მოგესალმებით მეგობრებო ! 6-10 აგვისტოს განმავლობაში "მოგზაურობა საქართველოში'' გთავაზობთ 5 დღიან დაუვიწყარ ლაშქრობას ტობავარჩხილის ულამაზეს ტბებზე.
შემოგვიერთდით ♥ დაუვიწყარი თავგადასავლების დროა ♥
მოვინახულებთ:
** მღვიმე
** ჩანჩქერი
** ოხოჯეს ტბა (პატარა ტობა)
** დიდი ტობა
** კალიაშის ტობა
მარშრუტი:
თბილისი-მუხური(სამეგრელო)-ოხოჯეს ტბა(პატარა ტობა) - დიდი ტობა - კალიაშის ტობა-მუხური-თბილისი
შეკრების დრო და ადგილი: 6 აგვისტო-სამშაბათი, დიდუბე, სამთო ქიმიის მიმდებარე ტერიტორია, 06:00 სთ.
10 აგვისტო-შაბათი, ტურის დასასრული.
ტურის ღირებულება: 130 ლარი
ადგილები შეზღუდულია - იმისათვის რომ დაჯავშნოთ ტურზე ადგილი შეგიძლიათ სრული თანხის ნაცვლად გადმორიცხოთ 50 ლარი(B- სახით), დარჩენილი 80 ლარი კი ტურის დაწყებამდე 20 დღით ადრე.
ღირებულებაში შედის:
* მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით(თბილისი-მუხური, მუხური-თბილისი)
* მგზავრობა ურალით( მუხურიდან ქოხამდე, ქოხიდან მუხურამდე)
* კარავში განთავსება
* გამოცდილი გამყოლი
* ფოტო/ვიდეო
ღირებულებაში არ შედის:
კვება! საკვები თავად მოაქვთ ტურის მონაწილეებს ზურგჩანთებით, 5 დღის სამყოფი (თუ არ იცით რა წამოიღოთ მოგმართეთ და გაგიწევთ რეკომენდაციას)
ლაშქრობისას თან იქონიეთ:
** საძილე ტომარა
** საწვიმარი
** პარალონი
( სალაშქრო ინვენტარის არ ქონის შემთხვევაში მოგვმართეთ და დაგეხმარებით დაქირავებაში)
*************************************************************
** ზურგჩანთა- ბიჭები: 70-ლიტრიანი, გოგოები 55-ლიტრიანი
** 2 წყვილი ფეხსაცმელი
** გამოსაცვლელი ტანსაცმელი
** არაერთჯერადი ჭურჭელი, მათარა წყლისთვის
** მწერებისაგან და მზისგან დამცავი საშუალებები
ფარანი
ფეხით გასავლელი მანძლი - 35-40 კმ ჯამში. - მარჯვე მუხლით ;)
მარშრუტის სირთულე: რთული
მონაწილეების საყურადღებოდ: არ ვაბინძურებთ გარემოს.
ვემორჩილებით გამყოლს!
მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყოლი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ტურის მონაწილეთა წინაშე.
წამომსვლელთა საყურადღებოდ: ტურზე ადგილები შეზღუდულია, გადმორიცხული თანხა უკან აღარ ბრუნდება, ტური, რომ არ ჩაიშალოს.
სიაში ჩაწერა დაწყებულია, კითხვებისათვის და სიაში ჩასაწერად დაგვიკავშირდით 571 95 22 55 : 593 17 27 63 ან მოგვწეროთ facebook-ზე ... www.facebook.com/InGeorgianMountains