რა ეტაპზეა ავარიული სახლების პროგრამა?

ავარიული სახლების პროგრამა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ავარიული სახლების პროგრამას გაეცნო. თორნიკე რიჟვაძემ ქალაქის მერთან ერთად კვინიტაძისა და  გრიშაშვილის ქუჩებზე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა მოინახულა. საცხოვრებელი ფართები 120 ოჯახზეა გათვალისწინებული. ამ ეტაპზე მშენებლობა და გამაგრება-რეაბილიტაცია მიმდინარეობს 9 ლოკაციაზე და უკვე დასრულდა 12 მისამართზე.

,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე “ პროგრამის განხორციელების შედეგად 3000-ზე მეტი ოჯახისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემო შეიქმნება. ამისთვის 100 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ინფორმაცია ვიდეომასალასთან ერთად მთავრობის პრესსამსახურმა მოგვაწოდა.

მეტის ნახვა