ბათუმში, 70 კაციანი პოლონური დელეგაცია იმყოფება

პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრა ქართულ და პოლონურ მხარეებს შორის რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. აუდიენცია ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებსა და საპარლამენტო და არასაპარლამენტო წევრებს შორის გაიმართა.

დახურულ ფორმატში უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრეს. როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, განიხილეს, რა ფორმით შეუერთდება საქართველო დაწესებულ სანქციებს.

შეგახსენებთ, ქვეყანაში ერთდღიანი ვიზიტით, 70 კაციანი პოლონური დელეგაცია იმყოფება. მათ შორის პოლონეთის პრემიერი, მათეუშ მორავიეცკი. მას ბათუმში ირაკლი ღარიბაშვილი მასპინძლობს.

ერთობლივი განცხადებების გაკეთების შემდეგ, ისინი პრეზიდენტ ლეხ და მარია კაჩინჩსკის ძეგლს გახსნიან, რომელიც ახალ ბულვარში განთავსდა.

მეტის ნახვა