national delicacy

ბორჯომის ხეობა: სადგერი, წაღვერი, ცემი, ქვაბისხევი, დაბა, ტიმოთესუბანი, ბორჯომის პარკი

  • ID: 66530
  • ნახვები: 606
complogo
საქართველოს ბილიკებზე
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე"
29 ოქტომბერს, კვირას გთავაზობთ ერთ დღიან ულამაზეს ტურს ბორჯომის ხეობაში.

 

 მარშუტკა გამოვა რუსთავიდანაც და დილას მოგიყვანთ რუსთაველზე ველოსიპედის ძეგლთან. საღამოს ისევ რუსთავში დაგაბრუნებთ.

 

 რუსთავიდან თუ წამოხვალთ, ტურზე სანამ ჩაგვეწერებით გაგვაფრთხილეთ წინასწარ.

 

 

1. დაბის წმინდა გიორგის ეკლესია - მე-14 ს.
2. ტიმოთესუბნის მონასტერი – მე-12-13 სს.
3. კურორტი წაღვერი ( მინერალური წყლები)
4. კურორტი ცემი
5. სადგერის წმ. სერაფიმ საროველის დედათა მონასტერი
6. ბორჯომის პარკი (მინერალური წყლები)
7. ქვაბისხევი - წმ. მარიამის მიძინების სახელობის მე-8 ს. ტაძარში წარმოდგენილია შოთა რუსთაველის უნიკალური ფრესკა.

 

 ტურის ბოლოს ბორჯომის ნაკრძალში, სპეციალურად მოწყობილ ბუნებაში ჩაფლულ საპიკნიკე ადგილას ვიმწვადავებთ (ჯგუფის სურვილის შემთხვევაში).

 

 ტურის ღირებულება: 40 ლარი

 

 

 

 ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 7:40 სთ-დან. გავდივართ 8:00 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში).

 

 თბილისში დაბრუნება 22:00 სთ.

 

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში  ან დაგვიკავშირდით ნომერზე:

 555407650 ან 568710175 ანი

VIBER / WhatsApp - 555407650

instagram: saqartvelosbilikebze

 

ჩვენი გამყოლები:
 ანი ხოშტარია
ლევან ხოშტარია
 თაკო ტაბატაძე

 

 

 

 ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ სამანქანო გზაზე იქნება რაიმე პრობლემა.

 

ტურის ღირებულებაში შედის:
????‍ გამყოლი
 მგზავრობა კომფირტული მიკროავტობუსით
(20 ადგილიანი მარშუტკა)
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)

 

 კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.

 

რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი. 
2. პირადი აფთიაქი
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი  წინდა  საწვიმარი ან ქოლგა , თბილი მოსაცმელი, ქუდი 
4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს 

 

 

 ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ
არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს. დამალვა და ტელეფონზე ორგანზატორის ზარის უგულვებელყოფა  (მაინც დამელოდებიან, უჩემოდ ხომ არ წავლენ ) და ა.შ. ურჩი მონაწილეები მეორედ აღარ დაიშვებიან ტურზე.
 როდესაც მოგვყავს მეგობრები წინასწარ ვუხსნით ტურის წესებს
 არ ვყრით ნაგავს
 არ ვეწევით მიკროავტობუსში
 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
 ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
 ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.

 

 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა. ჩარიცხვის შემდეგ გთხოვთ შეინახოთ ქვითარი.

 

 ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
თუ გამოუვალი მდგომარეობაა და შეგვატყობინებთ რამოდენიმე დღით ადრე, თანხა დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ჩანაცვლება მოხდება სხვა მსურველით.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ  

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე40.00
საქართველოს ბილიკებზე