazica.ge

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე75.00
ლაზიკა თრეველი