სამხედრო ბაზაზე 21 წლის ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ჯარისკაცი

21 წლის ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა სენაკის სამხედრო ბაზაზე მოხდა. ინციდენტის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

ოჯახის წევრები და ახლობლები თვითმკვლელობის ვერსიას უარყოფენ და დაუდევრობაზე საუბრობენ. გარდაცვლილს ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.

თავდაცვის სამინისტრო მომხდარზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.

მეტის ნახვა