ფეხბურთი

17:49 | 21.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

კონოპლიანკას "დეზი ამოუვა"

დნეპროპეტროვსკის "დნიპროსა" და უკრაინის ნაკრების შემტევი ნახევარცმველი ევგენი კონოპლიანკა მომავალი სეზონიდან ლონდონის "ტოტენჰემში" ითამაშებს. ამის შესახებ გამოცემა metro წერს. აღნიშნული წყაროს ცნობით 25 წლის ფეხბურთელი "დეზებთან" კონტრაქტს ევროპის ლიგის ფინალის შემდეგ გააფორმებს.

კონოპლიანკას მიმართ ინტერესს რამდენიმე ევროპული გუნდი იჩენდა, თუმცა, როგორც ჩანს, ლონდონელებმა ყველას აჯობეს.

კონოპლიანკა "დნიპროს" ღირსებას 2009 წლიდან მოყოლებული იცავს. მიმდინარე სეზონში მან უკრაინის ჩემპიონატში 20 მატჩში 7 გოლი გაიტანა. ევროპის ლიგაზე კი თავისი გუნდი ფინალში გასვლაში დიდი წლილი შეიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112289