რევაზ გაბრიაძე
ქართველი მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი და მოქანდაკე. / From Wikipedia, the free encyclopedia
რევაზ (რეზო) გაბრიაძე (დ. 29 ივნისი, 1936, ქუთაისი — გ. 6 ივნისი, 2021) — ქართველი მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი და მოქანდაკე. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979). საქართველოს სახალხო არტისტი (1987). სახელმწიფო და სხვადასხვა პრემიების ლაურეატი. თბილისის საპატიო მოქალაქე (2016).
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გაბრიაძე. |
რევაზ გაბრიაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
29 ივნისი, 1936 ქუთაისი |
გარდაცვალების თარიღი | 6 ივნისი, 2021 (84 წლის) |
დაკრძალულია | ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონი |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველო |
განათლება |
|
პროფესია | მხატვარი, კინოსა და თეატრის რეჟისორი, მწერალი |
შვილ(ებ)ი | ლევან გაბრიაძე |
ჯილდოები | |
საიტი | gabriadze.com |
იგი მონაწილეობდა 35-ზე მეტი ფილმის შექმნაში, რომელთა შორისაა: „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „სერენადა“, „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „ფეოლა“, „შერეკილები“, „მიმინო“, „ქინ-ძა-ძა!“ და სხვა.
რეზო გაბრიაძის მხატვრული ნამუშევრები ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია დაცული, იგი იყო 50-ზე მეტი წიგნის ილუსტრაციის ავტორი.
1981 წელს რეზო გაბრიაძემ თბილისში მარიონეტების თეატრი დააარსა, რომელიც თბილისში, შავთელის ქუჩა 13-ში მდებარეობს, ანჩისხატის ბაზილიკის გვერდით. თეატრის პირველი სპექტაკლი „ალფრედი და ვიოლეტა“ იყო. რეზო გაბრაძე საკუთარი სპექტაკლების პიესის ავტორი, რეჟისორი, მხატვარი და მუსიკალური გამფორმებელი იყო. 2010 წელს რეზო გაბრიაძის პროექტითა და უშუალო მონაწილეობით თბილისში მარიონეტების თეატრის გვერდით აშენდა უნიკალური საათის კოშკი. მისი ფასადი მოპირკეთებულია ათასობით შორენკეცით, რომლებიც მხატვრის ხელითაა მოხატული.