თავი 23

673 61 4
                                    

-დემიკოოო!!-ახლა ვიცანი ვინც იყო. თვალები გადავატრიალე. ნუცა.-წამო გავერთოთ რა!-მე იდაყვებს დავეყრდენი და დემეს თავით ვანიშნე, კარი გაეღო. დემემ ჩუმად შეიგინა და კარი გააღო. სველი, თეთრი მაიკა ტანზე მიმკრობოდა, იგივე მდგომარეობაში მყოფი შავი შორტები კი ელასტიკებს დამსგავსებოდა. არც ის დავივიწყოთ, რომ დემეტრე ბოქსერების ამარა იყო. ჩემსავით გალუმპული. კარებისკენ გავაპარე თვალი და შევხტი. ეს უზრდელი არსება პირდაპირ საძინებელში შემოკაკუნებულა შესამოწმებლად. ჯერ მე შემომხედა, მერე დემეს და გაპარჭყულმა, ამრეზით იკითხა:

-ეს რა არის? რას აკეთებდით?

ნერვები მომეშალა, მაგრამ დამცინავი ღიმილით ვუპასუხე:

-ცოტა გავერთეთ. რა შენი საქმეა?

ამაზე რიჟიკამ თვალები გადმოკარკლა და წრიპინი დაიწყო.

-დემეეე!! შენ რა..? ამ ძუკნასთან იწექი?

-სიტყვები შეარჩიე!-პირველად ვნახე, დემეტრეს დაეყვიროს. მე და ნუცა ერთდროულად შევხტით. 

-წადი!-დაამატა მკაცრად დემემ.-ახლავე!

მეც და ნუცაც ორიოდე წამი პირდაღებულები ვიყავით. მერე კი ნუცა გამოერკვა და ქედმაღლურად გადაიქნია თმები.

-გამომყევი და წავალ.-ხელები გულზე დაიკრიფა. არ ვიცი, ამდენი სიჯიუტე, სინაგლე და უარყოფითი თვისებები როგორ მოგროვდნენ ამ ადამიანში... დემეტრემ ხვნეშით აწია ხელები და რიჟას კარებამდე გაყვა. ნუცა საკოცნელად შემოუბრუნდა, ამან კი ცხვირწინ მიუჯახუნა კარები. პირდაღებული და ნასიამოვნები ვუყურებდი ოთახში დაბრუნებულ დემეტრეს, რომელიც კვლავ ჩემს გვერდით დაემხო. ორი წუთი ისევ ბრახუნი და ნუცას წივილი ისმოდა. მერე კი ძლივს, თავი დაგვანება.

-ერთხელაც ჭკუიდან გადამიყვანს!

-დაივიწყე.-ვუთხარი.-ყველაფერს საწოლს უკავშირებს. აზრზე ხარ? ოთახში შემოსვლისას პირველივე შთაბეჭდილება ეგეთი ჰქონდა.

-რა, არ გვეძინა ერთად თუ?-წარბები ეშმაკურად აათამაშა დემემ.

-იდიოტო!-სიცილით ვუჯიკე. 





ცხოვრება ახალგაზრდების წესებითWhere stories live. Discover now