მეგობრობა თუ სიყვარული?..(7თავი)

Start from the beginning
                                    

-ჯერ ჭამეთ და მერე იხარხარეთ. -ჩაიბურყუნა მან და მალევე ვიღაცის დაცემის ხმა გაიგო. მასთან სასწრაფოდ მივიდა და კითხა კარგად იყო თუ არა,მაგრამ მალევე იცნო ბიჭი და გაეცინა. ბედი აშკარად დასცინოდა.

-ოუ... გამარჯობა ჯაშუშო. -თქვა ლოლამ და ბიჭის ველოსიპედი ააყენა. ბიჭმა კი თვალები გადაატრიალა და თვითონვე წამოდგა.

-გამარჯობა უჟმურო. -უთხრა ბიჭმა და გოგოს შეხედა. როგორც ჩანს, ვარფისფერი მისი ფავორიტი ფერი იყო,რადგან გუშინაც ვარდისფერი ტანსაცმელი ეცვა ისევე,როგორც დღეს.

-მიშტერება უზრდელობაა. და საერთოდ ნელა იარე ვინმეს არ დაეჯახო აქვე ახლოს ბავშვები თამაშობენ. -უთხრა ლოლამ და ველოსიპედი მიაყუდა თვითონ კი ისევ ხის ქვეშ დაჯდა.

-მზრუნველი ყოფილხარ. რა გქვია?-უთხრა ბიჭმა და მის გვერდით დაჯდა.

-ლოლა,შენ?

-მე ნიკა. რამდენის ხარ?-იკითხა ბიჭმა და მას მიაშტერდა. აშკარად არ უნდა ყოფილიყო დიდი.

-15-ის. -მოკლედ მოუჭრა გოგომ პასუხი.

-ანუ ჩემზე პატარა ყოფილხარ. სასიამოვნოა შენი გაცნობა მეზობელო. -გაიღიმა ბიჭმა.

-გული უნდა დაგწყვიტო და 2 დღეში მივდივარ. კარგად ნიკო. -თქვა გოგომ და სწრაფად აიღო თავისი ჩანთა შემდეგ კი სანამ ბიჭი ახალი ზედმეტსახელის გაპროტესტებას მოასწრებდა იქაურობას გაეცალა.

-ნიკო?.. მომწონს ეს სახელი. -ჩაილაპარაკა ბიჭმა და ძირიდან ადგა,შემდეგ კი ველოსიპედზე დაჯდა და ნელა წავიდა...

***
დღეები დღეებს მისდევდა,წლები წლებს. დრომ სწრაფად გაირბინა,მაგრამ ნიკოს და ლოლას მეგობრობა უფრო და უფრო მყარდებოდა. ყველას გაუკვირდა,როცა ლოლამ სოფელში წასვლა მოინდომა,მაგრამ დროის გასვლასთან ერთად მშობლები მიზეზს მიხვდნენ. ისინი მუდამ ერთად დადიოდნენ და ლოლას მშობლები მას ყველგან უშვებდნენ სადაც ნიკო იყო. ნიკომ ასწავლა გოგოს ცურვა,ველოსიპედის ტარება, ბურთით თამაში და რაც მთავარია ხალხთან ურთიერთობა. ლოლა თანდათან უფრო და უფრო უკეთ ხდებოდა და მოსწონდა ხალხთან კონტაქტი.

***
ამბობენ,რომ გოგოსა და ბიჭის მეგობრობა შეუძლებელია,რადგან დროის გასვლასთან ერთად ერთმანეთი უყვარდებათ. ამის არც ერთს არ სჯეროდა. ლოლა და ნიკო უფრო ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს,მაგრამ ერთ დღეს რაღაც ცუდი მოხდა. ლოლას მანქანა დაეჯახა და კომაში ჩავარდა, მძღოლი კი მიიმალა და არც კი მოუკითხავს დაშავებული გოგონა. 1 თვე კომაში ყოფნის შემდეგ გოგო გონს მოვიდა,მაგრამ საკუთარ თავში ჩაიკეტა და ნიკოს ნახვაც კი აღარ უნდოდა. მალევე კი მის ცხოვრებაში ლაშა გამოჩნდა, ბიჭი,რომელიც ხშირად უხეშობდა,მაგრამ მაინც თბილი პიროვნება ჩანდა,ისევე,როგორც ლოლა. მალევე დაუახლოვდნენ ერთმანეთს და შეყვარებულებიც კი გახდნენ. ნიკო კი გვიან მიხვდა,რომ გოგოს და ბიჭის მეგობრობა ზოგჯერ შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ ის და ლოლა ისევ კარგი მეგობრები გახდნენ ეს მისთვის საკმარისი არ იყო და მიხვდა რომ ეჭვიანობდა და ლოლა შეუყვარდა. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ლოლას ცხოვრებიდან გაქრა. მიუხედავად დიდი სიყვარულისა ამას ვერ გაუძლებდა და მხოლოდ მაშინ დაბრუნდებოდა თუ ეს საჭირო იქნებოდა...

უცნობი რძალი (დროებით შეწყვეტილი) Where stories live. Discover now