ბელგიის პოლიციამ ქართველი ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა

ლიზა ქისტაური

ბელგიის პოლიციამ ქართველი ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა. ინფორმაცია ბელგიაში საქართველოს საკონსულოს რამდენიმე წუთის წინ შეატყობინეს. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია დაღუპულის დედაც. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ქართველი ტრანსგენდერის, ლიზა ქისტაურის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გუშინ გავრცელდა, თუმცა ოფიციალურად ამ დრომდე არ დასტურდებოდა.

მეტის ნახვა