national delicacy

21-25 აპრილი - პარიზი-ვერსალის ჯგუფური ტური 899 ლარად

  • ID: 59341
  • Просмотры: 641
  • location
    Расположение
  • calendar
    Дата тура
    Дата начала поездки
    • 21/04/20
    Возвращение
    • 25/04/20
Дополнительная информация

I დღე:
06:35 სთ. გაფრენა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან
10:00 სთ. ჩაფრენა ბოვეს აეროპორტში (ტრანსფერი სასტურმოში)
13:00 სთ-დან ექსკურსიის დასაწყისი:
✔️ტრიუმფალური თაღი (ერთ-ერთი ყველაზე დრამატული არქიტექტურული ნამუშევარია ყველა თაღს შორის, რომლებიც მსოფლიოს დიდ ქალაქებში გვხვდება. მისი სრული სახელწოდებაა „ვარსკვლავის მოედნის სატრიუმფო თაღი“. იგი შარლ დე გოლის მოედნის (ყოფილი ვარსკვლავის მოედნის) შუაგულში დგას. ამ მოედნიდან არც მეტი, არც ნაკლები, პარიზის 16 ფართო პროსპექტი გამოდის. ეს იმას ნიშნავს, რომ თაღი პარიზის ცენტრის ყოველი წერტილიდან ჩანს და ქალაქური პეიზაჟისათვის შთამბეჭდავ ფონს ქმნის)
✔️ელისეს მინდვრები - შანზ-ელიზე (ელისეის მოედანი არა მარტო ღირსშესანიშნაობაა, არა მარტო ერთ-ერთი ყველაზე გრძელი, ცნობილი და ლამაზი ქუჩაა მსოფლიოში, არამედ სავაჭრო ცენტრიცაა; აქ ნახავთ უამრავ ძვირფას ბუტიკებს, რესტორნებს და მსხვილი კომპანიების ოფისებს)
✔️ალექსანდრე III-ის ხიდი (ერთარკიანი ხიდი, რომელიც გადებულია მდინარე სენაზე, პარიზში, საფრანგეთი. ხიდის სიგრძე 160 მეტრია, სიგანე 40 მეტრი. ხიდი აგებულ იქნა რუსეთ-საფრანგეთის კავშირის (1891-1917 წწ) აღსანიშნავად)
✔️ინვალიდების სასახლე (რომელიც საფრანგეთის სამხედრო ისტორიის ძეგლს წარმოადგენს. 1670 წელს საფრანგეთის მეფე ლუი XIV-მ გადაწყვიტა დაჭრილი ჯარისკაცებისთვის საავადმყოფო აეშენებინა. მშენებლობა 1671 წელს დაიწყო და 1676 წელს დასრულდა. საავადმყოფოში 4000 პაციენტი ეტეოდა. ამჟამად ინვალიდთა სახლი მუზეუმად არის ქცეული)
✔️ეიფელის კოშკი (ლითონის კონსტრუქცია მარსის ველზე, სენასთან. ეს პარიზის ყველაზე მაღალი სტრუქტურა და საფრანგეთის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა. სახელი დაერქვა პროექტის ავტორის ინჟინერ გიუსტავ ეიფელის პატივსაცემად და ის ქალაქის ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც წელიწადში 5,5 მილიონზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავს)

II დღე:
08:00 სთ. ექსკურსიის დასაწყისი:
✔️ვერსალის სასახლე (საფრანგეთის მეფეების სადღესასწაულო სასახლე ვერსალში, პარიზის გარეუბანი. სასახლის აგების პერიოდში ვერსალი სოფელი იყო, ამჟამად კი პარიზის გარეუბანია საკუთარი ქალაქის სტატუსით. 1682-1789 წლებში ვერსალის კარი საფრანგეთის ძველი რეჟიმის ძალაუფლების ცენტრი იყო. XVII საუკუნიდან ევროპის მონარქებისა და დიდებულთა სასახლეებისთვის ნიმუში გახდა. 1979 წელს იუნესკომ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა. ვერსალის სასახლის აგება ლუი XIV-მ დაიწყო)
✔️გრანდ ოპერა (მუსიკისა და ცეკვის ეროვნული აკადემია. სხვადასხვა დროს აქ მოღვაწეობდნენ გამოჩენილი დირიჟორები, მომღერლები, მოცეკვავეები)

