national delicacy

გუდამაყარი, ბაზალეთი, ავენისი და ა.შ.

  • ID: 52157
  • ნახვები: 4996
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 26/05/19
    დაბრუნება
    • 26/05/19
დამატებითი ინფორმაცია

,, საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ტურს გუდამაყარში.

გუდამაყრის ხეობა დიდი წიგნია.მთები ყდებადა აქვს ამ წიგნს და შიგნით უამრავი მოთხრობა წერია ????
სიმწვანე და მთის ჰაერი :*
გუდამაყარი - სულის სიმშვიდეა ❤
გუდამაყარი სხვა სამყაროა ❤

გუდამაყარი მდებარეობს მდ. გუდამაყრის არაგვის ხეობაში. დასავლეთით მას ესაზღვრება მთიულეთი, ჩრდილოეთით - ხევი, აღმოსავლეთით - ხევსურეთი და ფშავი, სამხრეთით - ხანდო და ჭართალი. გუდამაყარი ხევისგან გამოყოფილია კავკასიონის მთავარი ქედით, ხოლო ფშავ-ხევსურეთისაგან - გუდამაყრის ქედით. ამ ქედზე გადიოდა გვიანდელი ხანის ქართლისა და კახეთის სამეფოთა საზღვარი.დღევანდელი გუდამაყარი ძირითადად ხუთი გვარითაა დასახლებული: ბექაური, წიკლაური, აფციაური, ჩოხელი და ანთაური. გუდამაყარიდანაა ცნობილი მწერლი და რეჟისორი გოდერძი ჩოხელი. იგი თავის არაერთ ნაწარმოებში იხსენიებს მშობლიურ მხარეს.

1. ბაზალეთის ტბა
2. ავენისის წმინდა გიორგის ეკლესია - მე 9-10 ს.ს.
3. ჟინვალის წყალსაცავი
4. თეთრი (მთიულეთის) და შავი (გუდამაყრის) არაგვის შესართავი
5. ჩოხის პირიმზის ფუძის ანგელოზის ეკლესია
6. ჩოხის წმ. გიორგი
7. გოდერძის ჩოხელის ნასახლარი
8. სოფელი დუმაცხო. სალოცავი და ხედები ხეობაზე.

ტურში ჩამოთვლილი ძეგლების ისტორიებს ქვემოთ ნახავთ სრულყოფილად.

✔ 26 მაისი, კვირა.
✔ ტურის ღირებულება: 20 ლარი

ფეხით სასიარულო ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში
2-3 კმ. სირთულე მარტივი.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 555 40 76 50 ანი.

ვიკრიბებით:
მეტრო დიდუბის ზედა გამოსასვლელთან 6:45 სთ-დან. გავდივართ 7:00 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში).

ტურის ღირებულებაში შედის:
✔ გამყოლი
✔ მგზავრობა მიკროავტობუსით
✔ ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
✔ დილით გავჩერდებით სმარტთან. ინდივიდუალურად შეიძენთ ვისაც რა სურს, ერთი დღის სამყოფ პროდუქტს, წყალს (ეს ყველაფერი შეგიძლიათ სახლიდანაც წამოიღოთ). ტურის ბოლოს ერთად ვიპიკნიკებთ. ჯგუფის სურვილის შემთხვევაში დავანთებთ კოცონს, შევწვავთ მწვადებს, ერთმანეთს გავუზიარებთ დღის ამბებს, ვიმხიარულებთ, ვითამაშებთ სხვადასხვა თამაშებს,წამოიღეთ ფანდური, გიტარა, სალამური.სიმღერა და ცეკვა ქე ვიცით ყველამ. საღამოს კი დადებითი ემოციებით სავსენი დავუბრუნდებით დედაქალაქს ❤

✔ ბაზალეთის ტბა - ზღვის დონიდან 879 მ. ზედაპირის ფართობი 1,22 კმ², მაქსიმალური სიღრმე 7 მ, წყლის მოცულობა დაახლოებით 4 მლნ. მ³. ტბის ქვაბული წარმოიშვა ბაზალეთის ვაკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის მულდისებრი გაღუნვის შედეგად.ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსი 27 ჰექტარზეა გაშენებული, სადაც ულამაზესი ხეივნები სასტუმროს კოტეჯებსა და კორპუსებს ერთმანეთისაგან ჰყოფს და ჰარმონიულად აკავშირებს მათ. კომპლექსს განსაკუთრებულ ლაზათს ტერიტორიის შუაგულში მდებარე შადრევანი და ხეივნის პირას გაშენებული თეთრსვეტებიანი კოლონადა ანიჭებს.

