ხევსურეთი
ხევსურები ასევე ხმით ნატირლები იყვნენ , ისისნი ტიროდნენ და აქებდნენ მათ ვაჟკაცობას / From Wikipedia, the free encyclopedia
ხევსურეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებზე, ჩრდილოეთის განედის 42°25′-42°27′ და აღმოსავლეთი გრძედის 44°48′-45°18′ შუა. მას უჭირავს დაახლოებით 1050 კმ² ფართობი.
კავკასიონის ქედი ხევსურეთს ყოფს ორ ნაწილად: ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარე, ანუ პირიქითა ხევსურეთი და სამხრეთ-დასავლეთის მხარე, ანუ პირაქეთა ხევსურეთი. პირიქითა ხევსურეთი შედგება: მიღმახევის, შატილის და არხოტის ხეობებისაგან, პირაქეთი — არაგვის ხეობისაგან.
თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ხევსურეთის მთელი ტერიტორია შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში და ორ თემადაა გაყოფილი: ხევსურეთის (ცენტრი — ბარისახო) და შატილის (ცენტრი — შატილი).