ქალაქი სოხუმი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე და არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ცენტრი. სოხუმი საქართველოს უძველესი ქალაქია, ის 2500 წლის წინ დაარსდა. სოხუმი მდებარეობს 110 კილომეტრში რუსეთის საზღვრიდან, სოხუმის ყურესთან. ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სოხუმს აკრავს მთები, რაც აკავებს ქალაქში ცივი ჰაერის მასების შემოსვლას. მუნიციპალიტეტში ჰავის სიმაღლებრივი ზონალურობაა. ზღვისპირა ზონაში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. უფრო მაღლა, 1500—1600 მეტრ სიმაღლეზე, ნოტიო ჰავააა ზომიერად ცივი ზამთრით და ხანგრძლივი ზაფხულით. . მუნიციპალიტეტში ადგილ-ადგილ ნივალური ჰავაა, სადაც ნალექები უხვად მოდის. ასე რომ აქ დასვენება შეგიძლიათ მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით.

სოხუმი - აფხაზეთი

სოხუმი – აფხაზეთი

 

სოხუმი ულამაზესი რეგიონია, რომელიც მდიდარია სუბტროპიკული მცენარეული საფარით. აქ გადაჭიმულია 10 კილომეტრიანი სიგრძის ქვიშის პლაჟი, რომელსაც ელამუნება ანკარა, გამჭირვალე, ფირუზისფერი ზღვის ტალღები.

სოხუმი - აფხაზეთი

სოხუმი – აფხაზეთი

 

სოხუმი - აფხაზეთი

სოხუმი – აფხაზეთი

 

სოხუმში ყოფნისას შეგიძლიათ მოინახულოთ ღირსშესანიშნაობები, ისეთები როგორებიცაა: ბოტანიკური ბაღი, სამხატვრო გალერეა, სახელმწიფო მუზეუმი, ბაგრატიონთა ეპოქის (XI ს.) ნანგრევები, სტალაქტიტური მღვიმეები სოფელ შრომასთან, უნიკალური ფერმა-ლაბორატორია — პრიმატარიუმი. სოხუმში არის ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია. ასევე შეგიძლიათ ფეხით გაისერინოთ და მოინახულოთ სოხუმის ბორცვი, სამზერი მოედნით, საიდანაც შეგიძლიათ დატკბეთ სანაპიროს ეგზოტიკური პეიზაჟით, ან ქალაქის ლამაზი ხედებით.

 

სოხუმი - აფხაზეთი

სოხუმი – აფხაზეთი

 

სოხუმში გახსნილია რამდენიმე სანატორიუმი და პანსიონატი, სადაც დასვენებასთან ერთად მკურნალობაცაა შესაძლებელი.
სოხუმის ღირსშესანიშნაობები:
სოხუმის ციხე;
სოხუმის სასახლე;
ანაკოფიის ციხე-სიმაგრე;
ბაგრატის ციხე;
ბესლეთის ხიდი;
ბოტანიკური ბაღი;
აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმი;

სოხუმი - აფხაზეთი

სოხუმი – აფხაზეთი

 

სოხუმი - აფხაზეთი

სოხუმი – აფხაზეთი

 

სოხუმი - აფხაზეთი

სოხუმი – აფხაზეთი