ბაზალეთის ტბას მიუძღვნა ლექსი ილია ჭავჭავაძემ
,,ბაზალეთის ტბა''.
ლეგენდის მიხედვით, ბაზალეთის ტბის ძირას არის ოქროს აკვანი, რომელიც იქ თამარ მეფემ ჩადგა. ქართველმა ხალხმა თავისი ცრემლით შეინახა და მტრისაგან დაიცვა აკვანი. არავინ იცის, თუ ვინ წევს აკვანში. ილიას ვარაუდით და სურვილით აკვანში წევს ყრმა, ადამიანი, რომელიც სჭირდება საქართელოს.

✔ ავენისის წმინდა გიორგის ეკლესია - მე 9-10 ს.ს.ეკლესიასთან ერთდ შემორჩენილია სამი საცხოვრებელი ნაგებობა, კამაროვანი მარანი, გალავანი და სამაროვანი.

✔ ჟინვალის წყალსაცავი — კომპლექსური დანიშნულების წყალსაცავი აღმოსავლეთ საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე არაგვის შუა წელში. მოქცეულია ალევის, გუდამაყრისა და ქართლის ქედებს შორის. ფართობი 11,5 კმ². წყლის მოცულობა 520 მლნ. მ³, სასარგებლო მოცულობა 370 მლნ. მ³. მაქსიმალური სიღრმე 75 მ. აღსანიშნავია, რომ ჟინვალის წყალსაცავი თბილისის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს ამარაგებს სასმელი წყლით. ჟინვალის ჰიდროკომპლექსის მშენებლობის დაწყებისას, წყლის ქვეშ მოექცა XII საუკუნის ჯვარიპატიოსნის სახელობის ეკლესია. ჟინვალის წყალსაცავს დიდი მნიშვნელობა აქვს ქალაქ თბილისის წყლით მომარაგების საკითხში.

✔ თეთრი (მთიულეთის) და შავი (გუდამაყრის) არაგვების შესართავი.
გუდამაყრის არაგვი, შავი არაგვი, მდინარე კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე, დუშეთის რაიონში. სათავე აქვს მთა ჭაუხის დასავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 2940 მ. დაბა ფასანაურთან მარცხნიდან ერთვის მდინარე მთიულეთის არაგვს.
მთიულეთის არაგვი იწყება ხევის ყელთან მთიულეთში, მას სოფელ ფასანაურამდე თეთრ არაგვსაც უწოდებენ.
საკუთრივ არაგვი ერთია და ის რამდენიმე არაგვის შეერთებით იქმნება. არაგვი მთიულეთის ანუ თეთრი არაგვისა და ფშავის არაგვის შეერთებით იქმნება სოფ. ჟინვანთან. მაშასადამე, არაგვს ორი სათავე აქვს, ორთავ კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე.
არაგვის სისტემას ქმნის მდინარეები - მთიულეთის (თეთრი) არაგვი, გუდამაყრის (შავი) არაგვი,ხევსურეთის არაგვი და ფშავის არაგვი. მთავარია არაგვი, რომელიც იწყება ყელის ვულკანური მთიანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.

