ტირილი სიცოცხლეს ახანგრძლივებს?

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თუ ადამიანი ცრემლებს იკავებს, მავნე ნივთიერებები გროვდება, რაც შემდგომში ხელს უწყობს გულის დაავადებების განვითარებას. სპეციალისტების თქმით, ქალის ცრემლები არა მხოლოდ სისუსტის გამოვლინებაა, არამედ, სიცოცხლის გახანგრძლივების შესაძლებლობაცაა. სწავლულებმა კვლევა ჩაატარეს, რომლის შედეგებიც ორგანიზმზე ცრემლების დადებით გავლენაზე მიუთითებს. ისინი ამტკიცებენ, რომ სუსტი სქესის წარმომადგენლები უფრო ხშირად ტირიან, ვიდრე მამაკაცები და სწორედ ამ ფაქტორით აიხსნება ის, რომ ქალბატონები კაცებზე მეტხანს ცოცხლობენ. ტირილი ემოციურ შვებას უკავშირდება. ცრემლებთან ერთად, ადამიანი საკუთარი სტრესის მიზეზებსაც უშვებს. ექსპერიმენტის მონაწილეთა 90%-მა დარწმუნებით განაცხადეს, რომ ტირილის შემდეგ თავს გაცილებით უკეთ გრძნობენ. გარდა ამისა, ცრემლებს ორგანიზმიდან გამოჰყავთ ნივთიერებები, რომლებიც სტრესის განვითარებას უწყობენ ხელს და ადამიანზე ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენენ. თანაც, ტირილს ხშირად თან ახლავს ღრმა ჩასუნთქვა-ამოსუნთვა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს კორტიზოლის (სტრესის ჰორმონის) დონეს.