III დღე:
10:00 სთ. ექსკურსიის დასაწყისი:
✔️მონმარტი (აქ ცხოვრობდნენ ცნობილი მხატვრები, მწერლები, მსახიობები. აქ არის უამრავი დუქნები, სადაც ისინი ერთობოდნენ)
✔️საკრე კიორი (ბაზილიკური ტაძარი, რომელიც პარიზის ყველაზე მაღალ წერტილზე მდებარეობს (ზ.დ. 130 მეტრი). იგი არქიტექტორმა პოლ აბადიმ 1875-1914 წლებში ააშენა. ბაზილიკა საფრანგეთი- პრუსიის ომში დაღუპულთა პატივსაცემადაა აგებული. თავის დროზე, ვიდრე მისი მშენებლობა დაიწყებდა. საძირკველში ბრინჯაოს მედალიონი ჩააყოლეს წარწერით: „საფრანგეთი ქრისტეს მონმარტრის ბაზილიკას უძღვნის“)
✔️მულენ რუჟი (პარიზის კლასიკური კაბარე, აშენებულია 1889 წელს. მულენ რუჟის შესახებ დაწერილია ბევრი სიმღერა და მუსიკა. მათ შორის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილია 'საუნდტრეკი' ფილმისთვის „მულენ რუჟი“, რომელსაც კრისტინა აგილერა, პინკი, ლილ კიმი და მია ასრულებენ)
✔️ლუვრი (მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმული მუზეუმი ადრე ფრანგი მონარქების რეზიდენცია იყო, ამჟამად კი ხელოვნების უზარმაზარ კოლექციას მოიცავს)

IV დღე:
10:00 სთ. ექსკურსიის დასაწყისი:
✔️ტულერის ბაღი (არაჩვეულებრივად გამშვენებული ბაღი)
✔️ნოტრდამი - პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი (გოტიკური საკათედრო ტაძარი პარიზის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე სენაში მდებარე კუნძულ სიტეზე. იგი გოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ნიმუშად ითვლება)
✔️ორსეის მუზეუმი (აქ მოთავსებულია ძირითადად 1848 - 1914 წლების ფრანგული ხელოვნების ნიმუშები: ფერწერული ტილოები, სკულპტურები, ავეჯი, სხვა ხელოვნების ნიმუშები და ფოტოები. მუზეუმს იმპრესიონისტთა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კოლექცია გააჩნია)

V დღე:
06:00 სთ ტრანსფერი ბოვეს აეროპორტში
16:35 სთ. ჩამოფრენა ქუთაისის აეროპორტში

☝️ღირებულება:
ტურის ღირებულება გახლავთ 899 ლარი
(მოქმედებს თიბისი ბანკის 24 თვემდე უპროცენტო განვადება)
ღირებულებაში შედის:
✅ ქართულენოვანი, კვალიციფიური გიდი (თბილისიდან - თბილისამდე)
✅ ჰოსტელის ტიპის სასტუმრო პარიზში (სასტუმროს ლინკი უახლოეს დღეებში დაიდება)
✅ სამოგზაურო დაზღვევა
✅ ხელბარგი 8 კგ. (40x30x20 სმ)
ღირებულებაში არ შედის:
❎ ავიაბილეთები (ქუთაისი - პარიზი - ქუთაისი)
❎ ტრანსფერი ბოვეს აეროპორტიდან და აეროპორტში (30-40 ევრო)
❎ ადგილობრივი მოსაკრებლები (70-80 ევრო)
❎ შიდა გადაადგილებები (30-35 ევრო)
❎ კვება

დამატებითი ინფორმაცია:
⚠️ საზღვარზე გადასასვლელად აუცილებელია იქონიოთ საზღვარგარეთის პასპორტი
⚠️ სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია დისნეილენდში ვიზიტი
⚠️ ავიაბილეთები შეგიძლიათ თქვენვე შეიძინოთ ან ჩვენ შეგიძენთ

კომპანიის საბანკო ანგარიში:
თიბისი ბანკი: GE04TB7669136020100003 - შპს "დაივერს ჯორჯია"; ს/კ 435432462.

Diverse Georgia - თქვენი საიმედო მეგზური <3

Тур включает в себя
  • пища пища
  • Авиабилеты Авиабилеты
  • трансфер трансфер
  • Билеты в музеи Билеты в музеи
  • Услуги гида Услуги гида
  • Страхование путешествий Страхование путешествий
  • Концертные билеты Концертные билеты
  • Ручной багаж Ручной багаж
  • Проверенная сумка Проверенная сумка
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
Цена на человека899.00
  • Расположение
  • Дата тура
    Дата начала поездки
    • 21/04/20
    Возвращение
    • 25/04/20