არსებობს ასეთი ლეგენდა თეთრი და შავი არაგვის შესახებ.
ოდესღაც კავკასიონის უმაღლეს მთაზე ცხოვრობდა ორი ულამაზესი და, ერთი - ქერა, მეორე - შავგვრემანი. დებს საბედისწეროდ ერთი უფლისწული შეუყვარდათ, რომელმაც არჩევანი ქერა დაზე შეაჩერა. ეს რომ გაიგო შავგვრემანმა, დაჯდა უფსკრულის პირას, იტირა - იტირა და მისი ცრემლების ნაგუბარზე წარმოიშვა მდინარე - შავი არაგვი, შემდეგ თვითონას უფსკრულში გადაეშვა. როდესაც მეორე დამ შეიტყო საყვარელი დის დაღუპვის ამბავი, თვითონაც მოპირდაპირე მხარეს დაჯდა, იტირა - იტირა და მისი ცრემლების ნაკადიდან წარმოიშვა მდინარე - თეთრი არაგვი. ქერა დამაც მდინარეში ჩაიქცია თავი.
დებს იმდენად უყვარდათ ერთმანეთი, რომ უერთმანეთოდ ვერ გაძლეს და ორი არაგვიც ფასანაურთან ერთმანეთს უერთდება.
ორ არაგვს შორის გაწოლილი მთა უფლისწულიაო ამბობს ლეგენდა.

✔ ჩოხი — სოფელი გუდამაყრის თემში. დებარეობს მთიულეთ-ფშავის კავკასიონის სამხრეთ კალთზე. მდინარე ბურსაჭირის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1760 მ. დუშეთიდან 63 კმ. სოფელში დგას პირიმზის ხატი და წმინდა გიორგის ეკლესია.

✔ ჩოხის პირიმზის ფუძის ანგელოზის ეკლესია. გუდამაყრელთა ერთ-ერთი მთავარი სალოცავი. პირიმზის ხატი პატარა ქვითკირის ეკლესიაა, რომელიც სიპი ქვით იყო გადახურული და ქვის ჯვარი ედგა თავზე. ეკლესიას გარს ერტყა ხატის ტყე. ჩოხის წმ. გიორგის ეკლესიაში ინახებოდა პირიმზის ხატი, რომელიც წარმოადგენდა ვერცხლით მოჭედილ და მხედრულწარწერიან ჯვარს წმინდა გიორგის გამოსახულებით. ის 1707 წელს შესწირა თეიმურაზმა, შემდგომში არაგვის ერისთავმა ფუძის ანგელოზს. პირიმზეში 9-10 ხატობა ტარდებოდა, რომელთაგან უმთავრესი იყო ფუძის ანგელოზობა, რომელიც 30-31 აგვისტო იმართებოდა. პირიმზე წკლაურ-ბექაურებმა ხევსურეთის სოფელ უკანახოდან გადაიტანეს გუდამაყარში.

✔ დუმაცხო - სოფელი გუდამაყრის თემში, მდებარეობს მთიულეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, გუდამაყრის ხეობის ზემო ნაწილში, ბურსაჭირისა და ბოსლოს ხევების შესაყარში.ზღვის დონიდან 1560 მ. სოფლის სახელწოდება
დ უ მ ა ც ხ ო ძალიან ჰგავს ერთ-ერთი უძველესი ღვთაების ჭანურ სახელწოდებას--ჯ უ მ ა ჩ ხ ა.ივანე ჯავახიშვილი ,იმოწმებს რა რაფიელ ერისთავს,რომელსაც მოჰყავს ცნობა ხევსურთა ერთ-ერთი ღვთაების-,,ჯიმაღის ჯვრის’’ შესახებ,წერს: ,,შესაძლოა ჯიმარი ეთანასწორებოდეს იმ ღვთაების სახელს,რომლისთვისაც საქართველოში განკუთვნილი ყოფილა ოთხშაბათი:ოთხშაბათს მეგრულად ,,ჯუმაშხა’’ ჭანურად ,,ჯუმაჩხა’’ ,ხოლო სვანურად ,,ჯუმაშ’’ ჰქვია.

✔ გოდერძი ნიკოლოზის ძე ჩოხელი (დ.1954 წლის
2 ოქტომბერი - გ.16 ნოემბერი, 2007წ.) - ქართველი მწერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი. დაიბადა დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში. მისი ფილმებია:
ადამიანთა სევდა, სამოთხის გვრიტები, ლუკას სახარება და ა.შ.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე20.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 26/05/19
    დაბრუნება
    • 26/05/19