"დილას, გაღვიძებისას, მერე, აბაზანაში, სალონში, კაბის მორგებისას, მანქანაში და შემდეგ დარბაზში ერთი თითქოს ნაცნობი გრძნობა უჯიჯღნიდა გულს და სტკიოდა. ეგონა ეფლითებოდა. ახსოვს ეს შეგრძნება, წლების წინ, დიდი გულისტკენისას იგრძნო და გადაწყივდა ყველაზე ბნელ კუთხეში მიემალა, რათა ცხოვრების გაგრძელება შესძლებოდა. მაგრამ ეს არც წყენა იყო და არც მონატრება, იყო კიდევ სხვა რამ, რაც აკავებდა და ხელ-ფეხს უკრავდა. "